მარიამი

მარიამი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მარიამი, 1, Tbilisi.

🔅ქვეცნობიერში შენახულ მიზეზებთან მუშაობა
🔅საკუთარი თავის უკეთ გაგება და ძველი პროგრამებისგან განთავისუფლება
🔅ტრამვებზე მუშაობა და შინაგანი ტრანსფორმაცია
📩 პირადი სესიები

📣ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ პირადი არჩევანის შედეგია. თუმცა, თუ უფრო ღრმად დააკვირდები შენს გაუცნობიერებე...
17/05/2026

📣ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ პირადი არჩევანის შედეგია.
თუმცა, თუ უფრო ღრმად დააკვირდები შენს გაუცნობიერებელ შიშებს, ბლოკებსა თუ განმეორებად სცენარებს, აღმოაჩენ, რომ შენში მთელი შენი საგვარეულოს ისტორია ცოცხლობს.
🧑‍🧑‍🧒‍🧒ჩასახვის მომენტიდანვე, შენ დაკავშირებული ხარ შენს ოჯახურ სისტემასთან, ეროვნულ იდენტობასთან და რელიგიასთან. ეს სისტემა კოლექტიური ცნობიერებაა, რომელიც დიდ სიბრძნესა და გამოცდილებას ატარებს, თუმცა ხშირად სწორედ აქ არის ჩაკეტილი შენი შინაგანი რესურსებიც.
ჩვენი შინაგანი რესურსები ხშირად დაბლოკილია სისტემური ტვირთით.
მნიშვნელოვანია გააცნობიერო:
🔅შენი ტრავმა მხოლოდ შენი არ არის-ის შენი სისტემის ნაწილია.
🔅შენი ინსტინქტები მხოლოდ შენს გადარჩენას კი არ ემსახურება, არამედ მთელი სისტემისას.
🔅ტრავმისგან გათავისუფლებისას აუცილებელია სისტემის მნიშვნელობის გაგება.
❗️ჩვენი წინაპრების გამოცდილება არსად ქრება. როდესაც შენი წინაპარი გადაურჩა ომს, შიმშილს, დევნას ან დიდ დანაკარგს, მისმა ნერვულმა სისტემამ შეიმუშავა გადარჩენის კონკრეტული სტრატეგია. ეს „პროგრამა“ გადმოგეცა შენ, როგორც დაცვის მექანიზმი.
❓როგორ ცვლის ამას ტრანსფორმაცია?
ჩვენ არ გვჭირდება მთელი ოჯახური ისტორიის დეტალური კვლევა
RPT-ის საშუალებით ჩვენ ვეძებთ იმ საწყის წერტილს , სადაც შენმა საგვარეულო ხაზმა პირველად დაკარგა რესურსი
🔗წყდება ტრავმული ჯაჭვი: შენ აღარ ხარ ვალდებული, ატარო სხვისი ტკივილი.
🔗ხდება განცალკევება: შენ პატივს სცემ წინაპრების გამოცდილებას, მაგრამ ირჩევ საკუთარ გზას.
🔗თავისუფლდება ენერგია: ის რესურსი, რომელიც „გაყინული“ იყო წარსულის ტრავმაში, დღეს შენი ზრდისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
💌პირად სესიებთან დაკავშირებით მომწერე პირადში💛🫂

✨რესურსი: შენი შინაგანი საყრდენი, რომელიც ყველაფერს ცვლისოდესმე გიგრძნია, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ერთსა და იმავე...
17/05/2026

✨რესურსი: შენი შინაგანი საყრდენი, რომელიც ყველაფერს ცვლის
ოდესმე გიგრძნია, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებ?
ხშირად, როდესაც ცხოვრებაში გარკვეული სირთულეების წინაშე დგახარ, გგონია, რომ პრობლემა შენს ნებისყოფაში, ცოდნაში ან გარემო პირობებშია. თუმცა, თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერი გარეგანი დაბრკოლება მხოლოდ ანარეკლია იმისა, რაც შენს შიგნით ხდება.
🔅პასუხი ხშირად არა შენს შესაძლებლობებში, არამედ რესურსის ნაკლებობაშია.
❔რა არის სინამდვილეში რესურსი?
ნამდვილი რესურსი შენი შინაგანი მდგომარეობაა,ის ფუნდამენტური შეგრძნება, რომელიც საშუალებას გაძლევს, სამყაროსა და გამოწვევებს თავდაჯერებულად შეხვდე. ეს არის შენი ბუნებრივი უფლება, რომ თავს გრძნობდე:
• უსაფრთხოდ
• ღირებულად
• თავდაჯერებულად
• დაცულად
❓რატომ ვერ აღწევ ცვლილებას რესურსის გარეშე?
როდესაც წარსულში გადაგხდა ისეთი რამ, რასთან გამკლავებაც იმ მომენტში ვერ შეძელი,ეს აღიქმება,როგორც საფრთხე. სწორედ ამიტომ, როცა დღეს ახალ ნაბიჯს დგამ, შენი ქვეცნობიერი გლოკავს,მას უბრალოდ არ სჯერა, რომ ამისთვის საკმარისი შინაგანი ძალა გაქვს.
❕შენ ვერ შეცვლი ქცევას, თუ არ შეცვლი იმ მდგომარეობას, რომლიდანაც ეს ქცევა მოდის.
❓როგორ უნდა დაიბრუნო შენი რესურსი?
ტრანსფორმაცია არ ნიშნავს საკუთარ თავთან ბრძოლას. ეს არის პროცესი, სადაც შენ:
✔️პირველ რიგში პოულობ იმ წერტილს, სადაც ეს რესურსი დაიკარგა(იქნება ეს შენს ბავშვობაში თუ გენეტიკურ ხაზში)
✔️ხდება ამ საწყისი განეიტრალება
✔️იწყება ტრანსფორმაცია და აძლევ შენს თავს უფლებას, ფიზიკურ დონეზე იგრძნო ის ძალა, რომელიც ყოველთვის გეკუთვნოდა.
✔️შედეგად იცავ საკუთარ საზღვრებს,ძალადობისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
✨როგორც კი შენი შინაგანი სისტემა ივსება საჭირო რესურსით, წინააღმდეგობა ქრება. ის, რაც ადრე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ხდება ბუნებრივი და მარტივი.
✨შენ აღარ გჭირდება ზედმეტი ძალისხმევა თავდაჯერებულობისთვის.
✨შენ აღარ ცდილობ სხვების სიყვარულის მოპოვებას.
✨როდესაც იცვლება შენი შინაგანი მდგომარეობა,იცვლება შენი რეალობაც.

როდესაც მძიმე, მტკივნეულ ან ემოციურად გადატვირთულ გამოცდილებას გადიხარ, შენი ნერვული სისტემა გადარჩენის რეჟიმში გადადის....
17/05/2026

როდესაც მძიმე, მტკივნეულ ან ემოციურად გადატვირთულ გამოცდილებას გადიხარ, შენი ნერვული სისტემა გადარჩენის რეჟიმში გადადის.
🔊სხეული რეაგირებს მანამდე, სანამ გონება სრულად გააცნობიერებს რა ხდება.
📣როდესაც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობ, შენი ფსიქიკა ავტომატურად ცდილობს შენს დაცვას. სწორედ მაშინ ირთვება ინსტინქტური რეაქციები
ბრძოლა, გაქცევა,გაყინვა,გაშეშება…
იმ მომენტში ეს რეაქციები გადარჩენაში გეხმარება.
მაგრამ ხშირად ისინი შენში რჩება და წლების შემდეგაც აგრძელებს მოქმედებას.

ამიტომ შეიძლება:

💭მუდმივად შფოთავდე
💭საკუთარ თავს ზღუდავდე
💭ერთსა და იმავე რთულ ურთიერთობებში ხვდებოდე
💭ვერ გრძნობდე საკუთარ ღირებულებას
💭ემოციებს თრგუნავდე
💭ან დაძაბულობაში ცხოვრობდე, მაშინაც კი როცა თითქოს ყველაფერი კარგადაა.

📣ის, რაც ოდესღაც შენს დაცვას ემსახურებოდა, დღეს შეიძლება ბარიერად იქცეს.
▫️ტრავმა მხოლოდ მოგონება არ არის.
▪️ის შენს სხეულში, ემოციებში და ყოველდღიურ რეაქციებში აგრძელებს არსებობას.

🔴სწორედ ამიტომ შეიძლება ერთი და იგივე ტკივილს ისევ და ისევ უბრუნდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება გსურს.

✔️ნამდვილი ცვლილება კი მაშინ იწყება, როცა სიმპტომთან ბრძოლას წყვეტ და პოულობ მიზეზს,იმ პირველ მომენტს, რომელმაც ეს რეაქცია შექმნა.
✔️რადგან ზოგჯერ შენი დღევანდელი რეაქციები მხოლოდ ძველი გადარჩენის გზებია, რომლებიც უკვე აღარ გჭირდება.
📩სესიებზე ჩასაწერად ან მეტი ინფორმაციის მისაღებად მომწერეთ პირადში💚

✨RPT (Rapid Personal Transformation)-პიროვნული ტრანსფორმაციის მეთოდი, რომელიც შექმნილია Simon Rose-ის მიერ.✨ეს არის მიდგ...
17/05/2026

✨RPT (Rapid Personal Transformation)-პიროვნული ტრანსფორმაციის მეთოდი, რომელიც შექმნილია Simon Rose-ის მიერ.
✨ეს არის მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის პრობლემების ღრმა მიზეზის აღმოჩენასა და შეცვლაზე.განსაკუთრებით იმ გამოცდილებებზე, რომლებიც ინახება ქვეცნობიერში და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებსა და რეაქციებზე.
✨RPT-ის მიხედვით, ბევრი სირთულე-იქნება ეს შიშები, ურთიერთობების პრობლემები თუ თვითსაბოტაჟი,დაკავშირებულია დაუმუშავებელ ტრავმებთან და იმ „საწყის წერტილთან“, სადაც ეს გამოცდილება პირველად ჩამოყალიბდა.
✨მეთოდი მიმართულია ამ საწყისი მიზეზის პოვნაზე და მის ტრანსფორმაციაზე, რის შედეგადაც იცვლება არა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა, არამედ ადამიანის აღქმა, რეაქციები და ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება.
✨RPT აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ცოდნას-ფსიქოლოგიას, ნეირომეცნიერებას და სხეულზე ორიენტირებულ მიდგომებს
და მიზნად ისახავს ადამიანს დაუბრუნოს საკუთარი ბუნებრივი მდგომარეობა, შინაგანი რესურსები და ბალანსი.
✨მიზეზის აღმოჩენა და გაცნობიერება,ტრანსფორმაციის დასაწყისია
ცვლილებები იწყება შენით🫂💛

 #ბუნებრივიქვები #ყელსაბამი
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ყელსაბამი

 #ბუნებრივიქვები #ყელსაბამი #კვარცი #მთვარისქვა #ოპალი #აქვამარინი #ლაბრადორიტი #ამაზონიტი #აპატიტი #რუტინირებულიკვრცი #...
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ყელსაბამი
#კვარცი
#მთვარისქვა
#ოპალი
#აქვამარინი
#ლაბრადორიტი
#ამაზონიტი
#აპატიტი
#რუტინირებულიკვრცი
#როდონიტი

 #ბუნებრივიქვები #ყელსაბამი #აქატი
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ყელსაბამი
#აქატი

 #ბუნებრივიქვები #ოპალი #მალაქიტი #გიშერი #ბავშვისჯვარი
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ოპალი
#მალაქიტი
#გიშერი
#ბავშვისჯვარი

 #ბუნებრივიქვები #ხელნაკეთო #ყელსაბამი #🔥✌️
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ხელნაკეთო
#ყელსაბამი
#🔥✌️

 #ბუნებრივიქვები #ხელნაკეთი  #მარგალიტისყელსაბამი🔥✌️
06/02/2020

#ბუნებრივიქვები
#ხელნაკეთი
#მარგალიტისყელსაბამი🔥✌️

Address

1
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარიამი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share