ACT Global • ეისითი გლობალი

ACT Global • ეისითი გლობალი ACT Global is a management and development consulting company that empowers leaders, organizations, and governments to drive sustainable and positive change.

Our main focus is on developing countries, as we have a deep understanding of their problems and clearly see the tremendous potential they have. In more than 25 countries across three continents, we support private and public organizations in implementing significant economic, social, or political changes.

🚀 სიხარულით გიზიარებთ, რომ ACT Global-მა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ტექნიკური დახმარების პროექტი დაიწყო. პროე...
10/08/2026

🚀 სიხარულით გიზიარებთ, რომ ACT Global-მა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ტექნიკური დახმარების პროექტი დაიწყო. პროექტი ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში კლიმატის გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

🌍 რეგიონში ინკლუზიური, ეფექტიანი და მდგრადი კლიმატის მართვის გაძლიერების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეფასდება არსებული პოლიტიკის ჩარჩოები, შემუშავდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და განხორციელდება შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებები.
🤝 ACT Global პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საჯარო პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის დარგში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.

👉 გაიგეთ მეტი: https://act-global.com/ka/

#კლიმატისპოლიტიკა #გენდერულითანასწორობა #ცენტრალურიაზია

🍀მდგრადი ურბანული განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით იწყება.🌟ეისითი გლობალი, GIZ-ის ინიციატივის ფარგლებში, ა...
03/08/2026

🍀მდგრადი ურბანული განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით იწყება.

🌟ეისითი გლობალი, GIZ-ის ინიციატივის ფარგლებში, აძლიერებს თანამონაწილეობითი ურბანული დაგეგმარების პროცესს საქართველოს მუნიციპალიტეტებში.

▶️გასულ კვირებში, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამტრედიასა და ონში გამართულ სამუშაო შეხვედრებში ჩაერთვნენ, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ, მცირე ბიზნესისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ურბანულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

🔵შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი იდეები და საჭიროებები პროექტის პარტნიორი BauDesign ის მიერ გარდაიქმნება კონტექსტზე მორგებულ, მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების პორტფელად, რომელიც მომავალში ადგილობრივი განვითარების ინიციატივებისა და ინვესტიციების დაგეგმვას შეუწყობს ხელს.

10/07/2026

👉რა დგას წარმატებული ბიზნესის უკან?
Founders Club Podcast-ის ახალ ეპიზოდში ეისითი გლობალის თანადამფუძნებელი, თინათინ რუხაძე, გულწრფელად საუბრობს ACT-ის შექმნის ისტორიაზე, ლიდერობის გზაზე, ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და იმ გამოცდილებაზე, რომელმაც კომპანიის განვითარება განსაზღვრა.

✅თუ გაინტერესებთ მეწარმეობა, ლიდერობა და რეალური ისტორიები ბიზნესის შექმნის შესახებ, გაეცანით სრულ ეპიზოდს ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9kTMtcOQkDk

🚀 ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზითა და სისტემური გადაწყვეტილებებით აძ...
03/07/2026

🚀 ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზითა და სისტემური გადაწყვეტილებებით აძლიერებს.

🌐 ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა 8 ქვეყნის გამოცდილება შეაჯამა და რეფორმებისთვის საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები: დაფინანსების ფორმულები, მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემები და სამოქმედო გეგმები შეიმუშავა, რომლებიც ეისითი გლობალის უფროსმა კონსულტანტმა, მარიკა მხეიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს დასკვნით ღონისძიებაზე წარადგინა.

ეს ინიციატივა სფეროში არსებული ბარიერების დაძლევასა და გრძელვადიანი, სისტემური რეფორმების ეფექტურად გატარებას შეუწყობს ხელს.

👉 გაიგეთ მეტი: https://tinyurl.com/2wx8y7ex


©Council of Europe

🇬🇪 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დ...
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

“ამიერიდან ქართველი ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.” - ამბობდა დამოუკიდებლობის აქტში, პირველ პუნქტად ჩაწერილი თავისუფლების არჩევანი 1918 წლის 26 მაისს.

დღესაც, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, პროგრესისთვის - ცვლილებების ძალა ჩვენშია. ✊

🚀ეისითი გლობალი ფერმერებს მენტორინგითა და პრაქტიკული სასწავლო მოდულების შემუშავებით აძლიერებს.🌱„მწვანე შეთანხმებისთვის მ...
29/04/2026

🚀ეისითი გლობალი ფერმერებს მენტორინგითა და პრაქტიკული სასწავლო მოდულების შემუშავებით აძლიერებს.

🌱„მწვანე შეთანხმებისთვის მზადყოფნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" (PROGRESS) პროგრამის ფარგლებში, ეისითი გლობალი მოამზადებს სამ პრაქტიკულ, ქართულენოვან სასწავლო პაკეტს, რომლებიც დაეხმარება დარგს მდგრადი წარმოების პრაქტიკების, მწვანე ინტერვენციებისა და კარგი სასოფლო-სამეურნეო სტანდარტების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავებაში.

👉გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: https://isht.ink/3xxylMZy6

📍შეზღუდული წვდომა ჰიგიენის პროდუქტებზე, ინფორმაციასა და სათანადო პირობებზე სულ უფრო მკაფიოდ განიხილება როგორც საზოგადოებ...
24/04/2026

📍შეზღუდული წვდომა ჰიგიენის პროდუქტებზე, ინფორმაციასა და სათანადო პირობებზე სულ უფრო მკაფიოდ განიხილება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი საკითხი.

📊 ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისთვის, ეისითი გლობალი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კომპლექსური ანგარიშის მომზადებაზე მუშაობს, რაც პრობლემის მასშტაბისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სიღრმისეულ შეფასებასა და სისტემურ გააზრებას უზრუნველყოფს.

👉 გაეცანით ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, მაკა ჭითანავას ინსაიტს: https://shorturl.at/PVGsh

🚀ACT Research აძლიერებს ორგანიზაციებს სწრაფი, მოქნილი და სრულად ციფრული HR კვლევებით. Self.HR-თან პარტნიორობით, ACTR ქმნ...
23/04/2026

🚀ACT Research აძლიერებს ორგანიზაციებს სწრაფი, მოქნილი და სრულად ციფრული HR კვლევებით.

Self.HR-თან პარტნიორობით, ACTR ქმნის შესაძლებლობას, რომ HR კვლევა გახდეს რეალურ დროში ხელმისაწვდომი, ეფექტიანი მენეჯერული ინსტრუმენტი სანდოობის, ობიექტურობისა და სიღრმისეული ანალიტიკის შენარჩუნებით.

👉გაიგეთ მეტი პარტნიორობის შესახებ: https://actresearch-global.com/actr-da-self-hr/

🚀 ACTR Self.HR-თან პარტნიორობას იწყებს!

💡 ACTR-ის სტანდარტიზებული HR კვლევები უკვე ხელმისაწვდომია Self.HR-ის პლატფორმაზე, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შეაფასონ თანამშრომელთა გამოცდილების კრიტიკული მიმართულებები სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად.

✨ ამ პარტნიორობით ეისითი კვლევა ქმნის შესაძლებლობას, რომ შიდა ორგანიზაციული კვლევები გახდეს სრულად ციფრული და გამარტივებული პროცესი სანდოობის, ობიექტურობისა და სიღრმისეული ანალიტიკის შენარჩუნებით.

🔗 გაიგეთ მეტი პარტნიორობის შესახებ: https://actresearch-global.com/actr-da-self-hr/

👇 კაპიტალური ბიუჯეტირება და PIM-ის სისტემა საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე დიდწილად დარეგულირებულია, თუმც...
16/04/2026

👇 კაპიტალური ბიუჯეტირება და PIM-ის სისტემა საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე დიდწილად დარეგულირებულია, თუმცა, საჭიროა მათი ეფექტიანი დანერგვის, პრაქტიკული შესრულებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება, რაც აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო რესურსების რეალურ საზოგადოებრივ ღირებულებად გარდაქმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

🔗გაეცანით სრულ ანგარიშს ბმულზე: https://ishortn.ink/iVI41ltmW

ცვლილებების ძალა ხალხშია.მადლობა თავისუფლებისთვის 🇬🇪
09/04/2026

ცვლილებების ძალა ხალხშია.
მადლობა თავისუფლებისთვის 🇬🇪

Address

Zurab Anjafaridze I Lane, N4
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

(+99532)2422322

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ACT Global • ეისითი გლობალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ACT Global • ეისითი გლობალი:

Shortcuts

Share