11/08/2026
✅ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, 833 სუბიექტია რეგისტრირებული.
📊 მათ შორის, 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირი. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.
✔️ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.
✅ რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
📍ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026