06/04/2023
📣 Როგორ დავამარცხოთ პროკრასტინაცია? კითხვა, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი სვამს 🙈 ტრისკელიონი მზად არის პასუხისთვის ⬇️
🔸 არ გაამძაფროთ მომხდარი სიტუაციები - ეს მხოლოდ გაართულებს თქვენს მენტალურ მდგომარეობას და დააზარალებს თქვენს ნერვულ სისტემას. Ზოგადად, პროკრასტინაცია ასოცირდება სტრესთან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ სტრესის თავიდან აცილება.
🔸 დააჯილდოეთ საკუთარი თავი დასახული მიზნის მიღწევისას - დააწესეთ ჯილდო იმ შემთხვევაში, თუ შეასრულებთ დღის გეგმას. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას უყუროთ ახალ შოუს, შეამოწმოთ სოციალური ქსელები ან გაატაროთ დრო მეგობართან ერთად სანამ არ მიაღწევთ დაგეგმილ მიზანს.
🔸 შეამცირეთ პერფექციონიზმი: პერფექციონისტული ტენდენციების მქონე ადამიანები ელოდებიან, სანამ ყველაფერი სრულყოფილად შესრულებული არ იქნება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, თქვენ უბრალოდ ვერ დაასრულებთ ამ ამოცანას. ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით დავალებების დაწყებასა ან დასრულებაში. ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ იყოთ უკეთესი, ვიდრე “სრულყოფილი”. ისწრაფეთ, რომ შექმნათ “იდეალური მე”, მაგრამ ამავდროულად, იყავით ფოკუსირებული სამუშაოს შესრულებაზე. შესრულებული საქმე უკეთესია, ვიდრე სრულყოფილი.
💬 გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, კიდევ რა დაგვეხმარება პროკასტინაციასთან ბრძოლაში? 👇