SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი, 33 Zhiuli Shartava Street, Tbilisi.

🟢 SMG-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების, შრომის უფლებების დაცვისა და HACCP-ის მიმართულებით მრავალპროფილურ მომსახურებას, ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე. SMG-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა გუნდი, პარტნიორებს სთავაზობს: ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მრავალპროფილურ მომსახურებას, ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ჯგუფი მიზნად ისახავს, პარტნიორ კომპანიებში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნას.
ჩვენი პრიორიტეტია ავამაღლოთ ცნობიერება პარტნიორებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.

Business Insider Georgia ჩვენი კომპანიის შესახებ💚👇
12/08/2026

Business Insider Georgia ჩვენი კომპანიის შესახებ💚👇

როგორია SMG Safety Management Group-ის საქმიანობის სპეციფიკა და განვითარების გეგმები - ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტო.....

10/08/2026

მადლობა სასტუმრო BRICK-ს ნდობისთვის და პარტნიორობისთვის.

უსაფრთხოება იწყება იქ, სადაც ხარისხზე ზრუნვა ყოველდღიურ სტანდარტად იქცევა.

SMG-სა და BRICK-ის პარტნიორობა სწორედ ამ ღირებულებას აერთიანებს — შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოება მხოლოდ მოთხოვნა კი არა, ყოველდღიური სამუშაო კულტურის ნაწილია.

🏨 HORECA სექტორში უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს — ის იცავს თანამშრომლებს, ზრუნავს სტუმრების კეთილდღეობაზე და ამავდროულად აძლიერებს ბიზნესის სანდოობასა და იმიჯს.

ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო გარემო წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

SMG — უსაფრთხოება, რომელიც ქმნის ღირებულებას.

☀️ ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული.განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთ...
06/08/2026

☀️ ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული.

განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი სექტორები და სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება. 🏗️⚠️

სამშენებლო მოედანზე მაღალი ტემპერატურა მხოლოდ უსიამოვნო გარემო არ არის — ეს სერიოზული საფრთხეა მშენებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 🌡️

გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება, თავბრუსხვევა და სიმაღლიდან ჩამოვარდნის ან ტრავმის მიღების რისკი! 🚨

❓ როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე სიცხის დროს?

გიზიარებთ აუცილებელ რეკომენდაციებს 👇

💧 წყალი და ჰიდრატაცია
• დალიეთ წყალი მცირე ყლუპებით ყოველ 15–20 წუთში ერთხელ.
• ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას.
• მოერიდეთ ტკბილ და კოფეინიან სასმელებს — ისინი ორგანიზმის გაუწყლოებას უწყობენ ხელს. 🥤❌

⏰ სამუშაო გრაფიკის ცვლილება
• მძიმე ფიზიკური სამუშაოები დაგეგმეთ დილით, 11:00 საათამდე, ან საღამოს საათებში. 🌅🌇
• უზრუნველყავით რეგულარული შესვენებები სპეციალურად მოწყობილ გრილ სივრცეებში. 🌳🧊

🥾 სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
• ჩაფხუტი სავალდებულოა! ⛑️
• ატარეთ ღია ფერის, ჰაერგამტარი სპეცტანსაცმელი. 👕
• გამოიყენეთ UV-ფილტრიანი დამცავი სათვალე თვალების დასაცავად. 🕶️
• ❌ დაუშვებელია შიშველი ტანით მუშაობა — ეს ზრდის მზის დამწვრობისა და გადახურების რისკს. ☀️🔥

⚠️ თუ კოლეგას შეატყობთ ძლიერ თავბრუსხვევას, გულისრევას ან ცნობიერების დაბინდვას:

➡️ დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ჩრდილში;
➡️ გახადეთ მძიმე სპეცტანსაცმელი;
➡️ დაადეთ გრილი ტილო კისერზე და იღლიებთან;
➡️ 📞 გამოიძახეთ 112.

👷‍♂️🤝 ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე!

✅ გვახსოვდეს — უსაფრთხოება იწყება ყურადღებით!

#შრომისუსაფრთხოება #მშენებლობა #ზაფხული

🚨 SMG აცხადებს ვაკანსიას!📢 ვაკანსია: შრომის უსაფრთხოების მენეჯერითუ გაქვთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამო...
04/08/2026

🚨 SMG აცხადებს ვაკანსიას!

📢 ვაკანსია: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

თუ გაქვთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, კარგად იცნობთ მოქმედ კანონმდებლობას და გსურთ პროფესიული განვითარება ერთ-ერთ წამყვან საკონსულტაციო კომპანიაში – შემოგვიერთდით!

ძირითადი მოვალეობები:
✅ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და განვითარება;
✅ რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
✅ ობიექტების ინსპექტირება და რეკომენდაციების მომზადება;
✅ შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება;
✅ დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

📍 სამუშაო ადგილი: თბილისი
📆 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

👋 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

Entrepreneur Georgia SMG -ის შესახებ 👇ჩვენი კომპანიის განვითარების, გამოწვევებით სავსე, წარმატებული  7-წლიანი გზის შეჯამ...
18/07/2026

Entrepreneur Georgia SMG -ის შესახებ 👇
ჩვენი კომპანიის განვითარების, გამოწვევებით სავსე, წარმატებული 7-წლიანი გზის შეჯამება ✅

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

უსაფრთხოება საწარმო სფეროში: ინდუსტრიული რისკების ფასი და დაცული ბიზნესისაწარმო  სფერო შრომის ინსპექციის განსაკუთრებული ...
17/07/2026

უსაფრთხოება საწარმო სფეროში: ინდუსტრიული რისკების ფასი და დაცული ბიზნესი

საწარმო სფერო შრომის ინსპექციის განსაკუთრებული და უწყვეტი მონიტორინგის სამიზნეა. ინდუსტრიულ ობიექტებზე, სადაც რისკის ხარისხი ტრადიციულად მაღალია , უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ გაფრთხილებით. ეს პირდაპირ აისახება კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე.

რა კონკრეტული საფრთხეების წინაშე დგას საწარმო თუ არ აქვს უსაფრთხოების სისტემა დანერგილი?

▪️ საწარმოო პროცესის იძულებითი შეჩერება: ინსპექტირებისას გამოვლენილი კრიტიკული საფრთხეების (მაგ: დაუცველი დანადგარები, ხარაჩოები, ელექტროუსაფრთხოების ნორმების დარღვევა) გამო, მარეგულირებელი დაუყოვნებლივ აჩერებს საწარმოს ოპერირებას. ეს ნიშნავს შეუსრულებელ კონტრაქტებსა და პარალიზებულ შემოსავლებს.

▪️ მძიმე ინციდენტები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევები კომპანიის მენეჯმენტს აყენებს უმკაცრესი იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობის წინაშე, სოლიდური ჯარიმების ჩათვლით.

▪️ მზარდი ფინანსური სანქციები: შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები ესკალირებადია და მათი მოცულობა კომპანიის ბრუნვის პროპორციულად იზრდება.

▪️ აღჭურვილობის დაზიანება : არასწორი საოპერაციო პროცედურები იწვევს ძვირადღირებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლასა და საწარმოო შეფერხებებს.

SMG გთავაზობთ უსაფრთხოების მართვის მაღალეფექტურ და უახლეს საკანონმდებლო სტანდარტებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს საწარმო სფეროში. ჩვენ ვნერგავთ უსაფრთხოების მოწინავე, პრაქტიკულ სისტემას, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ინდუსტრიულ რისკებს და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის შეუფერხებელ, კანონიერ ოპერირებას.
ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ თქვენს საწარმოსა და პერსონალს. მართეთ ინდუსტრიული საფრთხეები პროფესიონალებთან ერთად.

დაგვიკავშირდით: 📞 +995 577 20 87 87 📧 [email protected] 🌐 www.smgroup.ge

#საწარმოოუსაფრთხოება #შრომისუსაფრთხოება #ბიზნესისდაცვა

14/07/2026

📍სამშენებლო მოედანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სამუშაო გარემოა. აქ ფატალური შემთხვევების რიცხვიც მაღალია. შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა წამებში შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

👨‍🚒კომპანია SMG -ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი ხალათაშვილი გვიზიარებს იმ მნიშვნელოვან წესებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ყველა ობიექტზე.

📌გვახსოვდეს - შრომის უსაფრთხოება არ არის ხარჯი, ეს არის ინვესტიცია ადამიანების სიცოცხლესა და ბიზნესის რეპუტაციაში.

კომპანია SMG-ისთვის ყველაზე ძვირფასი თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა!
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

09/07/2026

ძლიერი ბიზნესი იქმნება უსაფრთხო გარემოთი.

SMG 2019 წლიდან ბიზნესებს ეხმარება შრომის უსაფრთხოების, HACCP-ისა და შესაბამისობის სისტემების დანერგვასა და განვითარებაში.
დღეს ჩვენ უკვე 500-ზე მეტ პარტნიორთან ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სტანდარტები, საიმედოობა და პასუხისმგებლობა წარმატების საფუძველია.

ვაქციოთ უსაფრთხოების კულტურა ყოველდღიურ ღირებულებად.

SMG — თქვენი სანდო პარტნიორი წარმატებული ბიზნესისათვის

თანამშრომლობაზე დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 577 20 87 87
📩 [email protected]
🌐 www.smgroup.ge

📢 ვაკანსია  შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელიSMG (Safety Management Group) ეძებს გუნდის ახალ წევრს — შრომის...
30/06/2026

📢 ვაკანსია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

SMG (Safety Management Group) ეძებს გუნდის ახალ წევრს — შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

თუ გაქვს:
✅ შრომის უსაფრთხოების სფეროში 3-5 წლიანი გამოცდილება;
✅ გუნდის მართვის გამოცდილება;
✅ აკრედიტებული პროგრამის მოქმედი სერტიფიკატი;
✅ ლიდერული და ძლიერი კომუნიკაციის უნარები;

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

📍 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი | 09:00–18:00

📩 CV გამოაგზავნე: [email protected]

📌 ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითე: შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შემოუერთდი პროფესიონალთა გუნდს და განვითარდი SMG-სთან ერთად!

Address

33 Zhiuli Shartava Street
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 17:00

Telephone

+995577208787

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to SMG • Safety Management Group / შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი:

Shortcuts

Share