04/12/2020
📍 WWW.INFO-TENDERS.GE -ს პარტნიორები 📍
ქვეყნის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი წინსვლისა და სტაბილური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. საიმედო და ძლიერ პარტნიორებთან მუშაობა, გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენი სტარტაპი უფრო მეტად განვავითაროთ. კომპანიას, რომელზეც მოკლედ მოგიყვებით გრძელი წარმატებულად დასრულებული ტენდერების სია გააჩნია.
თუმცა, www.info-tenders-ge -ს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისის გააქტიურების შემდეგ, ეს სია ბევრად უფრო გრძელი გახდება!
წარმატებებს ვუსურვებთ მათ საუკეთესო
პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობების კუთხით!🥳🥳🥳
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.
ჰიპერმარკეტების ქსელში შემდეგი კატეგორიის პროდუქციაა წარმოდგენილი:
• სამშენებლო მასალები
• სარემონტო მასალები
• სანტექნიკა
• ხელსაწყოები
• ელექტროობა
• დეკორი
• ტექნიკა
• საყოფაცხოვრებო პროდუქცია
• გათბობა-გაგრილება
• ავეჯი
• ბაღი
• „იკეას პროდუქცია“