მეღვინეობა პი • Winery PI

მეღვინეობა პი • Winery PI The wine from "Cradle of Wine" -Georgia
Name Pi ·π is linked to the most popular number in existence 3.14. Wine is constant like the number Pi ·π.

Family winery ‘Pi’ - winemaking and vineyard since 2006. პი-ს ისტორია/ Story of PI for English Scroll 👇

�ჩვენს ოჯახს ღვინის დაყენების დიდი ისტორია აქვს. ეს წინაპრებისგან მოდის. ჩვენი დიდი ბაბუა, რომელიც 19 საუკუნეში ჩუმლაყში, კახეთში ცხოვრობდა, მსხვილი მიწის მესაკუთრე და ფერმერი იყო. იგი იყენებდა ტრადიციულ ქართულ ქვევრს ღვინის დასამზადებლად. მისი ერთ – ერთი უდიდესი ქვევრი (4 ტონა) დღემდე ოჯახის საკუთრებაა. ბოლშევიკურმა რეჟიმმა ის გააკულაკა.

�ჩვენი ოჯახის ტრადიციების შესაბამისად, 2006 წელს გავაშენეთ საფერავის ვენახი აკურაში (თელავი, წინანდლის მიკროზონა), აქვე გვაქვს კომუნისტების დროინდელი რქაწითელის ვენახი და 2019 წელს შილდაში (ყვარელში) გაშენებული საფერავის ვენახი. მას შემდეგ ჩვენს ვენახებს ვუვლით და ვცდილობთ დავიცვათ ვენახის მოვლის მდგრადი სტანდარტები.

�წინაპრეპიდან მოყოლებული ათწლეულების განმავლობაში ვამზადებდით ღვინოს, ხოლო 2006 წლიდან ვქმნით პრემიუმ ნატურალურ წითელ და თეთრ ღვინოს. თუმცა, ამ ფორმულირებით კომპანია 2020 წელს დავაარსეთ.

�ჩვენ ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს საფერავის ისტორიულ და ხარისხიან ხელნაკეთ ღვინოს ვთავაზობთ, სადაც ასახულია წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. კომპანიის თითოეული წევრი მონაწილეობს ღვინის შექმნის პროცესში, რაც თითოეულ ბოთლს უნიკალურს ხდის.

�ჩვენი მიზანია მაღალხარისხიანი ხელნაკეთი ღვინოების წარმოება, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გვაქვს მიგნებები, რომელსაც ჩვენი ღვინოების სახით გიზიარებთ და კვლავ განვაგრძობთ განვითარებას, რათა შევქმნათ უნიკალური და დახვეწილი გემოვნება.

�ამჟამად, ჩვენი მარანი მდებარეობს ძველ თბილისში, იტალიური სტილის ისტორიულ სახლში, რომელიც 1890-იან წლებში აშენდა და 1930 წლიდან სახლი ჩვენი ოჯახის მესამე თაობა ცხოვრობს, სადაც მოწყობილია ბუტიკური სასტუმრო Corner და ჩვენი პატარა მარანი PI.

�We are proud that our family has a long history of wine making. It comes from our ancestors. Our grandfather who lived in Kakheti, Chumlaki in 19 century was a large land owner and farmer. He used traditional Georgian Qvevri for making wine. One of his largest Qvevri (4 tone) still belongs to our family. He was deprived drom the property by Bolshevik regime.

�In line with our family traditions, we have been growing Saperavi vineyard in Akura (Telavi, Tsinandali zone) since 2006 and in Shilda, Kvareli since 2019. Also we have old Rkatsiteli-Mtsvane vineyard in Akura, Telavi (Tsinandali Zone). We are trying to follow sustainable vine growing.

�Over decades we have been making wine and Family has been creating premium natural red and white wine since 2006. Though, company in this formulation was established in 2020.

�We are proud and delighted to offer customers Saperavi handmade wine with history and quality. Each and every member of the winery, are involved in wine making process which makes each bottle unique. We are very proud that for us quality is the superior and every year's production is in limited edition.

�Our aim is to become well-known by producing high-quality handmade wines, focusing on quality rather than quantity. Despite the fact that, we are creating and offering unique and exquisite tastes to our customers based on our overlong experience, our multiyear development plan still includes experimentation with various grapes and technics to find balance between traditional and modern approaches.

�Currently, our Marani is located in Old Tbilisi, in historic Italian style house which was built in 1890ies. Since 1930 house belongs to our family were we arranged boutique Hotel Corner and our small Marani PI.

�We look forward to introducing our Qvevri wines on the market in 2022 and building new Marani in Kakheti.

👉9 მაისს,  მოდით და დაგვიგემოვნეთ ჩვენი 2025 წლის საფერავი, ახალი ღვინის ფესტივალი • New Wine Festival მთაწმინდის პარკში...
07/05/2026

👉9 მაისს, მოდით და დაგვიგემოვნეთ ჩვენი 2025 წლის საფერავი, ახალი ღვინის ფესტივალი • New Wine Festival მთაწმინდის პარკში გაიმართება🍇🍷

#მთაწმინდისპარკი 🎊
#9მაისი
#ახალიღვინისფესტივალი

🕊️✨ქრისტე აღდგა!  გილოცავთ რწმენის, სინათლისა და მარადიული კურთხევის დღეს!აღდგომის დღესასწაულს აუცილებლად  ჩვენივე დამზა...
12/04/2026

🕊️✨ქრისტე აღდგა! გილოცავთ რწმენის, სინათლისა და მარადიული კურთხევის დღეს!

აღდგომის დღესასწაულს აუცილებლად ჩვენივე დამზადებული ღვინითა და პასკებით ავღნიშნავთ.🥰

გისურვებთ სიხარულითა და გულთბილი მომენტებით სავსე დღეებს. 🍷🕊️

27/03/2026

ავსტრალიაში მოგზაურობაც დასრულდა 🇬🇪🇦🇺🍷

Bent Road Winery-სთან ერთად გატარებული დრო ნამდვილად განსაკუთრებული იყო: ერთად მუშაობა, ახალი ღვინოების დაგემოვნება და გამოცდილების გაზიარება.

დიდი მადლობა გლენს და მთელ გუნდს ასეთი გულითადი მასპინძლობისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო მათი მეგობრებისა და ადგილობრივი მეღვინეების გაცნობა.
ამ მოგზაურობამ ახალი გამოცდილებები, დასამახსოვრებელი მომენტები და კარგი ურთიერთობები შეგვძინა.

ბრისბენი კი სიცოცხლით სავსე, ოდნავ ტროპიკული და აღმოსავლური ელფერის ქალაქი აღმოჩნდა👌🌞


საფერავი ავსტრალიაში ჯერ კიდევ იშვიათი ჯიშია, მაგრამ ვისაც მასთან შეხება ჰქონია, კარგად იცის რამდენად განსაკუთრებულია.ქვ...
18/03/2026

საფერავი ავსტრალიაში ჯერ კიდევ იშვიათი ჯიშია, მაგრამ ვისაც მასთან შეხება ჰქონია, კარგად იცის რამდენად განსაკუთრებულია.

ქვინსლენდში, გრანიტ ბელტის რეგიონში მდებარე Ballandean Estate Wines ერთ-ერთი პირველი იყო (მათ შორის არიან RidgeMill Estate, Bent Road Winery), სადაც დაახლოებით 15 წლის წინ ბატონმა ანჯელო პუგლისიმ საფერავის ვენახი გააშენა. აღმოჩნდა, რომ მათი ნიადაგისა და კლიმატის პირობებში საფერავი სხვა ჯიშებზე უფრო ადრე მწიფდება და იქაურ სიცხესაც ძალიან კარგად იტანს. დღეს საფერავი მათ ღვინის ასორტიმენტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, 2017 წელს კი საქართველოში, დეგუსტაცია-კონკურსზე, ოქროს მედალიც მოიპოვა.

ძალიან სასიამოვნო იყო ბატონ ანჯელოსთან და მის ოჯახთან შეხვედრა, ვენახის მონახულება და მათი საფერავის სხვადასხვა მოსავლის ღვინოების გასინჯვა. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა ხედავ, როგორ აცოცხლებს ქართული ყურძნის ჯიში პატარა ქართულ სულს მსოფლიოს შორეულ კუთხეშიც.

დღეს ბატონი ანჯელო უკვე 83 წლისაა, ხოლო მეღვინეობას მისი ოჯახი აგრძელებს. რა თქმა უნდა, დავპატიჟეთ ისინი საფერავის სამშობლოში, საქართველოში, და დავპირდით ყველაზე თბილ სტუმრობას.

იმედი მაქვს მალე გვესტუმრებიან და მადლობა მათ მასპინძლობისთვის! 🍷🇬🇪🇦🇺








Address

12/16 Saint Nikoloz Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეღვინეობა პი • Winery PI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მეღვინეობა პი • Winery PI:

Shortcuts

Share