მარიამი

Directions

მარიამი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მარიამი, 1, Tbilisi.

🔅ქვეცნობიერში შენახულ მიზეზებთან მუშაობა
🔅საკუთარი თავის უკეთ გაგება და ძველი პროგრამებისგან განთავისუფლება
🔅ტრამვებზე მუშაობა და შინაგანი ტრანსფორმაცია
📩 პირადი სესიები

🍃 ცხოვრება არ არის მუდმივი კონტროლის პროცესი. რაც უფრო ვცდილობთ ყოველი დეტალის წინასწარ გათვლას, მით უფრო ვკარგავთ აწმყო...
07/09/2026

🍃 ცხოვრება არ არის მუდმივი კონტროლის პროცესი. რაც უფრო ვცდილობთ ყოველი დეტალის წინასწარ გათვლას, მით უფრო ვკარგავთ აწმყოსთან კავშირს. ადამიანი ვერ მართავს ყველაფერს, მაგრამ ყოველთვის შეუძლია აირჩიოს, როგორი დამოკიდებულებით შეხვდება იმას, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
💡 ნუ დახარჯავ ენერგიას იმაზე, რომ ყველას მოეწონო ან ყველამ გაგიგოს. თითოეული ადამიანი სამყაროს საკუთარი გამოცდილების, რწმენებისა და შესაძლებლობების ფარგლებში აღიქვამს. ამიტომ სხვისი გაგება შენს ღირებულებას არ განსაზღვრავს.
🌱 არ დასაჯო საკუთარი თავი იმის გამო, რომ დღეს ყველაფერი არ იცი. ცოდნა ეტაპობრივად მოდის და ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც მის მისაღებად მზად ვართ.
⚖️ არ არსებობს იდეალური ცხოვრება და არც იდეალური ადამიანი. იქნება დღეები, როდესაც ყველაფერს შეძლებ, და იქნება დღეები, როდესაც მხოლოდ დასვენება დაგჭირდება. ორივე თანაბრად ბუნებრივია. საკუთარი თავის მუდმივი კრიტიკა განვითარებას არ აჩქარებს, ის მხოლოდ შინაგან რესურსს ამცირებს.
🛤️ ნუ შეადარებ საკუთარ გზას სხვისას. სხვისი ცხოვრების დეტალების ცოდნა ვერ შეგიქმნის შენს რეალობას.
💎 სწორედ საკუთარ თავში ჩადებული ყურადღებაა ყველაზე ღირებული ინვესტიცია.
⏳ აკეთე ის, რაც დღეს შეგიძლია. მიეცი მოვლენებს განვითარების შესაძლებლობა და ნუ ეცდები ძალით დააჩქარო ის, რასაც თავისი ბუნებრივი დრო აქვს. ყველაფერი, რაც ნამდვილად შეესაბამება შენს გზას, თავის დროს აუცილებლად იპოვის.
✨ ნუ აქცევ სრულყოფილებას საკუთარი ცხოვრების მთავარ მიზნად. საკმარისია იყო გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ და აკეთო ის, რისი შესაძლებლობაც დღეს გაქვს. ზოგჯერ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება საკუთარი თავისთვის ზედმეტი მოთხოვნების მოხსნაა.🫂💚
#მენტალურიჯანმრთელობა
#შინაგანისიმშვიდე
#სიყვარული
#ტრანსფორმაცია

❓გიფიქრია იმაზე, რომ საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებს, შესაძლოა გარკვეულ სარგებელსაც გაძლევდეს?უცნაურად ჟღერს, არ...
07/09/2026

❓გიფიქრია იმაზე, რომ საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებს, შესაძლოა გარკვეულ სარგებელსაც გაძლევდეს?
უცნაურად ჟღერს, არა?
🤔თუ რაღაც მაწუხებს, როგორ შეიძლება ამავდროულად სარგებელსაც მაძლევდეს?
თუმცა ზოგჯერ სწორედ ასე ხდება. ამას მეორადი სარგებელი ეწოდება,როდესაც პრობლემა, მიუხედავად დისკომფორტისა, რაღაც მნიშვნელოვანს მაინც გვაძლევს.

👉🏻მაგალითად, ადამიანს სურს სამსახურის შეცვლა, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან ნაცნობ გარემოში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.
👉🏻ვიღაცას ურთიერთობის დასრულება უნდა, თუმცა მარტო დარჩენის შიში აკავებს.
👉🏻ზოგჯერ კი საკუთარი აზრის გამოხატვას ვერ ვბედავთ, რადგან უარყოფის გვეშინია.
👉🏻ან მუდმივი გადაღლა და ავადმყოფობა სხვებისგან ზრუნვასა და ყურადღებას გვაძლევს, რის გარეშეც თავს დაუცველად ვგრძნობთ.

ამ სარგებელს ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. ამიტომ, სანამ არ დავინახავთ, რას გვაძლევს პრობლემა, მისი შეცვლა შესაძლოა ბევრად რთული აღმოჩნდეს, ვიდრე გვგონია.

ახლა კი დაფიქრდი:⤵️
შენს ცხოვრებაში არის ისეთი საკითხი, რომლის გაშვებაც გინდა, მაგრამ შესაძლოა, უხილავად, რაღაც მნიშვნელოვანსაც გაძლევდეს?
#თერაპია

#მეორადისარგებელი
#ტრანსფორმაცია

📱სოციალური მედია რეალობის მხოლოდ შერჩევით, საუკეთესო ნაწილს ასახავს: მიღწევებს, მოგზაურობას და მოწესრიგებულ ყოველდღიურობ...
07/09/2026

📱სოციალური მედია რეალობის მხოლოდ შერჩევით, საუკეთესო ნაწილს ასახავს: მიღწევებს, მოგზაურობას და მოწესრიგებულ ყოველდღიურობას.
ყველა ცდილობს ცხოვრების საუკეთესო, ყველაზე ლამაზი მომენტები აჩვენოს.
როდესაც ადამიანი ამ კადრებს საკუთარ ყოველდღიურ სირთულეებს, დაღლილობას ან გადაუჭრელ პრობლემებს ადარებს, ფსიქიკაში ქვეცნობიერად ყალიბდება არასრულფასოვნების მცდარი განცდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვების ცხოვრება უპრობლემოა, საკუთარი კი წარუმატებელი.
მთავარი შეცდომა საკუთარი რეალური ცხოვრების სხვის ვირტუალურ ფასადთან შედარებაა.
ციფრული პლატფორმები არის ფილტრი. იქ არ ჩანს ის ემოციური კრიზისები, ეჭვები თუ კონფლიქტები, რომლებსაც ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, თანაბრად გადის. კადრს მიღმა არსებული რეალობის იგნორირება პირდაპირ აისახება თვითშეფასებასა და მენტალურ სიმშვიდეზე.
სხვისი ვიზუალური იმიჯი არ განსაზღვრავს თქვენს რეალურ ღირებულებას.
❓შეგიმჩნევიათ თუ არა საკუთარ თავში უკმაყოფილების ან შფოთვის მატება სოციალური ქსელების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ?
როგორ ახერხებთ რეალობისა და ილუზიის ერთმანეთისგან გამიჯვნას?

რისი შეცვლა და ტრანსფორმაციაა შესაძლებელი RPT (Rapid Personal Transformation) მეთოდით?🔹 თუ გიჭირთ საკუთარი საზღვრების და...
22/07/2026

რისი შეცვლა და ტრანსფორმაციაა შესაძლებელი RPT (Rapid Personal Transformation) მეთოდით?
🔹 თუ გიჭირთ საკუთარი საზღვრების დაცვა
🔹 თუ მუდმივად იღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას
🔹 თუ გეშინიათ უარყოფის, მიტოვების, კრიტიკის ან კონფლიქტის.
🔹 თუ გიჭირთ დახმარების მიღება და ფიქრობთ, რომ ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეთ.
🔹 თუ გაწუხებთ წყენა, ბრაზი, დანაშაულის განცდა ან სირცხვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებთ.
🔹 თუ გაქვთ განცდა, რომ „არ ხართ საკმარისი“, მიუხედავად მიღწევებისა.
🔹 თუ ერთი და იგივე პრობლემები მეორდება სხვადასხვა ურთიერთობაში, სამსახურში ან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
🔹 თუ გიჭირთ საკუთარი თავის ნდობა ან საკუთარ არჩევანზე დაყრდნობა.
🔹 თუ ცხოვრობთ მუდმივი კონტროლის, ან დაძაბულობის მდგომარეობაში.
🔹 თუ გადაგიტანიათ ემოციური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ფინანსური ან სხვა სახის ძალადობა და მისი გავლენა დღემდე იგრძნობა.
🔹 თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოქმედებს ბავშვობის გამოცდილება, ოჯახური სისტემა და ადრეული ურთიერთობები თქვენს დღევანდელ ცხოვრებაზე.
👉🏻რა უნდა გაითვალისწინოთ RPT სესიაზე მოსვლამდე?
იმისათვის, რომ სესია იყოს მაქსიმალურად ეფექტური, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი:
🔹 განსაზღვრეთ საკითხი, რომელზეც გსურთ მუშაობა.
🔹 დაფიქრდით სასურველ შედეგზე.
მკაფიო მიზანი პროცესს მიმართულებას აძლევს.
🔹 იყავით მზად იმ ემოციებთან შეხვედრისთვის, რომლებსაც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არიდებდით თავს.
შესაძლოა სესიის განმავლობაში გააქტიურდეს ძლიერი ემოციები. ეს ბუნებრივი ნაწილია ტრანსფორმაციული პროცესისა.
❌თუ თქვენი მიზანია: „მინდა ჩემი პარტნიორი/უფროსი/მშობელი შეიცვალოს“, ეს მეთოდი ვერ დაგეხმარებათ. RPT მუშაობს მხოლოდ თქვენს შინაგან რეაქციაზე გარე სიტუაციების მიმართ.
RPT თერაპიის პროცესი ორიენტირებულია სწრაფ, სტაბილურ და ფუნდამენტურ ცვლილებებზე,რაც გულისხმუბს ემოციური მდგომარეობის ცვლილება კონკრეტულ კონტექსტში და რესურსული მდგომარეობის დაბრუნებას.
❗️მნიშვნელოვანია: RPT-ის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია თქვენს ჩართულობაზე და მზაობაზე, გულწრფელად შეხვდეთ საკუთარ შინაგან გამოცდილებას.
✨თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრისთვის, RPT არის უმოკლესი გზა რეალური შინაგანი თავისუფლებისკენ.🫂🩷 #ტრანსფორმაცია #თერაპია

🫂🩷 #ცვლილებებიპროგრესისთვის  #ტრანსფორმაცია  #თერაპია
22/07/2026

🫂🩷 #ცვლილებებიპროგრესისთვის
#ტრანსფორმაცია
#თერაპია

ადამიანები ხშირად არა რეალობაზე, არამედ საკუთარ ინტერპრეტაციაზე რეაგირებენერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა ადამიანში სრ...
10/07/2026

ადამიანები ხშირად არა რეალობაზე, არამედ საკუთარ ინტერპრეტაციაზე რეაგირებენ
ერთი და იგივე სიტუაცია სხვადასხვა ადამიანში სრულიად განსხვავებულ ემოციას იწვევს.
👉🏻მაგალითად, მეგობარმა შეტყობინებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ უპასუხა.
ფაქტი მხოლოდ ერთია,მაგრამ ინტერპრეტაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა:
„ალბათ ჩემზე გაბრაზებულია”
„არ ვაინტერესებ”
„რაღაც დავაშავე”

🔍საინტერესო ის არის, რომ ემოციურ რეაქციას ხშირად თავად ფაქტი კი არა, ამ ფაქტისთვის მინიჭებული მნიშვნელობა იწვევს.
რეალობასა და ჩვენს რეაქციას შორის ყოველთვის არსებობს ფილტრი,ჩვენი გამოცდილება, წარსული, რწმენები, შიშები და მოლოდინები.
თუ ადამიანს წარსულში ხშირად განუცდია უარყოფა, ნეიტრალური სიტუაციაც კი შეიძლება საფრთხედ აღიქვას. თუ ხშირად აკრიტიკებდნენ, ჩვეულებრივ შენიშვნაშიც შეიძლება თავდასხმა დაინახოს.
ამიტომ ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარ თავს ვკითხოთ:რა მოხდა რეალურად და რას ვამატებ მე ამ ამბავს?
როდესაც ფაქტს ინტერპრეტაციისგან ვარჩევთ, უფრო ნათლად ვხედავთ სიტუაციას და ნაკლებად ვექცევით ავტომატური ემოციების გავლენის ქვეშ.

🔅ხშირად ჩვენი ტკივილის ნაწილი რეალობიდან კი არა, იმ ისტორიიდან მოდის, რომელსაც ამ რეალობის შესახებ საკუთარ თავში ვყვებით.

Address

1
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარიამი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share