NainaArt.ge

NainaArt.ge Business Consulting

...შენსამწუხაროდ გვიან მიხვდები რომ შენ ცხოვრებაშიყველაზე დიდი შეცდომა ჩემი დაკარგვა იყო ან შეიძლება უკვე მიხვდი,თუმცა ა...
16/12/2024

...შენ
სამწუხაროდ გვიან მიხვდები რომ შენ ცხოვრებაში
ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი დაკარგვა იყო ან შეიძლება უკვე მიხვდი,თუმცა ამას,როცა საკუთარ თავთან აღიარებ განადგურდები.

ჩემი დაკარგვის,ჩემი გულისტკენის სინანული შენში გამოიწვევს იმაზე დიდ ტკივილს,ვიდრე ჩემგან ნაჩუქარი სიყვარული იყო.

ტკივილი შენში ფეხის
თითებიდან შემოვა,მუხლებზე ამოგაცოცდება,მუცელში პეპლებს დაგიხოცავს,ყელამდეც ამოვა. ყელში წაგიჭერს და აღარასდროს მოგცემს უფლებას ჩემი დაკარგვა მშვიდად გადაიტანო.

სინანული სრულიად გარემოიცავს შენს სულს და ნელ-ნელა მიგახვედრებს რომ მე ვიყავი ის,ვინც არასდროს უნდა დაგეკარგა. თავს იმით გაიმართლებ,რომ შენ ჩემთვის ზედმეტად ცუდი იყავი ან მე ვიყავი შენთვის ზედმეტად კარგი და ეს იქნება არა გულწრფელი აღიარება,შენ ეს აღიარებაც ვერ მოგგვრის სიმშვიდეს.

კვლავ მოგინდება ჩემთან და მოძებნი გზებს ჩემამდე მოსასვლელად,ყველა გზის ბოლოს მიხვდები,რომ არც ერთი გზა,არც ერთი ქუჩა ჩემამდე აღარ მოდის.

შენ გვიან მიხვდები,რომ სამუდამოდ დაკარგე ის ადამიანი,რომელსაც მთელი თავისი გული შენს ხელისგულში ჰქონდა მოქცეული.
მოგინდება რამე შეცვალო,თუმცა აღარასდროს არაფერი შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ განცდები, ემოციები და გრძნობები.

შენ ისე მოგენატრები რომ ყველა ახალ ადამიანში
მე დამიწყებ ძებნას,იქნებ ასე
მაინც გადარჩე.
ყველას ღიმილში,თვალებში,მიმიკებში მომძებნი,რათა ისევ შემომეკედლო,ისევ შეგისისხლხორცო,მაგრამ შენ გვიან მიხვდები, რომ მე არავის ვგავდი,ვიყავი ერთი და ვიყავი შენთვის და როცა დამკარგე,როცა შენგან გამიშვი,როცა საკუთარ დარდებთან მარტო დამტოვე მაშინ გაწყდა ყველა ძაფი,რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.

მე ისეთი სხვანაირი გავხდი,ისეთი ტკივილებიანი თვალები გამიხდა და ღიმილს ისე ოსტატურად ვიყენებ ტკივილის დასაფარად,რომც მიპოვო ვერ მიცნობ და გვერდს ამივლი.

ნურსად ნუ მეძებ,ვერსად მიპოვი.

ყოველ ღამე მონატრება შემოვა შენში და მასთან მოგიწევს ბრძოლა. შენ მოგინდება დაამარცხო იგი,მაგრამ მონატრება ძლიერი იქნება.

და
რომ გცოდნოდა რა გაუსაძლისად მენატრებოდი ყოველ ღამე, ჩემი მონატრება გეტკინებოდა.

მე
და შენ ერთმანეთი არ უნდა დაგვეკარგა. ამ სამყაროში ჩემთვის ამაზე დიდი სიმართლე არ არსებობს,მაგრამ იქნებ ერთხელ მადლობაც კი გითხრა - ამ ყველაფრისთვის..

🔝ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის და აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. მეცნიერები ამბ...
03/03/2023

🔝ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის და აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.

მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს რიგი თვისებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა მაღალი იტელექტის პიროვნებისთის და მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ:

1. ისინი ადვილად შემგუებლები არიან. მეცნიერების თქმით, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები საკმაოდ მოქნილები არიან და ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს.

2.ისინი აცნობიერებენ, რა არ იციან. ასეთი ადამიანისთის პრობლემას არ წარმოადგენს იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცის და ვერ ერკვევა. მათ თამამად შეუძლიათ თქვან: "მე ეს არ ვიცი".

3. ინტელექტუალებს აქვთ საოცარი ცნობიმოყვარეობა. ალბერტ აინშტაინმა თქვა: "მე არ მაქვს გამორჩეუული ტალანტი, უბრალოდ დაუკმაყოფილებლად ცნობიმოყვარე ვარ."

4. ისინი სვამენ კარგ კითხვებს. ამაზე ჯასთინ არვინ წერს: "განსხვავება ძალიან ჭკვიან და ჩვეულებრივ ხალხს შორის არის ის, რომ მათ შეუძლიათ სწორი შეკითხვის დასმა".

5. ისინი ემპათიუურები არიან და ადვილად შეუძლიათ იგრძნონ სხვა ადამინის გასაჭირი, ტკივილი ან სიხარუული.

6. ისინი გონებაგახსნილები არიან. მათ აქვთ ახალი იდეები და არ ეშინიათ მათი გამოთქმის.

7.ისინი არიან სკეპტიკოსებიც. ეს შეიძლება გონებაგახსნილობის ოპოზიციადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ პირიქით, ისინი განიხილავენ და აფასაბენ ყველა შესაძლო მოვლენას მის განხორციელებამდე.

სიმშვიდე – შინაგანი ძალის საიდუმლოა🤍.
10/02/2023

სიმშვიდე – შინაგანი ძალის საიდუმლოა🤍.

10/02/2023

P.s."იპოვეთ, საკუთარი მისია, გამოიყენეთ უმაღლესი თავთზროვნება, იპოვეთ საკუთარი თავი, რათა შექმნათ სასურველი ცხოვრება, რომლითაც გსურთ იცხოვროთ".

⚜ #იკიგაი - ბედნიერების იაპონური ფორმულა🤍.

⚜რატომ იღვიძებთ ყოველ დილით და დგებით საწოლიდან? თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნისას უსიამოვნების შეგრძნება გეუფლებათ და სურვილი გიჩნდებათ ისევ ძილს მიუბრუნდეთ, მაშინ იაპონური სიტყვა - #იკიგაი, შეიძლება დაგეხმაროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იდეა, რომელსაც ის წარმოადგენს დიდი ხანია პოპულარული ხდება იაპონიის გარეთაც და მას ხშირად იყენებენ ადამიანის მოწოდების, მისი საქმიანობის ანალიზისას.💫

⚜სიტყვის პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მისი ზუსტი შესატყვისი ინგლისურსა და სხვა ენებში ძნელად მოიძებნება. ის შედგება სიტყვებისგან: „ikiru”, რომელიც ნიშნავს ცხოვრებას და „kai” - რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „ადამიანის იმედების გაცნობიერება“. ერთად კი ქმნის სიტყვას - #იკიგაი - არსებობის აზრი. 🙏

⚜იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი მისია იპოვოს, ხშირად გვირჩევენ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

✨რისი კეთება გიყვარს?
✨რა გეხერხება?
✨რა სჭირდება სამყაროს შენგან?
✨რა შეიძლება იყოს შენი შემოსავლის წყარო?
☀️ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა და მათ შორის ბალანსის დაცვა, ალბათ, საუკეთესო გზაა იკიგაის საპოვნელადაც პროფესიულ სფეროში, რაც ამ სიტყვისა და ფილოსოფიის უფრო დასავლური ინტერპრეტაციაა, ვინაიდან იაპონიაში მას ნაკლებად გამოიყენებენ მხოლოდ სამსახურებრივ ჭრილში.

⚜იკიგაი შეიძლება წლიდან წლამდე შეიცვალოს კიდეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ იკიგაის მხოლოდ ცოდნა არაფერს მოგვცემს. ის ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს.🤝

წყარო: weforum.org

UNIVERSAL WHISPERSHe is waiting.He watches her;He feelsThePull,But remains silent.She sensesHis soulCryingOut for her,Bu...
26/01/2023

UNIVERSAL WHISPERS

He is waiting.

He watches her;

He feels
The
Pull,
But remains silent.

She senses
His soul
Crying
Out for her,
But
Remains
Silent.

"Not now"
The universe
Whispers.

He understands
How she feels,
He feels it too.

"Not now"
The universe
Whispers.

He is
Growing
Into the man
He believes
She deserves,

And he waits,

In the silence;

In the background;

Watching her,

Waiting.

He knows
She needs time
To heal;
He longs to see her
Blossom again.

He whispers
Silent
Words
Of encouragement;

She hears them.

They both
Wait
Without
Standing still, and
Feel each other
Without
Touch.

"Not now...'
The universe
Whispers,

'...be patient and
Trust what you feel."

He is there,

Waiting.

He is the
Love she seeks.

He has mirrored
Her journey;
Felt the pain.

"Not now...'
The universe
Whispers,

'...but
Soon."

So he waits,
He feels.
He stays silent,
But strong.

She waits,
She grows.
She knows
This is the love
She lived her
Lifetimes for.

She has waited a
Thousand
Years,

She would
Wait a
Thousand
More.

Heather Lea

Artwork: 'Endless' by Behance

🦋არასოდესაა გვიანი შეცვალო ნეგატიური ფიქრები საკუთარ თავზე და ახალი თვალით დაინახო შენი თავი, შეამჩნიო შენში ის, რაც აქა...
26/01/2023

🦋არასოდესაა გვიანი შეცვალო ნეგატიური ფიქრები საკუთარ თავზე და ახალი თვალით დაინახო შენი თავი, შეამჩნიო შენში ის, რაც აქამდე არასოდეს შეგიმჩნევია…

🤍ბაირონ ქეითი ამბობს - შენ რომ აცნობიერებდე როგორი ლამაზი ხარ, საკუთარ ფეხებთან დაეცემოდიო.

🦋სიკეთე, სიყვარული, სიხარულის განცდა და ყველა დადებითი შეგრძნება ჩვენში იღვიძებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან კონტაქტში ვართ და ჩვენი თავით კმაყოფილები ვართ. თვითკმაყოფილებას არ ვგულისხმობ. ეს სხვანაირი კმაყოფილებაა - მშვიდი გული და სიხარული იმით, რომ ვართ, საკუთარ თავს რომ დავუბრუნდით, შინ ყოფნის განცდა, რაღაცნაირი ხავერდოვანი და სასიამოვნო შეგრძნება გულში. მადლიერება საკუთარი არსებობის. ამ პოზიციაში მიზნებიც ადვილად მიიღწევა და ერთი შეხედვით ბევრი მოუგვარებელი საკითხებიც ლაგდება.

🤍შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში ბევრ ენერგიას უნიზნოდ ვაკრგავთ და ცხოვრებას ვირთულებთ, ნეგატიური მოვლენებს ერთი მეორეზე ვიზიდავთ და ვსჯით თავს.

🦋საკუთარი თავის მიღება, საკუთარი თავის სიყვარული და პატიება ის წამალია, რაც ჩვენს გულს კურნავს. ეს გული კი შემდეგ სასწაულებს ახდენს ცხოვრებაში…

🤍ახლა როგორი ემოციური ფონიც არ უნდა გქონდეს, როგორი გადაღლილიც არ უნდა იყო, გვიანი არასოდესაა შეცვალო შენი ცხოვრება… შენი გული ამას შენგან ელოდება. 🤍

☑
26/01/2023

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NainaArt.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share