Kazakh-Georgian Economic Union

Directions Website Contact the business

Kazakh-Georgian Economic Union ჩვენი მისიაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

(GEO) 2021 წლის 26 მარტს საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით არაკომერციული ორგანიზაცია - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“.
გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს საქართველოსა და/ან ყაზახეთში მოქმედი ნებისმიერი ქართული ან უცხოური ბიზნეს კომპანია და კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვინც ნაწილობრივ ან სრულად აწარმოებს ბიზნესს ამ ქვეყნებში ან უძღვება კულტურულ ღონისძიებებს. (RUS) 26 марта 2021 года по совместной инициативе и усилиями Посольства Казахстана в Грузии и казахстанско-грузинского бизнеса учреждена некоммерческая организация - Казахстанско-Грузинское Экономическое Объединение.
Учредителями организации являются бизнес-компании и корпорации, работающие на рынке Грузии с участием казахстанского капитала: «Силк Роуд Групп», «Халык Банк Грузия», «Капитол Группа», «Ромпетрол», «Батумский нефтяной терминал», авиакомпания «Air Astana» и «GK logistics».
Миссия объединения способствовать экономическому росту и созданию здоровой, конкурентоспособной деловой среды в Грузии и Казахстане путем укрепления и углубления торговых, экономических и культурных взаимоотношений между двумя странами.
Членом Казахстанско-Грузинского Экономического Объединения может быть любая организация, будь то частное или государственное юридическое лицо, физическое лицо и неправительственная организация, грузинская или иностранная компания или любое предпринимательское лицо, которое частично или полностью участвует в деловой и культурной деятельности в Грузии и/или Казахстане. (ENG) March 26, 2021, Kazakh-Georgian Economic Union was established under the joint initiative of the Kazakhstan Embassy in Georgia and Kazakh-Georgian businesses. the founders of the organization are business companies and corporations operating with Kazakh Capital share on the Georgian market: „Silk Road Group“, „Halyk Bank Georgia“, „Capitol Group“, „Rompetrol“, „Batumi Oil Terminal“, „Air Astana“ and „GK Logistics“. The mission of the union is to reinforce economic growth and the establishment of a healthy, competitive business environment in Georgia and Kazakhstan by enhancing trade, economic and cultural relations between the two countries. A member of the Kazakh-Georgian Economic Union can be any organization, private or public legal entity, an individual and a non-governmental organization, Georgian or foreign company, or any entrepreneurial person, that partially or fully participates in business and cultural activities in Georgia and/or Kazakhstan.

🇬🇪✈️🇰🇿 Air Astana საქართველოდან აზიის მიმართულებით მგზავრებს მოგზაურობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.🔹 Air Astana აფარ...
12/10/2026

🇬🇪✈️🇰🇿 Air Astana საქართველოდან აზიის მიმართულებით მგზავრებს მოგზაურობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

🔹 Air Astana აფართოებს სამოგზაურო შესაძლებლობებს და მგზავრებს საქართველოდან იაპონიაში, მალაიზიასა და ტაილანდში მოგზაურობას ყაზახეთის გავლით მოსახერხებელი კავშირებით სთავაზობს.

✈️ ახალი მიმართულებები:
🇯🇵 ალმათი – ტოკიო: პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, 2026 წლის 30 ნოემბრიდან;
🇹🇭 ასტანა – ბანგკოკი: პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, 11 დეკემბრიდან;
🇲🇾ალმათი – ლანგკავი: სეზონური ფრენები კვირაში სამჯერ, 25 დეკემბრიდან.

🔹 თბილისიდან ტოკიოს მიმართულებით ორმხრივი ბილეთების ფასი ეკონომკლასში 2,516 ლარიდან, ხოლო ბიზნესკლასში 9,369 ლარიდან იწყება. ლანგკავის მიმართულებით კი ორმხრივი ბილეთების ღირებულება ეკონომკლასში 2,645 ლარიდან, ბიზნესკლასში კი 7,397 ლარიდან არის ხელმისაწვდომი.

🔹 ახალი მიმართულებები კიდევ უფრო აფართოებს საქართველოდან აზიის ქვეყნებში როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე.

🔹 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან Air Astana Group-მა 22 ახალი მიმართულება დაამატა. 2026 წლის სექტემბერში, Skytrax World Airline Awards-ის ფარგლებში, ავიაკომპანია ზედიზედ მე-15-ედ დასახელდა ცენტრალური აზიისა და დსთ-ის საუკეთესო ავიაკომპანიად, ხოლო ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში ავიაკომპანიის პერსონალის მომსახურების ხარისხის ჯილდო მეათედ მიიღო.

🇬🇪✈️🇰🇿 Air Astana Expands Travel Opportunities from Georgia to Asia

Air Astana is expanding travel opportunities for passengers from Georgia, introducing new routes to Japan, Malaysia and Thailand with convenient connections via Kazakhstan.

✈️ New routes:
🇯🇵 Almaty – Tokyo: direct flights twice a week, starting 30 November 2026;
🇹🇭 Astana – Bangkok: direct flights twice a week, starting 11 December;
🇲🇾 Almaty – Langkawi: seasonal flights three times a week, starting 25 December.

Round-trip fares from Tbilisi to Tokyo start at GEL 2,516 in economy class and GEL 9,369 in business class. Round-trip fares from Tbilisi to Langkawi start at GEL 2,645 in economy class and GEL 7,397 in business class.

These new routes offer passengers from Georgia more convenient options for both leisure and business travel across Asia, particularly during the winter season.

Since the beginning of 2026, Air Astana Group has launched 22 new routes. In September 2026, at the Skytrax World Airline Awards, Air Astana was named the Best Airline in Central Asia and the CIS for the 15th consecutive year and received the award for Best Airline Staff Service in Central Asia and the CIS for the tenth time.

🔹აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, 2026 წელს შუა დერეფნით (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტ...
09/10/2026

🔹აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, 2026 წელს შუა დერეფნით (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) გადაზიდული ტვირთების მოცულობა 5.5 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო აზერბაიჯანის მთლიანი სატრანზიტო ტვირთბრუნვა 16 მილიონ ტონას გადააჭარბებს.

🔹საქართველოსა და ყაზახეთისთვის შუა დერეფნის განვითარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მარშრუტი აერთიანებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

წელს შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვები 5.5 მლნ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ Report აზერბაიჯანის ციფრული განვითარების...

🔹 2026 წლის ბოლომდე, აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს აამოქმედებენ. 🔹 სტრატეგიული თანამშრო...
06/10/2026

🔹 2026 წლის ბოლომდე, აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს აამოქმედებენ.

🔹 სტრატეგიული თანამშრომლობა კი მიზნად ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ციფრული კავშირების გაძლიერებას ისახავს. პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაგისტრალს, რომელიც რეგიონის ინტერნეტ ინფრასტრუქტურას ფუნდამენტურად გარდაქმნის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ს...

🇰🇿 ყაზახეთი 2026–2027 მარკეტინგული წლისთვის მარცვლეულის ექსპორტიორების მხარდაჭერას აგრძელებს და ტრანსპორტირების ხარჯების...
05/10/2026

🇰🇿 ყაზახეთი 2026–2027 მარკეტინგული წლისთვის მარცვლეულის ექსპორტიორების მხარდაჭერას აგრძელებს და ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირების პროგრამას ახანგრძლივებს.

🔹 2026 წლის მოსავლის მესამე კლასის ხორბლის შესყიდვის ფასი, ხარისხის მიხედვით, ტონაზე 92 000-დან 115 000 ტენგემდე განისაზღვრა.

🔹 ქართული წისქვილკომბინატების მოლოდინით, ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა შესაძლებელია. წისქვილკომბინატი „ბარაქას“ დირექტორის, Lado Bidzinashvili-ს შეფასებით, შესაბამისი სუბსიდირების პირობებში ყაზახურ ხორბალს შესაძლოა რუსულთან ფასით კონკურენციის გაწევა შეეძლოს.

🔹 2026 წლის იანვარ–აგვისტოში საქართველომ ყაზახეთიდან 8 678 ტონა ხორბალი შემოიტანა, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

🔹 ამასთან, ყაზახეთის სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის მარცვლეულის საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებას და ახალი ბაზრების ათვისებას.

ვრცლად ⬇️

ყაზახეთი 2026-2027 მარკეტინგული წლისთვის მარცვლეულის ექსპორტიორებისთვის ტრანსპორტირების სუბსიდიებს გ...

🔹 მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის (TCTC) განვითარებას მნ...
30/09/2026

🔹 მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის (TCTC) განვითარებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია საქართველოსა და დერეფნის სხვა ქვეყნებისთვის.

🔹 საქართველოს ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა დამატებით 3.61%-ით გაიზარდოს, ხოლო დასაქმება — 0.79%-ით.

🔹 მთლიანად დერეფნის ქვეყნებში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა:
• ვაჭრობის მოცულობა სამჯერ მეტად გაზარდოს;
• სატრანსპორტო დრო დაახლოებით გაანახევროს;
• რეგიონის მშპ 3.3%-ით გაზარდოს;
• 2040 წლისთვის დაახლოებით 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნას.

🔹 შუა დერეფანი აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპას და მოიცავს საქართველოს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და თურქეთს.

🔹 საქართველოსა და ყაზახეთისთვის დერეფნის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანა წარმოადგენს ამ სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვან რგოლს — საქართველო დასავლეთის, ხოლო ყაზახეთი ცენტრალური აზიის მიმართულებით.

🔹 მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე შუა დერეფნის ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი „ხელშემწყობი“ ინვესტიციებისთვის დაახლოებით 55 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო — მათ შორის რკინიგზის, პორტების, გზების, ლოგისტიკური ჰაბებისა და ციფრული სისტემების განვითარებისთვის.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინვესტიციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და შექმნას მილიონო....

🔹 ქართული EdTech სტარტაპი Intutor საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება — პირველი სამიზნე ბაზრები ყაზახეთი და უზბეკეთია....
23/09/2026

🔹 ქართული EdTech სტარტაპი Intutor საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება — პირველი სამიზნე ბაზრები ყაზახეთი და უზბეკეთია.

🔹 Intutor არის ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებსა და რეპეტიტორებს სასწავლო პროცესისა და საკუთარი საქმიანობის მართვაში ეხმარება. პლატფორმაზე ამჟამად 1 000-ზე მეტი აქტიური მასწავლებელი და დაახლოებით 10 000 მოსწავლეა რეგისტრირებული, ხოლო კომპანია სწრაფი ზრდის ეტაპზეა.

🔹 Intutor-ის ბიზნესმოდელი SaaS პრინციპზეა დაფუძნებული და პლატფორმას უკვე იყენებენ როგორც ინდივიდუალური რეპეტიტორები, ისე საგანმანათლებლო ცენტრები და უფრო დიდი გუნდები.

🔹 კომპანიის შეფასებით, ყაზახეთში დამატებით განათლებასა და კერძო რეპეტიტორობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც საქართველოს ბაზართან გარკვეულ მსგავსებას ქმნის. ამასთან, ქვეყნის ბაზრის მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოსას, რაც Intutor-ის SaaS მოდელის საერთაშორისო მასშტაბირებისთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

🔹 Intutor-ის შემდეგი ეტაპი ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გაძლიერებას — მათ შორის დავალებებისა და პასუხების ავტომატურ შემოწმებას, სასწავლო მასალების შექმნას, მოსწავლეების პროგრესის ანალიზსა და ინდივიდუალური სასწავლო პროცესის დაგეგმვას.

საგანმანათლებლო პლატფორმა Intutor-ის მომხმარებლების რაოდენობა სექტემბრის დასაწყისში გასამმაგდა. ამის...

🔹 2026 წლის აგვისტოში ბათუმის ნავთობტერმინალმა 293 ათასი ტონა ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის გადატვირთვა განახორც...
18/09/2026

🔹 2026 წლის აგვისტოში ბათუმის ნავთობტერმინალმა 293 ათასი ტონა ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის გადატვირთვა განახორციელა, რაც 2017 წლის შემდეგ თვიური გადატვირთვის მაქსიმალური მოცულობაა.

🔹 რეკორდულ მაჩვენებელს ხელი შეუწყო ტვირთნაკადის ზრდამ, ასევე ნედლი ნავთობისა და საავიაციო ნავთის გადატვირთვის აღდგენამ. ამასთან, მაზუთის გადატვირთვის მოცულობა ეტაპობრივად მცირდება.

🔹 2026 წლის იანვარ–აგვისტოში ბათუმის ნავთობტერმინალმა ჯამში 1.251 მილიონი ტონა ნავთობი, ნავთობპროდუქტი და გაზი გადატვირთა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 37 ათასი ტონით, ანუ 3%-ით მეტია.

🔹 „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, კომპანიის მხარდაჭერით ბათუმის ნავთობტერმინალი საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას აგრძელებს.

„ბათუმის ნავთობის ტერმინალმა 2017 წლის შემდეგ გადატვირთვის სარეკორდო მაჩვენებელზე აცხადებს. "ყაზტრან...

🔹 ყაზახეთი და აზერბაიჯანი აგრძელებენ კონსულტაციებს ყაზახური ნავთობის ბაქო–სუფსის მარშრუტით ტრანსპორტირების შესაძლებლობაზ...
17/09/2026

🔹 ყაზახეთი და აზერბაიჯანი აგრძელებენ კონსულტაციებს ყაზახური ნავთობის ბაქო–სუფსის მარშრუტით ტრანსპორტირების შესაძლებლობაზე. ამ ეტაპზე მუშავდება ნავთობის ტრანსპორტირების შესაბამისი ტექნიკური და საოპერაციო პარამეტრები.

🔹 ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომლის სიგრძე 830 კმ-ს შეადგენს, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოს გავლით სუფსის ტერმინალამდე მიდის. მილსადენის დაახლოებით 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

🔹 მისი შესაძლო გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-სუფსის მილსადენის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მ.....

🔹ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სახელით მადლობას ვუხდით საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილ საგანგებო და ...
14/09/2026

🔹ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სახელით მადლობას ვუხდით საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მალიკ მურზალინს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

🔹მისი დიპლომატიური მისიის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა ბიზნესსექტორის ინიციატივების მიმართ, აქტიური კომუნიკაცია ბიზნესწრეებთან და მზადყოფნა, ხელი შეეწყო საქართველოსა და ყაზახეთის კომპანიებს შორის ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნისთვის.

🔹მადლობას ვუხდით მას მხარდაჭერის, ნდობისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებაში შეიტანა. ვუსურვებთ ბატონ მალიკ მურზალინს წარმატებას მომავალ საქმიანობაში.

🔹ამასთანავე, გულითადად მივესალმებით საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, ბატონ თალგატ მუბარაკოვიჩ ადუოვს.

🔹ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს ახალ ელჩთან და საელჩოს გუნდთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები, გაიზარდოს ბიზნესთანამშრომლობის შესაძლებლობები და შეიქმნას ახალი წარმატებული პარტნიორობები.

13/09/2026

ყაზახური სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტის მოცულობა გაიზარდა.

🔹 ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით აღნიშნულ პერიოდში 1.034 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.

🔹 ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ჯამურმა ტრანზიტმა 1.251 მლნ ტონა შეადგინა — 3%-იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში კომპანიის ლოგისტიკური და სატრანსპორტო მაჩვენებლები თითქმის ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა.

https://bm.ge/news/saqartvelos-gavlit-yazakhuri-navtobis-da-navtobproduqtebis-tranziti-gaizarda

Address

ვაჟა-ფშაველას გამზირი, 70ბ
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kazakh-Georgian Economic Union posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kazakh-Georgian Economic Union:

Shortcuts

Share