31/07/2023
📣 ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით, საერთაშორისო ექსპერტმა იოჰანეს ლინდნერმა ჩაატარა ორი ტრენინგი სამეწარმეო სწავლების თემატიკაზე.
🎯 ტრენინგებს ჯამში 50 მსმენელი ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს და ახალგაზრდობის სააგენტოდან.
🎯 ტრენინგზე განიხილეს სამეწარმეო სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის სამეწარმეო განათლების TRIO-მოდელი, გემიფიკაცია (Gamification) სამეწარმეო სწავლის მხარდასაჭერად და „დებატების გამოწვევის“ საკითხები.
🎯 მსმენელებმა ასევე იმსჯელეს ღირებულების შექმნის პედაგოგიკაზე და გამოწვევაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდზე და ერთმანეთს გაუზიარეს სამეწარმეო განათლებასთან დაკავშირებული გამოცდილება.
🎤 "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს საქართველოდან ღირებული თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ისინი გამოიყენებენ ახალგაზრდული სტარტის (Youth Start Programme) პროგრამის მეთოდებს, ინსტრუმენტებს და თამაშებს მასწავლებლების გადამზადებისას ბევრ სკოლასა თუ პროფესიულ კოლეჯში და უშუალოდ საკუთარ გაკვეთილებზე." - პროფესორი იოჰანეს ლინდნერი