Redliner - რედლაინერი

Redliner - რედლაინერი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Redliner - რედლაინერი, Consulting Agency, 8 V. Gorgasali Avenue, Tbilisi.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთ...
07/08/2026

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპი გაიმართა.

შეხვედრა სახელწოდებით „შრომის უსაფრთხოება: რისკიდან უპირატესობამდე“ შრომის უსაფრთხოების ექსპერტმა, გიორგი თოდაძემ ჩაატარა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და რეპუტაციის გაძლიერების ინსტრუმენტად.

სტატია იხილეთ სრულად 👇

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნეს...

ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 14 ივლისს, 16:00 საათზე, გიწვევთ გიორგი თოდაძის ვორქშოპზე...
08/07/2026

ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 14 ივლისს, 16:00 საათზე, გიწვევთ გიორგი თოდაძის ვორქშოპზე - ,,შრომის უსაფრთხოება: რისკიდან უპირატესობამდე”

თანამედროვე ბიზნეს გარემოში უსაფრთხოების კულტურა კომპანიის სტაბილური ზრდის, ფინანსური მდგრადობისა და რეპუტაციის საფუძველია. ვორქშოფზე, პრაქტიკული ქეისების მაგალითზე, შეისწავლით, როგორ აქციოთ უსაფრთხოების სტანდარტები ბიზნესის განვითარების მძლავრ ბერკეტად და თავიდან აიცილოთ კრიტიკული ფინანსური თუ რეპუტაციული დანაკარგები.

ვორქშოპზე გაიგებთ:
• უსაფრთხოების ეკონომიკა და ROI: როგორ აქციოთ უსაფრთხოება სტრატეგიულ ინვესტიციად და არა იძულებით ხარჯად
• Burnout-ის მართვა: როგორ იწვევს თანამშრომელთა გადაწვა კრიტიკულ ბიზნეს-შეცდომებს და რა არის პრევენციის გზები
• ლიდერის როლი (Tone from the Top): როგორ ყალიბდება ნდობაზე დაფუძნებული, „ბრალეულობისგან თავისუფალი“ გარემო (No-Blame Culture)
• კრიზისების მართვა და BCP: პრაქტიკული ინსტრუმენტები ბიზნესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად ფორსმაჟორულ სიტუაციებში
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დასვან კითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევები.

ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 14 ივლისი
დრო: 16:00 საათი
ხანგრძლივობა: 3 საათი
დარეგისტრირდით: https://go.bog.ge/4uU4HN9
ლოკაცია თბილისი ალ ყაზბეგის 15

მენტალური ჯანმრთელობა   პროფესიული ეფექტიანობის მნიშვნელოვანი საფუძველია.დღეს თითქმის ყველა სფეროში   ბიზნესში, განათლებ...
07/07/2026

მენტალური ჯანმრთელობა პროფესიული ეფექტიანობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

დღეს თითქმის ყველა სფეროში ბიზნესში, განათლებაში, მედიცინაში, ტექნოლოგიებში თუ მომსახურების სექტორში ადამიანებს უწევთ მუშაობა მაღალი პასუხისმგებლობის, სტრესისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გარემოში.

ამ პირობებში მენტალური ჯანმრთელობის მართვა პირდაპირ გავლენას ახდენს სამუშაო შედეგებზე.

როდესაც ადამიანი ახერხებს ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვას:

• უკეთ იღებს გადაწყვეტილებებს
• ინარჩუნებს კონცენტრაციას
• უფრო ეფექტურად მუშაობს გუნდთან
• ნაკლებად განიცდის პროფესიულ გადაწვას (burnout)
ამიტომ თანამედროვე ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარება, არამედ თანამშრომლების მენტალური კეთილდღეობის მხარდაჭერაც.

საბოლოოდ, ძლიერი ორგანიზაცია იწყება ჯანმრთელი და სტაბილური ადამიანებით.

02/07/2026

იცით ვინ ზოგავს მეტ ფულს თქვენს ბიზნესში?

დაგვიკავშირდით:
+995 574 09 31 56
[email protected]

🔴იცოდით, რომ ლოჯისტიკაში ყველაზე სახიფათო შეცდომები გზაზე კი არა, ხშირად ოფისის მყუდრო სავარძელში იწყება? უსაფრთხოება არ...
26/06/2026

🔴იცოდით, რომ ლოჯისტიკაში ყველაზე სახიფათო შეცდომები გზაზე კი არა, ხშირად ოფისის მყუდრო სავარძელში იწყება? უსაფრთხოება არ არის მხოლოდ გამართული მუხრუჭები; ის იწყება ოფისის ერგონომიკით და გრძელდება მძღოლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობით.

როდესაც მძღოლი გადაღლილია ან კომუნიკაციის ხარვეზის გამო სტრესში იმყოფება, კატასტროფის რისკი მკვეთრად იზრდება. რეალური უსაფრთხოება მაშინ მიიღწევა, როდესაც მენეჯმენტი და მძღოლები ერთიან, სინქრონულ სისტემად მოქმედებენ. დაღლილობის მართვა და სწორი კომუნიკაცია ფუფუნება კი არა, ბიზნესის გადარჩენის მთავარი პირობაა.

წარმოიდგინეთ სამუშაო გარემო, სადაც ყოველი რეისი მშვიდობით სრულდება, რადგან სისტემა ორიენტირებულია ადამიანზე. როდესაც კომპანია აცნობიერებს, რომ დაღლილობის კონტროლი პირდაპირ კავშირშია ფინანსურ წარმატებასთან, ჩვენ ვიღებთ „Win-Win“ შედეგს: დაცულ ბიზნესს და, რაც მთავარია, გადარჩენილ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

24/06/2026

🔴ბევრს ჰგონია, რომ დისტრიბუციაში უსაფრთხოება მხოლოდ „ბიუროკრატიული მოთხოვნაა“. სინამდვილეში კი, ეს შენი ეფექტურობის პირდაპირი საზომია. როცა უსაფრთხოების ნორმებს იცავ, შენ არ „ანელებ“ პროცესს შენ ზოგავ დროს, რომელსაც ინციდენტების მოგვარებაზე დახარჯავდი.

📌იმისათვის, რომ საღამოს სახლში დაუბრუნდე ისეთივე ენერგიული, როგორიც დილით წახვედი, დაიმახსოვრე 5 ოქროს წესი:

🔗მძიმე ტვირთი აიწიე ფეხებით, არა ზურგით: ხერხემალი შენი მთავარი საყრდენია. მძიმე ყუთის აწევისას მუხლები მოხარე და ტვირთი სხეულთან ახლოს დაიჭირე. თუ მარტო ვერ უმკლავდები გამოიყენე დამხმარე საშუალება (ურმები, როკლა). „გმირობა“ ხერხემლის ტრავმის ფასად არ ღირს.

🔗თვალი ადევნე „მკვდარ ზონებს: საწყობში, სადაც დამტვირთველები (სტეკერები) მოძრაობენ, ყოველთვის დაიცავი დისტანცია. ოპერატორს შეიძლება ვერ დაგინახოს. სანამ გადაკვეთავ გზას, დაამყარე ვიზუალური კონტაქტი. გახსოვდეს: შენ უფრო მოქნილი ხარ, ვიდრე მრავალტონიანი მანქანა.

🔗სიჩქარე არ ნიშნავს უსაფრთხოებას: ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ „დროზე უნდა მივასწროთ“. მაგრამ თუ გრაფიკი იმდენად მჭიდროა, რომ წესების დაცვას ვერ ახერხებ – ეს დაგეგმარების ხარვეზია და არა შენი შეცდომა. ნუ გარისკავ ჯანმრთელობას წუთების გამო.
დაღლილობა ნიშნავს „გაჩერებას“: საჭესთან თუ საწყობში, თუ გრძნობ, რომ კონცენტრაცია გეკარგება გაჩერდი. სტატისტიკურად, ინციდენტების

🛑უმეტესობა სწორედ „კიდევ 5 წუთი და დავასრულებ“ პრინციპით ხდება. დაიცავი შენი საზღვრები.

სუფთა გარემო უსაფრთხო სამუშაო: არეული სასაწყობო სივრცე და იატაკზე დაყრილი შეფუთვის ნარჩენები ეს არის „ხაფანგები“. ჩვევად აქციე: აიღე ის, რაც გზაზე დევს. შენი მოწესრიგებული სამუშაო ადგილი შენივე უსაფრთხოების გარანტიაა.

📌დასკვნა: უსაფრთხოება არ არის მხოლოდ წესები. ეს არის Win-Win მიდგომა: დამსაქმებელი იღებს მშვიდ და პროდუქტიულ თანამშრომელს, შენ კი იღებ ჯანმრთელობას და სტაბილურობას.

გახსოვდეს, საქმის მაკეთებელი ის კი არ არის, ვინც რისკზე მიდის, არამედ ის, ვინც საქმეს ჭკვიანურად და დაუზიანებლად აკეთებს.

Consulting agency

დააზღვიეთ თქვენი ბიზნესი ჯარიმებისა და რისკებისგანიცით, რეალურად რა მდგომარეობაა თქვენს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების მ...
04/06/2026

დააზღვიეთ თქვენი ბიზნესი ჯარიმებისა და რისკებისგან

იცით, რეალურად რა მდგომარეობაა თქვენს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების მხრივ? ფორსმაჟორისა და სახელმწიფო ინსპექციის მოლოდინის გარეშე, მართეთ რისკები პროაქტიულად.

რედლაინერი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების პირველად აუდიტს 50%-იანი ფასდაკლებით.

რას მიიღებთ?

🔍 სრულ სურათს: კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ფარული ხარვეზების იდენტიფიცირებას.

📋 სამოქმედო გეგმას: კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა და როგორ უნდა გამოსწორდეს.

🛡️ სიმშვიდეს: თავიდან არიდებულ სოლიდურ ჯარიმებს და დაცულ თანამშრომლებს.

⚠️ აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით. მიიღეთ მაქსიმალური ხარისხი ნახევარ ფასად.

ნუ გადადებთ უსაფრთხოებას. დაჯავშნეთ აუდიტი დღესვე:
📥 მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით: + 995 574 09 31 56

რედლაინერი - უსაფრთხოება, რომელიც მუშაობს.

Address

8 V. Gorgasali Avenue
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995577310310

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Redliner - რედლაინერი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Redliner - რედლაინერი:

Shortcuts

Share