Center for Economic Policy Analysis / ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Center for Economic Policy Analysis / ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

Center for Economic Policy Analysis / ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Center for Economic Policy Analysis / ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, Consulting Agency, 37 Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi.

Center for Economic Policy Analysis (CEPA) is the consulting and advisory center, specializing in economic policy analysis and research, aiming at economic and social development and evidence-based policy implementation. Our expertise is well-rounded by diverse experience in policy development and reforms implementation, economic analysis and modeling and regulatory impact assessment.

📌საგარეო ვაჭრობა ზრდას განაგრძობს📊✅  2021 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა და 2,605.5 მლნ. აშშ. დო...
13/09/2021

📌საგარეო ვაჭრობა ზრდას განაგრძობს📊

✅ 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა და 2,605.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის მაჩვენებლები ასევე აჭარბებს პანდემიამდე ასრებულ მონაცემებს და 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით არის გაზრდილი.

✅ იანვარ-აგვისტოში იმპორტი 20.7 პროცენტით გაიზარდა და 6,072.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა.

✅ ამავე პერიოდში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 8.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და 22.2 პროცენტით გაიზარდა.

✅ იმპორტის მაღალი ზრდის ფონზე იზრდება სავაჭრო დეფიციტი. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი 509.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 3,467.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

✅ რაც შეეხება 2021 წლის აგვისტოს, შეიძლება ითქვას რომ წინა თვეებთან შედარებით შემცირდა ექსპოერტის ზრდის ტემპი და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის 14.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტი 26.1 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად აგვისტოში სავაჭრო დეფიციტი 130.6 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 503 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

📌პანდემიის კვალდაკვალ საქართველოში ინფლაცია იზრდება 📈რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციის ზრდას?✅ პანდემიის პირველ ეტაპზე...
10/09/2021

📌პანდემიის კვალდაკვალ საქართველოში ინფლაცია იზრდება
📈რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციის ზრდას?
✅ პანდემიის პირველ ეტაპზე ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიწოდების ჯაჭვების რღვევით გამოწვეულმა ფასების ზრდამ. პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ფასების ზრდა ძირითადად საქონლის თუ მომსახურების მიწოდების გართულებული ლოგისტიკით იყო განპირობებული. მეორეს მხრივ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებდა შეზღუდვების შედეგად შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა.
✅ 2020 წლის მეორე ნახევრიდან, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდით განპირობებული პროცესები. კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში სურსათის ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
✅ გარდა ამისა, 2020 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად იზრდება ნავთობის ფასები და აღნიშნულის პარალელურად, გადაზიდვების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასების უპრეცენდენტოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება.
✅ ყოველივე ზემოაღნიშნულს თან ერთვის „იმპორტირებული ინფლაცია“ რაც ძირითადად ეროვნული კურსის გაუფასურების შედეგად გაზრდილ სამომხმარებლო ფასებში აისახება.

▪️ შრომის ბაზარი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და მრავალ ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ პ...
08/09/2021

▪️ შრომის ბაზარი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და მრავალ ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ პრობლემას აერთიანებს

▪️ 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის მიხედვით შრომის ბაზრის მაჩვენებლების გადაანგარიშება მოახდინა, რის შედეგადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში თვითდასაქმებულებს შეეხო, რომელებიც საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგიით სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უმუშევართა კატეგორიაში, ნაწილი კი სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობაში გადაკვალიფიცირდა, რამდენადაც აღნიშნული ნაწილი სამუშაოს არც ეძებდა. შესაბამისად, ცვლილებების შედეგად შემცირდა სამუშაო ძალის მონაწილეობის (აქტიურობის) დონე.
▪️ 2020 წელს უმუშევრობის დონემ 18.9% შეადგინა და ბუნებრივია, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე 2019 წელთან შედარებით გაიზარდა. პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ტურიზმისა და ზოგადად მომსახურების სექტორში დასაქმებულებზე, ასევე შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მუშახელსა და ქალებზე მოახდინა.
▪️ პანდემიამდე ბოლო წლებში უმუშევრობის დონე სტაბილურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული 2016-2017 წლებსა და 2019 წელს არა დასაქმების ზრდას, არამედ სამუშაო ძალის შემცირებას უკავშირდებოდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემაა და ერთი მხრივ მოსახლეობის დაბერებას, ხოლო მეორე მხრივ იმედ დაკარგული უმუშევრების სამუშაო ძალიდან გასვლას უკავშირდება.
▪️ მაღალი უმუშევრობის და დაბალი აქტიურობის გარდა, საქართველოს შრომის ბაზარი სხვა მრავალი სტრუქტურული პრობლემით ხასიათდება, მათ შორისაა: ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობა, კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მოთხოვნა მიწოდებას შორის, ეკონომიკის დაბალ-პროდუქტიულ სექტორებში დასაქმების მაღალი წილი და შრომის ბაზრის დაბალი მოქნილობა და მობილობა. მეთოდოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია მთლიანი დასაქმებულების 20%, რომლებიც რეალურად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 8.4%-ს ქმნიან.
▪️ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შრომის ბაზრის გაჯანსაღების უმთავრეს წყაროს ახალგაზრდებში ეკონომიკური აქტივობის წახალისება, მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიულ სწავლებაზე მეტი ორიენტაცია და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, შრომის ბაზრის სერვისების განვითარება და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების სისტემის ფუნდამენტური გაუმჯობესება წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულის ხელშესახები შედეგები მხოლოდ საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ, რაც შრომის ბაზარსაც თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.

📣 რა ტიპის მხარდაჭერას უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამები?✅ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობ...
11/05/2021

📣 რა ტიპის მხარდაჭერას უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამები?

✅ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ მეგობრულია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საგადასახადო კანონმდებლობის უპირატესობებიდან შეგვიძლია გამოვყოთ მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური დაბევრის რეჟიმი და ასევე, რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. თუმცა, ცხადია აღნიშნული სარგებლის მიღებისთვის, პირველ რიგში ბიზნესის დაწყებაა საჭირო და შესაბამისად, ბიზნესის მხარდაჭერის ადექვატური ინსტრუმენტების არსებობა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
✅ ამავე დროს, აუცილებელია კერძო სექტორს და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ქონდეს ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამებზე. წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლედ აჯამებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ძირითად მიმართულებებს.
✅ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები ფარავს სამ მიმართულებას: სესხის მომსახურებაში დახმარება სუბსიდირების გზით, გარანტიის კომპონენტი და გრანტის კომპონენტი. სახელმწიფო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სთავაზობს დამწყებ და მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს:
▶️ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის დროს, ბიზნესი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მხრიდან სესხის აღების კრიტერიუმებს და სახელმწიფო მას ყოველთვიურ გადასახდელებს (სესხის მომსახურების პროცენტს) უსუბსიდირებს, რაც ბიზნესისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას და საბოლოოდ მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
▶️ სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა, საკრედიტო გარანტიის გაცემის გზით. ხშირად ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევას სწორედ სესხის აღება წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო საგარანტიო სქემა“ კომპანიებს ეხმარება საკმარისი უზრუნველყოფის არ არსებობის შემთხვევაშიც აიღოს სესხი.
▶️ მცირე გრანტების კომპონენტი, ითვალისწინებს 30 000 ლარამდე გრანტებს მიკრო და შედარებით მცირე კომპანიებისთვის და სტარტაპებისთვის.

📌 გარდა ამისა, სპეციფიკური პროგრამები ხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა მოქმედ პროგრამასთან დაკავშირებით შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://programs.gov.ge/.

#მეწარმეობა #ეკონომიკა #სახელმწიფოპროგრამები

📣 2021 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის შესახებ:✅ Covid 19 პანდემიის დაწყების შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად 202...
29/04/2021

📣 2021 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის შესახებ:

✅ Covid 19 პანდემიის დაწყების შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად 2021 წლის მარტში პოზიტიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 4.0% შეადგინა. მარტში ეკონომიკური აქტივობის დონე დაუბრუნდა და გადააჭარბა პანდემიამდე პერიოდის (როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის) აქტივობის მაჩვენებელს.
✅ 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური კლება 4.2% იყო.
✅ მარტში პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების მიმართულებით. საგარეო მოთხოვნის ზრდა გამოიხატა საქონლის ექსპორტის (30.6%-ით) და ფულადი გზავნილების (49.5%-ით) მნიშვნელოვან ზრდაში.
✅ წინა თვესთან შედარებით იმ სექტორებს სადაც რეალური ზრდა ფიქსირდება შეემატა დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ინფორმაცია და კომუნიკაცია. ეკონომიკური აქტივობის კლება დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

📢 რატომ უფასურდება ლარი?     📌 საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ერთგვარ - “ბუფერის“ ფუნქცი...
27/04/2021

📢 რატომ უფასურდება ლარი?

📌 საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ერთგვარ - “ბუფერის“ ფუნქციას ასრულებს და არბილებს ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების გადმოცემას. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი მერყეობებით ხასიათდება, თუმცა აღნიშნული მერყეობა სხვა სავალუტო რეჟიმებთან შედარებით ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ სტაბულურობას და ამცირებს შოკის გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე. რაც შეეხება, გაცვლითი კურსის ფორმირებას, აღნიშნული მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება.
📌 ლარის კურსის მერყეობაზე როდესაც ვსაუბრობთ მართებულია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამოყენება, რომელიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის მსყიდველუნარიანობით განისაზღვრება. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საქართველოს ეკონომიკა, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციით ხასიათდება, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით, შესაბამისად, ამ პოსტში მოკლედ განვიხილავთ ლარი-აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზებს:
1️⃣ გაზრდილია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან წნეხი ეროვნულ ვალუტაზე, კერძოდ შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა. იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა. 2021 წლის იანვარ-მარტში სავალუტო შემოდინებები (საგადასახდელო ბალანსი) შემცირებულია 200 მლნ. აშშ. დოლარზე მეტად.
2️⃣ გაზრდილია უარყოფითი მოლოდინები - ხშირად მოლოდინები საგრეო შოკთან მიმართებით წინ უსწრებს შოკის მატერიალიზაციას და შესაბამისად, აძლიერებს და ახანგრძლივებს წნეხს ეროვნულ ვალუტაზე.
3️⃣ პოლიტიკური გაურკვევლობა/სამთავრობო ცვლილებები ნეგატიურად აისახება ფინანსურ ბაზრებზე და მოლოდინების არხით გავლენას ახდენს კურსზე.

📌 მიუხედავად იმ ფაქტისა რომ, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით საქართველოს დამოკიდებულება ტურიზმის სექტორზე ყველაზე მაღალია, ბოლო 1 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით - 7.5 პროცენტით გაუფასურდა, სომხური დრამი - 8.6 პროცენტით, თურქული ლირა - 20.6 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლი - 1 პროცენტით.
📌 აღსანიშნავია, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში განსხვავებულია. გრძელვადიან პერიოდში - გაცვლით კურსს პროდუქტიულობის ზრდა და სტრუქტურული ფაქტორები, საშუალოვადიან პერიოდში - სავალუტო შემოდინებები, ეკონომიკური აქტივობა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ხოლო მოკლევადიან პერიოდში - ძირითადად მოლოდინები და მიმდინარე ტრანზაქციებისთვის უცხოური ვალუტის საჭიროება განსაზღვრავს.
✅ გრაფიკზე ნაჩვენებია ის მოვლენები, რომელთა ერთობლიობამაც გარკვეულ პერიოდში ხელი შეუწყო კურსის მერყეობას.
✅ კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენიმოსაზრებები, რას ფიქრობთ კურსის მერყეობის მიზეზებთან დაკავშირებით?
#ეკონომიკა #გაცვლითიკურსი

📣 რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე ❓ 📌 კვლევა-განვითარებაში (R&D) ჩადებული ინვესტიცია როგორც წესი მიმართულ...
21/04/2021

📣 რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე ❓

📌 კვლევა-განვითარებაში (R&D) ჩადებული ინვესტიცია როგორც წესი მიმართულია ინოვაციების, ახალი პროდუქტების შექმნის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად, აღნიშნული ასევე უწყობს ხელს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და გრძელვადიან პერიოდში ამონაგების ზრდას.

📌 კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მაკრო დონეზე ხელს უწყობს რესურსების ოპტიმალურ ხარჯვას, პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და ტექნოლოგიურ პროგრესს, შესაბამისად, აჩქარებს პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.

📌 მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორებს (World Development Indicators) შორის ერთ-ერთია კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით, რაც მოიცავს ყველა რეზიდენტი კომპანიის, კვლევითი ინსტიტუტის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მიერ R&D-ზე გაწეულ მთლიან დანახარჯებს.

📌 მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით ლიდერობს ისრაელი 🇮🇱 (4.95%), სამხრეთ კორეა 🇰🇷 (4.81%), შვედეთი 🇸🇪 (3.34%), იაპონია 🇯🇵 (3.26%) და ავსტრია 🇦🇹 (3.17%).

📌 ევროკავშირის ქვეყნები საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.18%-ს ხარჯავენ კვლევა-განვითარებაზე, OECD-ის წევრი ქვეყნები - საშუალოდ 2.58%-ს, ხოლო, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები - საშუალოდ 1.98%-ს.

📌 რაც შეეხება საქართველოს 🇬🇪 კვლევა-განვითარებაზე (R&D) გაწეული დანახარჯები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა აჭარბებს რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს.
#ეკონომიკა

📣 რატომ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმების განხორციელება❓ ✅ სტრუქტურული რეფორმების განხორციელება განვითარებადი ქვეყნებისვი...
14/04/2021

📣 რატომ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმების განხორციელება❓

✅ სტრუქტურული რეფორმების განხორციელება განვითარებადი ქვეყნებისვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სახელმწიფო სტრუქტურული რეფორმების გატარებით ცდილობს აღმოფხვრას პრობლემების გამომწვევი ფუნდამენტური ფაქტორები - ებრძოლოს მიზეზებს და არა მათგან გამოწვეულ არასასურველ შედეგებს.

✅ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით შესაძლებელია პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ეკონომიკის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის ზრდა და საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირება.

✅ სტრუქტურული რეფორმები უფრო მეტად მიმართულია ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისკენ, ვიდრე მოკლევადიანი შედეგებისკენ, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება, მათ შორის კონფლიქტიც არსებობდეს. თუმცა, აღნიშნულმა არ უნდა შეაფერხოს სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.

✅ ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციასთან ერთად, სტრუქტურული რეფორმები ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციასაც უწყობს ხელს, თუმცა, ირიბად და გრძელვადიან პერიოდში.

✅ სტრუქტურული რეფორმების განხორციელება არის ის ბაზისი, რაც საქართველოს დაეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებაში.

📣 სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გარეშე, ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერისა და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა შეუძლებელია.
#რეფორმები #ეკონომიკა

📢 ბოლო პერიოდში აქტიური დებატების ფონზე, ვფიქრობთ საინტერესოა ტურისტული ნაკადებისა და საშუალო დანახარჯების სტრუქტურას მე...
08/04/2021

📢 ბოლო პერიოდში აქტიური დებატების ფონზე, ვფიქრობთ საინტერესოა ტურისტული ნაკადებისა და საშუალო დანახარჯების სტრუქტურას მეტად ანალიტიკურ ჭრილში შევხედოთ.

✅ არიან თუ არა მაღამხარჯველი ქვეყნების ვიზიტორები საქართველოსთვის მაღალშემოსავლიანი?

📌 საშუალო დანახარჯების სიდიდის მიხედვით ერთ ვიზიტორზე ყველაზე მეტს - აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ვიზიტორები ხარჯავენ, თუმცა აღნიშნული ქვეყნების წილი ვიზიტორთა ნაკადში ჯამურად 5.4%-ს შეადგენს, ხოლო მათი ჯამური დანახარჯი 1,270 მლნ. ლარს. რუსი ვიზიტორების დანახარჯი, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების ვიზიტორების საშუალო დანახარჯის 50 პროცენტია და ვიზიტზე საშუალოდ 1282 ლარს შეადგენს, თუმცა მათი წილი ვიზიტორთა ნაკადებში 19 პროცენტია, რაც შესაბამისად განაპირობებდა რუსი ვიზიტორებისგან ჯამურად ყველაზე მაღალ შემოსავალს ქვეყნისთვის (2019 წ - 2,120 მლნ ლარი) და მაღალ მხარჯველუნარიან ქვეყნებთან შედარებით თითქმის 70 პროცენტით მეტს.
📌 ასევე, მნიშვნელოვანია ისიც რომ მცირე და საშუალო ზომის განთავსების საშუალებებისთვის რუსი ვიზიტორები წარმოადგენენ შემოსავლის ძირითად წყაროს, განსაკუთრებით საზღვაო კურორტებზე.
📌 ჯამურად ვიზიტორებში ყველაზე პოპულარულ აქტივობას ქართული სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება წარმოადგენს, თუმცა ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორები აღნიშნულთან ერთად უფრო დივერსიფიცირებულ ტურისტულ გამოცდილებებს ანიჭებენ უპირატესობას, რამდენადაც ევროპელი ვიზიტორების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების/ლანდშტაფტის მონახულებით და ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის გაცნობით. რუსი ვიზიტორების შემთხვევაში აღნიშნული აქტივობების პოპულარობა პროცენტულად ბევრად მცირეა ევროპელ და ამერიკელ ვიზიტორებთან შედარებით. ამასთან, ყველა სხვა ქვეყნის ვიზიტორებთან შედარებით ბევრად მაღალია ამერიკელი ვიზიტორების დაინტერესება სასოფლო სამეურნეო აქტივობებში მონაწილეობით.
📌 შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით ტრადიციული ღვინის და გასტრო ტურიზმისთვის და ე.წ sun & beach ტურიზმისთვის რუსი ვიზიტორები წარმოადგენენ ძირითად ბაზარს და შემოსავლების ძირითად წყაროს. რაც შეეხება საქართველოსთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ტურისტულ სერვისებს, როგორიცაა: ეკო, აგრო და სათავგადასავლო ტურიზმი, სწორედ ევროპელი და ამერიკელი ვიზიტორები შეგვიძლია განვიხილოთ ძირითად სამიზნე ბაზრად. თუმცა, აღნიშნული ტურისტული სერვისების წილი ჯერ-ჯერობით საკმაოდ დაბალია და მნიშვნელოვანია მსგავსი მდგრადი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე მეტად ორიენტაცია, მათ შირის კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული შესაძლებლობების ათვისებით.
📌 ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებში, რუსული ბაზრის ჩანაცვლების შესაძლებლობად ხშირად განიხილავენ ადგილობრივ ბაზარს/გამყვან ვიზიტორებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი გამყვანი ვიზიტორების მხოლოდ 13% მოგზაურობს დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით (ბუნებრივია ის ვიზიტორები, რომლებიც საქმიანი, მეგობრების და ნათესავების მონახულების, შოპინგის ან სამედიცინო მიზნით მოგზაურობენ კვლავ საზღვარგარეთ მოგზაურობას მიანიჭებენ უპირატრსობას), რაც რაოდენობრივად დაახლოებით 300 ათასი ვიზიტორია. ქართველი გამყვანი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი ვიზიტზე საზღვარგარეთ მოგზაურობისას კი 877 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით მოგზაური ვიზიტორების სრულად ქვეყანაში დასვენების შემთხვევაშიც შესაძლებელია მხოლოდ 265 მლნ. ლარის შემოსავლების გენერირება, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების მაქსიმუმ 14%-ია.
📌 ამრიგად, ახალი ტურისტული შეთავაზებებების პოპულარიზაცია, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაცია სწორედ ახალი ტურისტული პროდუქტების გზით წარმოადგენს უფრო მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის აუცილებელ წინაპირობას.
#ეკონომიკა #ტურიზმი

📢 6 აპრილს, საერთაშირისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის აპრილის განახლება გამოაქვეყნა.📌 IMF-ის პრ...
06/04/2021

📢 6 აპრილს, საერთაშირისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის აპრილის განახლება გამოაქვეყნა.

📌 IMF-ის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.3 პროცენტიანი კლების შემდეგ, 2021 წელს 6 პროცენტით, ხოლო 2022 წელს - 4.4 პროცენტით გაიზრდება. განვითარებული ქვეყნების ზრდა 2021 წელს 5.1 პროცენტს გაუტოლდება, 2022 წელს - 3.6 პროცენტს, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ზრდა, შესაბამისად 6.7 პროცენტი და 5.0 პროცენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის მიმოხილვასთან შედარებით, ზრდის მიმართულებით არის გადახედილი ზემოაღნიშნული პროგნოზები.

📌 რაც შეეხება საქართველოს, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკა 3.5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი 2022 წლიდან, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებასთან ერთად დაფიქსირდება. შესაბამისად, საქართველოს 2021-2026 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.1 პროცენტს შეადგენს და მნიშვნელოვნად აჭარბებს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.

📌 როგორც სავალუტო ფონდი აღნიშნავს, საქონლით ვაჭრობა ფაქტობრივად დაუბრუნდა პანდემიამდე პერიოდის დონეს, ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ინდუსტრიული მიმართულებით. რაც შეეხება მომსახურების სექტორის გაჯანსაღებას, მისი სრულიად აღდგენა მოსალოდნელია პანდემიის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, ბუნებრივია რომ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება (ზოგადად მომსახურების და ტურიზმის სექტორის გამოწვევების ფონზე) 2022 წლიდან იწყება.

#ეკონომიკა

📢 2021 წლის თებერვალში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები ფიქსირდება✅ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ეკონომიკური კლები...
31/03/2021

📢 2021 წლის თებერვალში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები ფიქსირდება

✅ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ეკონომიკური კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა და შედეგად თებერვალში ეკონომიკური კლება -5.1 პროცენტით განისაზღვრა. ეკონომიკის კლების ტემპის შემცირება (იანვარში -11.5 პროცენტიდან), ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში ეკონომიკური აქტივობის დინამიკის გაუმჯობესებას უკვაშირდება.
✅ ეკონომიკური აქტივობის კუთხით გაუმჯობესდა როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნა. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესება გამოიხატა ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაში. თებრვალში ადგილობრივი ექსპორტი 23%-ით გაიზარდა. ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან გაიზარდა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის და დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქტების ექსპორტი, რაც აღნიშნული სექტორების პოზიტიურ დინამიკაზეც აისახა.
✅ ამასთან, 2021 წლის თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.5 პროცენტით გაიზარდა.
✅ წინა თვესთან შედარებით, იმ სექტორებს სადაც რეალური ზრდა ფიქსირდება შეემატა სამთომოპოვებითი მრეწველობა და ვაჭრობა. საფინანსო და სოფლის მეურნეობის სექტორში რეალური ზრდა კვლავ გაგრძელდა.
✅ ეკონომიკური კლების ძირითად წყაროს ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებთან ერთად, მშენებლობის სექტორი წარმოადგენს.

#ეკონომიკა #ეკონომიკურიზრდა

22/03/2021

📢 დღეს, 2021 წლის 22 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ. აშშ დოლარი გაყიდა. 2021 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 160 მლნ. აშშ დოლარი მიაწოდა. სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით, ეროვნული ბანკი, ბაზარზე პანდემიით გამოწვეული საგარეო დაფინანსების დანაკლისის შევსებას და კურსის მოკლევადიანი მერყეობების შემცირებას უზრუნველყოფს. სავალუტო აუქციონზე ვაჭრობის შედეგად საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.

📌გარდა ამისა, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის, გამოშვების შემცირების და საგარეო მოთხოვნის აღდგენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ზრდის ზეწოლას ინფლაციაზე. ამასთან, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამამ (დეკემბერ-თებერვალი), მნიშვნელოვანდ შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი, რაც დროებითი ხასიათის იყო და მარტიდან, სუბსიდირების დასრულება, შესაბამიად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე.

📌ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის 17 მარტს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი 8.5 პ.პ-ით განისაზღვრა.

#ეკონომიკა

Address

37 Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Center for Economic Policy Analysis / ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share