31/01/2025
დღეს, მეთოდოს მმართველმა პარტნიორმა - ნატა კვიწინაშვილმა ფართე აუდიტორიისთვის წარადგინა HR სექტორის კვლევა, სადაც ისაუბრა HR და OD სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებზე და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვნებაზე.
კვლევა განხორციელდა HRPA • Georgia-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
როგორც HRPA -ის პრეზიდენტმა - სერგო ნოზაძემ აღნიშნა, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა ასოციაციის პრიორიტეტია და HR პროფესიონალებს მოუწოდა სექტორულ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ, რათა ბენჩმარქებისთვის დაგროვდეს სასარგებლო მონაცემები.
მეთოდოს და Leadership Scanner-ის სახელით მადლობას ვუხდით HRPA-ის ინიციატივებისთვის და სასარგებლო საქმის კეთებისთვის!