18/08/2026
🎬 გაიცანით ალექსანდრე სანიკიძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის ArtEast-ArtWest ანიმაციის ლაბორატორიის ხმის დიზაინის ტრენერი.
🎧 ალექსანდრე უკვე 8 წელია „Postred“-ში ფილმების ხმაზე მუშაობს Foley Supervisor-ისა და Sound Editor-ის პოზიციებზე. ამ პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული 300-ზე მეტი ფილმის, სერიალისა და ანიმაციის შექმნაში.
🌍 მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს თანამშრომლობას ისეთ მსხვილ კომპანიებთან და პლატფორმებთან, როგორებიცაა Netflix, Paramount, Sony, HBO და სხვა.
🏆 ალექსანდრე ასევე MPSE-ის (Motion Picture Sound Editors) ჯილდოს მფლობელია - მნიშვნელოვანი პროფესიული აღიარება კინოს ხმის სფეროში.
🎶 GITA-ს პროექტის ArtEast-ArtWest-ის ფარგლებში ის მონაწილეებს ხმის დიზაინის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დაეხმარება, საკუთარი ისტორიებისთვის უნიკალური ხმოვანი სამყარო შექმნან.
✨თუ აქამდე მხოლოდ იდეები გქონდა, ახლა მათი გაცოცხლების დროა! შემოუერთდი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტს ArtEast–ArtWest და შექმენი ანიმაცია, რომელიც ქართულ ისტორიებს ახალ თაობამდე მიიტანს.
🚀 პროგრამა სრულად დაფინანსებულია GITA-ს მიერ და მასში მონაწილეობა უფასოა!
⚙️ პროექტის ორგანიზატორია: „აკერ თბილისი“
📅 რეგისტრაცია სრულდება: 25 აგვისტოს
🔗 სარეგისტრაციო ბმული:
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო