AI Process

AI Process Your AI-powered partner for creating, optimizing and documenting business processes Who is this platform for? How it works?

AI-Powered Process Creator For You
With intelligent process creation, effortless documentation, and data-driven insights, aiprocess.ge helps you achieve your goals and drive your business forward. Say goodbye to manual, time-consuming tasks and embrace the future of business process management with AI. Our platform is designed for a wide range of users, including business process managers seeking

to streamline and optimize complex workflows, growth-oriented entrepreneurs looking to scale their operations efficiently, department heads focused on improving team performance and customer satisfaction, and compliance officers tasked with ensuring regulatory adherence and risk mitigation. With aiprocess.ge, transforming your business processes is simple. Describe your existing process in your own words – by typing or speaking – and our AI engine will analyze your input, generate an optimized version with clear steps and improved workflows, and then export it as a professionally branded document ready for sharing. It's the easiest way to continuously improve and streamline your operations.

მსოფლიოში ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ნაიკი,  ცდილობს რომ მომარაგების ჯაჭვი იყოს მაქს...
28/07/2024

მსოფლიოში ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ნაიკი, ცდილობს რომ მომარაგების ჯაჭვი იყოს მაქსიმალურად ავტომატიზირებული და ოპტიმიზირებული, რათა მომხმარებლისთვის უზრუნველყოს პროდუქციის სწრაფი და ეფექტური მიწოდება. კომპანიას გადასაჭრელი ქონდა შემდეგი პრობლემები:
👉პროდუქციის მიწოდების დაგვიანება იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას.
👉მომარაგების პროცესში ხარჯების ზრდა.
👉გლობალური მიწოდების პროცესში სირთულეები და შეფერხებები.

პრობლემების გადასაჭრელად ნაიკმა განახორციელა შემდეგი ქმედებები:

✅ავტომატიზაციის დანერგვა: დანერგა ავტომატიზაციის სისტემები საწყობებსა და მიწოდების პროცესში.
✅დანერგა მონაცემთა ანალიზის და პროგნოზირების სისტემები, რათა მოთხოვნები განსაზღვრისა და მომარაგების პროცესის ოპტიმიზაციისთვის.
✅გააერთიანა მომარაგების ჯაჭვის ყველა კომპონენტი, რათა უზრუნველყოს უკეთესი კომუნიკაცია და კოორდინაცია.

🎯შედეგად ავტომატიზაციის და მონაცემთა ანალიზის სისტემების დანერგვამ Nike-ს საშუალება მისცა შეემცირებინა მიწოდების დრო და ხარჯები. ასევე, კომპანიამ გააუმჯობესა გლობალური მიწოდების პროცესი და გაზარდა მომხმარებლის კმაყოფილება.

ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor Company ცდილობდა წარმოების პროცესის გაუმჯობესებას, რათა შეემცირებინა ხარჯები და ნაკლ...
28/07/2024

ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor Company ცდილობდა წარმოების პროცესის გაუმჯობესებას, რათა შეემცირებინა ხარჯები და ნაკლებ დროში მოეხდინა წარმოება. კომპანიის ტრადიციული წარმოების პროცესი არ იყო საკმარისად ეფექტური და მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

1️⃣ დეტალების წარმოება: თითოეული ავტომობილის დეტალის წარმოება ხდებოდა ცალკე;
2️⃣ შემდეგ ეტაპზე სხვადასხვა ქარხნებიდან დეტალების ტრანსპორტირება ხდებოდა მთავარ ასაწყობ ცენტრში;
3️⃣ მესამე ეტაპზე ასაწყობ ცენტრში ხდებოდა დეტალების ხელით აწყობა;
4️⃣ საბოლოო ეტაპზე, წარმოების დასრულების შემდეგ ხორციელდებოდა ტესტირება და ხარისხის შემოწმება.

Ford-მა მიიღო რამდენიმე ძირითადი გადაწყვეტილება წარმოების პროცესის შესაცვლელად, რამაც გამოიწვია ხარჯების შემცირება, წარმოების სიჩქარის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება:

✅წარმოებისა და ასაწყობი ხაზის ავტომატიზაცია: Ford-მა დანერგა წარმოების და ასაწყობი ხაზის ავტომატიზაცია, რომ შემცირდეს ხელით მუშაობის საჭიროება და გაიზარდოს სისწრაფე.
✅წარმოების მოდულური სისტემა: კომპანიის მიერ დაინერგა მოდულური წარმოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დეტალები მზადდება და იგზავნება ასაწყობ ცენტრში სწრაფად და ეფექტურად.
✅რეალურ დროში მონიტორინგი: წარმოების პროცესის რეალურ დროში მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი, რათა დროულად გამოვლინდეს და გამოსწორდეს პრობლემები.

კოკაკოლა ცდილობს გააუმჯობესოს თავისი წარმოების პროცესი და შეამციროს ხარჯები. კომპანიას სურს, რომ მისი წარმოების პროცესი ...
27/07/2024

კოკაკოლა ცდილობს გააუმჯობესოს თავისი წარმოების პროცესი და შეამციროს ხარჯები. კომპანიას სურს, რომ მისი წარმოების პროცესი იყოს მაქსიმალურად ავტომატიზირებული და გამართული.

👉წარმოების ხარჯები: მაღალი ხარჯები წარმოების პროცესში.
👉პროდუქტიულობის პრობლემა: პროდუქციის წარმოების სიჩქარე არ არის საკმარისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
👉ენერგიის მოხმარება: ენერგიის დიდი ხარჯვა წარმოების პროცესში.

პრობლემების გადასაჭრელად კომპანიამ განახორციელა შემდეგი ქმედებები:
✅დანერგა ავტომატიზაციის სისტემები, რითიც შემცირდა ხელით მუშაობის საჭიროება და გაიზარდა წარმოების სიჩქარე.
✅კომპანიამ დაიწყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, ენერგიის ხარჯვის შესამცირებლად.
✅კომპანიამ მოახდინა წარმოების პროცესის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.

ამაზონი  მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მიწოდების დრო და გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება. თუმცა ხშირად აწყდება პრობლემე...
25/07/2024

ამაზონი მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მიწოდების დრო და გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება. თუმცა ხშირად აწყდება პრობლემებს რაც იწვევს მიწოდების დაგვიანებასა და ხარჯების ზრდას, მაგალითად:

👉მიწოდების დრო არ არის საკმარისად სწრაფი, რაც უარყოფითად აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
👉მიწოდების ხარჯები მაღალია, რაც გავლენას ახდენს კომპანიის მოგებაზე,
👉ინვენტარის მართვა რთული და არაეფექტურია, რაც იწვევს პროდუქციის არასწორად გადანაწილებას და მიწოდების შეფერხებას.

პრობლემების გადასაჭრელად, ამაზონმა შემდეგი ქმედებები განახორციელა :
✅კომპანიამ გახსნა დამატებითი საწყობები, მიწოდების დროის შესამცირებლად.
✅დანერგა დრონები სწრაფი და ეფექტური მიწოდებისთვის.
✅კომპანია იყენებს მონაცემთა ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტს, მომხმარებლის მოთხოვნების წინასწარ განსასაზღვრად.

ამაზონმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიწოდების დრო და ხარჯები. ასევე გაზარდა მომხმარებლის კმაყოფილება და გაყიდვები.

Airbnb ეძებდა გზას, რათა მაქსიმალურად გაეზარდა მოგება და მომხმარებლების კმაყოფილება. თუმცა კომპანია სერიოზული გამოწვევებ...
24/07/2024

Airbnb ეძებდა გზას, რათა მაქსიმალურად გაეზარდა მოგება და მომხმარებლების კმაყოფილება. თუმცა კომპანია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ფასების ოპტიმიზაციაში:

👉სტატიკური ფასების პრობლემა: ფასების სისტემა არ იყო საკმარისად მოქნილი და მოთხოვნის და მიწოდების ცვალებადობას ვერ უზრუნველყოფდა.
👉 Airbnb-ს უჭირდა მომხმარებლის მოთხოვნის და ინტერესების ზუსტი პროგნოზირება, რაც იწვევდა ფასების არასწორად დაწესებას.
👉ბაზრის კონკურენცია: კომპანია გლობალურ ბაზარზე მუშაობდა და უწევდა კონკურენციაში ყოფნა სხვა პლატფორმებთან, რაც იწვევდა მუდმივი ფასების ოპტიმიზაციის საჭიროებას.

Airbnb შეძლო მოქნილად და სწრაფად ემოქმედა ბაზრის ცვალებადობასთან მიმართებაში, გაზარდა მოგება და მომხმარებლის კმაყოფილება. ასევე, კომპანია გახდა უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე შემდეგი ქმედებების შედეგად:

✅ დინამიკური ფასების ალგორითმების დანერგვა: Airbnb-მ შეიმუშავა და დანერგა დინამიკური ფასების ალგორითმები, რაც ავტომატიზაციის მეშვეობით ცვლიდნენ ფასებს მოთხოვნის და მიწოდების მიხედვით.
✅ მონაცემთა ანალიზი: ალგორითმები იყენებდნენ მონაცემთა ანალიზს, რათა გამოეკვლიათ მომხმარებლის ქცევები და ბაზრის ტენდენციები, რის საფუძველზეც ფასი ოპტიმიზირდებოდა.
✅ მომხმარებლის პერსონალიზაცია: Airbnb-მ დანერგა მომხმარებლის პერსონალიზაციის სისტემები, რომლებიც აძლევდნენ მომხმარებლებს ინდივიდუალურ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს.

Zara, ყოველთვის ცდილობდა სწრაფად გამოეხმაურებინა მოდის ტენდენციებს და მომხმარებლის მოთხოვნას. მაგრამ კომპანიის სერიოზული...
23/07/2024

Zara, ყოველთვის ცდილობდა სწრაფად გამოეხმაურებინა მოდის ტენდენციებს და მომხმარებლის მოთხოვნას. მაგრამ კომპანიის სერიოზული გამოწვევები ჰქონდა მიწოდების ჯაჭვში:
👉მაღაზიებში პროდუქციის დაგვიანება: Zara-ს მიწოდების ჯაჭვი არ იყო საკმარისად მოქნილი, რის შედეგადაც პროდუქცია მაღაზიებში ხანდახან დაგვიანებით ხვდებოდა.
👉მოთხოვნის პროგნოზირების სირთულეები: კომპანიას უჭირდა მომხმარებლის მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირება, რაც იწვევდა მარაგების შეფერხებას
👉გლობალური მიწოდების პრობლემები: გლობალური მიწოდების ჯაჭვი კომპანიისთვის იწვევდა სხვადასხვა სირთულეებსა და შეფერხებებს.

მოქნილი წარმოების სისტემებისა და პროგნოზირების სისტემების დანერგვით Zara-ს საშუალება მისცა სწრაფად გამოეხმაურებინა მოდის ტენდენციებს და გაზრდილიყო პროდუქციის მიწოდების სიჩქარე მაღაზიებში. ასევე, შეძლო მომხმარებლის კმაყოფილება გაზრდა შემდეგი ქმედებების შემდეგ:
✅მოქნილი წარმოების სისტემა: Zara-მ შეიმუშავა მოქნილი წარმოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა პროდუქციის სწრაფად წარმოებას და მიწოდებას მაღაზიებში.
✅მონაცემთა ანალიზი და პროგნოზირება: კომპანიამ დანერგა მონაცემთა ანალიზის და პროგნოზირების სისტემები, რომლებიც ეხმარებოდნენ მომხმარებლის მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირებაში.
✅ ლოკალური წარმოების ცენტრები: Zara-მ შექმნა ლოკალური წარმოების ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროდუქციის უფრო სწრაფად მიწოდებას მაღაზიებში.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგიტიკის კომპანია UPS , სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მარშრუტების ოპტიმიზაციაში. გ...
22/07/2024

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგიტიკის კომპანია UPS , სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მარშრუტების ოპტიმიზაციაში. გაუმართავი მარშრუტები იწვევდა დროისა და საწვავის ხარჯის ზრდას, რაც უარყოფითად აისახებოდა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. კომპანიას ქონდა შემდეგი პრობლემები პრობლემები:

👉ენერგიის და დროის დაკარგვა: UPS-ს ჰქონდა სირთულეები მარშრუტების ოპტიმიზაციაში, რის შედეგადაც კომპანიის მანქანები ხანგრძლივად გადაადგილდებოდნენ გაუმართავი მარშრუტებით.
👉საწვავის ხარჯების ზრდა: გაუმართავი მარშრუტები იწვევდა საწვავის ხარჯის ზრდას, რაც უარყოფითად აისახებოდა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე და გარემოზე.
👉მომსახურების დროის დაგვიანება: მარშრუტების პრობლემები იწვევდა დაგვიანებებს, რაც უარყოფითად აისახებოდა მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

✅ კომპანიამ დამერგა ORION (On-Road Integrated Optimization and Navigation) სისტემა, რაც ავტომატიზაციის მეშვეობით ითვლის და ოპტიმიზაციას უკეთებს მარშრუტებს.
✅ ORION სისტემა იყენებდა მონაცემთა ანალიზს, რათა გამოეკვლია მარშრუტების საუკეთესო ვარიანტები, რომელიც აოპტიმიზირებდა დროისა და ენერგიის ხარჯვას.
კომპანიამ გააუმჯობესა მიწოდების დრო და მომხმარებლის კმაყოფილება.

Walmart, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის ქსელი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მარაგების მართვას...
21/07/2024

Walmart, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის ქსელი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა მარაგების მართვასთან დაკავშირებით. არაეფექტური მარაგების მართვა იწვევდა პროდუქციის დეფიციტსა და ზედმეტ ნარჩენებს, რაც უარყოფითად აისახებოდა კომპანიის მომგებიანობაზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ძირითადი პრობლემებს წარმოადგენდა:
👉არასაკმარისი მარაგების კონტროლი: Walmart-ს ჰქონდა სირთულეები მარაგების დროულად განახლებაში, რის შედეგადაც პროდუქცია ხშირად ან ამოიწურებოდა, ან ზედმეტი რაოდენობით ინახებოდა.
👉წინასწარი პროგნოზირების ნაკლებობა: კომპანიას უჭირდა მომხმარებლის მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირება, რაც იწვევდა მარაგების მართვის პრობლემებს.
👉 თვითმომსახურების მენეჯმენტის სირთულეები: მაღაზიებში თვითმომსახურების მენეჯმენტი არ იყო საკმარისად ეფექტური, რაც იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას.

პრობლემების ანალიზის შემდეგ კომპანიამ განახორციელა შემდეგი ქმედებები:
✅ Walmart-მა დანერგა RFID(Radio-Frequency Identification) ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზაციის მეშვეობით აკონტროლებდა და მართავდა მარაგებს. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევდა Walmart-ს უფრო ზუსტად დაედგინა, რომელ პროდუქტები იყო საჭირო, რა რაოდენობით და როდის.
✅Walmart-მა დანერგა IoT (Internet of Things) სისტემები, რაც რეალურ დროში აკონტროლებდა მარაგების მდგომარეობას. ეს სისტემები აგროვებდნენ მონაცემებს, რომელთა მეშვეობითაც კომპანია შეძლებდა სწრაფად და ეფექტურად გაეანალიზებინა მოთხოვნები და განეახლებინა მარაგები.
✅ Walmart-მა შეიმუშავა ალგორითმები და მოდელები, რომლებიც წინასწარ პროგნოზირებდნენ მომხმარებლის მოთხოვნას. აღნიშნულით კომპანიამ შეძლო ზედმეტი მარაგების რისკის შემცირება.

Netflix, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - მომხმარებლებს შეეთავაზებ...
20/07/2024

Netflix, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - მომხმარებლებს შეეთავაზებინა საინტერესო კონტენტი და შეენარჩუნებინა მათი ჩართულობა პლატფორმაზე. რისთვისაც უნდა გადაეჭრა შემდეგი პრობლემები:
👉კონტენტის მრავალფეროვნება:
Netflix-ის ბიბლიოთეკა შეიცავდა ათასობით ფილმსა და სერიალს, რაც მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებას ურთულებდა.
👉მომხმარებლის ინტერესების გაურკვევლობა: მომხმარებელს ჰქონდა განსხვავებული ინტერესები და გემოვნება, რის გამოც პლატფორმას უჭირდა მათთვის შესაბამისი კონტენტის შეთავაზება.
👉ჩართულობის შემცირება: მომხმარებლები ხშირად ვერ პოულობდნენ საინტერესო კონტენტს და აქედან გამომდინარე, მცირდებოდა პლატფორმაზე მათ მიერ გატარებული დრო.

კომპანიამ პრობლემების ანალიზის შემდეგ, განახორციელა შემდეგი ქმედებები:

✅ რეკომენდაციის ალგორითმების დანერგვა: Netflix-მა შეიმუშავა და დანერგა რეკომენდაციის ალგორითმები, რაც ავტომატიზაციის მეშვეობით აანალიზებს მომხმარებლის ინტერესებს, ისტორიულ მონაცემებს და უპირატესობებს.
✅მონაცემთა ანალიზი: ალგორითმები იყენებდნენ მონაცემთა ანალიზს, რათა გამოეკვლიათ მომხმარებლის ქცევები, რის საფუძველზეც შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს.
✅მომხმარებლის პერსონალიზაცია: პლატფორმა აძლევდა მომხმარებლებს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, რაც ზრდიდა მათ ჩართულობას და პლატფორმაზე გატარებულ დროს.

რეკომენდაციის ალგორითმების დანერგვამ Netflix-ს საშუალება მისცა მომხმარებლებისთვის შესთავაზებინა უფრო საინტერესო და შესაბამისი კონტენტი, გაიზარდა მომხმარებლის ჩართულობა და პლატფორმაზე გატარებული დრო. ასევე, რეკომენდაციებმა ხელი შეუწყო მომხმარებლების ლოიალურობის ზრდას.

მსოფლიოში ცნობილი ყავის ქსელს სტარბაქსს რიგების მართვის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილ...
19/07/2024

მსოფლიოში ცნობილი ყავის ქსელს სტარბაქსს რიგების მართვის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას და შეკვეთების დაგვიანებას. ძირითადი პრობლემები იყო:
👉დიდი რიგები პიკის საათებში:
მაღაზიებში მომხმარებლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგნენ რიგში, რაც უარყოფითად მოქმედებდა მომსახურების ხარისხსზე.
👉შეკვეთების არაეფექტური მართვა:
გამყიდვლებს უჭირდათ ყველა შეკვეთის მართვა და დროული შესრულება, რაც იწვევდა შეკვეთების დაგვიანებასა და გაუგებრობებს.
👉მომხმარებლის უკმაყოფილება:
დიდი რიგები და შეკვეთების დაგვიანება იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას და მათი რაოდენობის შემცირებას.

პრობლემების ანალიზის შემდეგ, სტარბაქსმა შეძლო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის ლოიალურობის გაზრდა.კომპანიამ განახორციელა შემდეგი ქმედებები:

✅ მობილური აპლიკაციის დანერგვა: სტარბაქსმა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა წინასწარ გაეკეთებინა შეკვეთა, მოეხდინა გადახდა. აპლიკაციამ გაამარტივა პროცესები და შეამცირა რიგების ხანგრძლივობა.
✅შეკვეთების მართვის სისტემის გაუმჯობესება: მობილური აპლიკაციის გამოყენებით, მოლარეებმა და ბარისტებმა შეძლეს შეკვეთების უფრო ეფექტურად მართვა და ორგანიზება.
✅მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა: აპლიკაციამ შექმნა ახალი არხი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის, რამაც გაზარდა მომხმარებლის ჩართულობა და ლოიალურობა.

𝓣𝓮𝓼𝓵𝓪'𝓼 𝓟𝓻𝓸𝓭𝓾𝓬𝓽𝓲𝓸𝓷 𝓑𝓸𝓽𝓽𝓵𝓮𝓷𝓮𝓬𝓴𝓼ელექტრომობილების ლიდერი კომპანია ტესლა, Model 3-ის წარმოების დაწყებისას სერიოზული პრობლემე...
18/07/2024

𝓣𝓮𝓼𝓵𝓪'𝓼 𝓟𝓻𝓸𝓭𝓾𝓬𝓽𝓲𝓸𝓷 𝓑𝓸𝓽𝓽𝓵𝓮𝓷𝓮𝓬𝓴𝓼
ელექტრომობილების ლიდერი კომპანია ტესლა, Model 3-ის წარმოების დაწყებისას სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, კომპანიამ ვერ შეძლო მომხმარებლის დიდი მოლოდინებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი პრობლემების გამო:
👉წარმოების დაბალი ტემპი და გაუმართავი პროცესები იწვევდა დაგვიანებებს და შეკვეთების შესრულების პრობლემებს.
👉კომპანიის წარმოების ჯაჭვი იყო არასაკმარისად ეფექტური, რაც იწვევდა მასალების და ნაწილების დროული მოწოდების პრობლემებს.
👉Tesla-ს მუშახელი არ იყო საკმარისად კვალიფიცირებული და გამოცდილება არ ჰქონდათ ისეთი მასშტაბური წარმოების მართვაში, როგორსაც Model 3 მოითხოვდა.
👉თავიდან Tesla-მ გადაწყვიტა მაქსიმალური ავტომატიზაციის გამოყენება, მაგრამ ეს მიდგომა აღმოჩნდა გაუმართავი. ავტომატიზაციის სისტემები ხშირად არ მუშაობდნენ და საჭიროებდნენ ადაპტაციას და გაუმჯობესებას.

გარკვეული ქმედებების შედეგად, კომპანიამ შეძლო Model 3-ის წარმოების ტემპის გაზრდა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლის მოლოდინების დაკმაყოფილება. წარმოების პროცესები გახდა უფრო ეფექტური და ოპტიმიზირებული:

✅ადამიანური რესურსების ზრდა და გადამზადება:
Tesla-მ დაიწყო ახალი მუშახელის დაქირავება და არსებული მუშახელის გადამზადება, რაც დაეხმარა კომპანიის პროცესების უფრო ეფექტურად მართვაში.

✅წარმოების ჯაჭვის ოპტიმიზაცია:
Tesla-მ შეიმუშავა ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები, რაც დაეხმარა მასალების და ნაწილების მოწოდების პროცესების გაუმჯობესებაში.

✅ავტომატიზაციის ადაპტაცია: კომპანიამ შემოიღო ახალი, უფრო მოქნილი და ადაპტირებული ავტომატიზაციის სისტემები, რომლებიც მუშაობდნენ ეფექტურად.

✅პროცესების მონიტორინგი და ანალიზი:
კომპანიამ დანერგა ახალი პროცესების მონიტორინგისა და ანალიზის სისტემები, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ სწრაფად გაეანალიზებინათ და გადაეწყვიტათ წარმოების პრობლემები.

შემოქმედებითი აზროვნება/ დიზაინ ფიქრი - Design Thinking 👇⭕️დიზაინ ფიქრი არის მაინდსეტი, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის ...
15/07/2024

შემოქმედებითი აზროვნება/ დიზაინ ფიქრი - Design Thinking 👇
⭕️დიზაინ ფიქრი არის მაინდსეტი, რომელიც პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებისა თუ ინოვაციის პროცესში, გადაწყვეტილებებს აფუძნებს მომხმარებლის საჭიროებსა და გამოცდილებაზე.
⭕️დიზაინ ფიქრი ხელს უწყობს კომპანიებს, ფოკუსირება მოახდინონ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ქმნიან, რაც განაპირობებს უფრო კლიენტზე ორიენტირებულ, ე.წ. customer centric პროდუქტს, მომსახურებასა და პროცესებს.
⭕️პირველი კითხვა რომელიც ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაისვას არის - მომხმარებლის რა საჭიროება დგას ამ ყველაფრის უკან? What's the human need behind it? დიზაინ ფიქრი გვეხმარება:
✅გაზარდო ინოვაციური პროდუქტიულობა. ...
✅უკეთ გესმოდეს საკუთარი მომხმარებლების ...
✅მომხმარებლის გამოცდილებაში გეფების ელიმინაცია. ...
✅გაზრდილი customer lifetime value - მეტი ლოიალური მომხმარებელი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AI Process posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share