14/08/2022
ყოველთვის არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოგვცენ რჩევები ყველაფერზე, დაწყებული დიეტით - ღვინის ლაქების გასუფთავებამდე და ერთი რამ, რაზეც ყველას ყოველთვის აქვს აზრი, არის ის, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ფული. წამოიწყეთ მცირე ბიზნესი და ორჯერ უფრო მეტ არასასურველ რჩევებს მოისმენთ. სამწუხაროდ რთულია ცუდი და კარგი რჩევების ერთმანეთისგან გარჩევა და სწორედ ასე ვრცელდება ფინანსური მითები.
წარმოგიდგენთ 5 ფინანსურ მითს ბიზნესის შესახებ და რა დგას მათ უკან:
1. „ფულის გამომუშავებისთვის ფული უნდა დახარჯო“
ყველას გაუგია მოცემული გამონათქვამი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი ზოგჯერ შეიძლება იყოს მართალი, ფულის ხარჯვის ზრდა არ არის პირდაპირპროპორციული მოცემული ინვესტიციიდან სარგებლის მიღებისა. სწორედ ამიტომ კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს რაში დახარჯოს მისი რესურსები, ხოლო რაში შეამციროს, რაშიც დაგეხმარებიან დამოუკიდებელი ფინანსური ანალიტიკოსები.
2. „როგორც ბიზნესის მფლობელმა სესხის აღება შემიძლია ფულის გარეშე“
არსებობს ყველა სახის წყარო, რომელიც ცდილობს მოგყიდოთ „საიდუმლო“ იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ „უფასო ფული“ თქვენი ბიზნესისთვის - იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხები შენატანის გარეშე, თუ სახელმწიფო გრანტები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია გრანტები და სესხები, კრედიტორების უმეტესობა მოითხოვს, რომ გქონდეთ საკუთარი ფული ე.წ. „თამაშში“ ან რაიმე სახის კაპიტალი, რომელიც შეგიძლიათ ჩადოთ სესხის დასაფარად. გრანტების და დაფინანსების მოპოვებაში კი ჩვენი გუნდი დაგიდგებათ მხარში.
3. ახალ და პატარა კომპანიას არ ემუქრება საგადასახადო შემოწმება
მოცემულ აზრს ბევრი ბუღალტერიც კი უწევს პროპაგანდირებას, მაგრამ არავინ, არასდროს არის დაცული საგადასახადო შემოწმებისგან და ჯარიმების დაკისრებისაგან. შესაბამისად კომპანიის გამართული ბუღალტერია იცავს კომპანიას ასეთი არასასიამოვნო შემთხვევებისგან და გარდა ამისა, ეხმარება ბიზნესს გამართულად ფუნქციონირებაში.
4. „მე ვიცი ფულთან მოპყრობა, შესაბამისად არ მჭირდება ბიუჯეტი“
იცოდე ფულთან მოპყრობა ერთი საკითხია, მაგრამ თქვენი კომპანიის ბიუჯეტის გაწერა მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტი განახებთ დეტალურ ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ ელის კომპანია ფულის დახარჯვას ახლა და მომავალში. მოცემული გეხმარებათ დაზოგოთ თქვენი კომპანიის კაპიტალი არაარსებით სახსრებსა და ზედმეტ რესურსებზე. გარდა ამისა, ბიუჯეტის ანალიზი კომპანიას ეხმარება ბიზნესის სამომავლო ზრდასა და გაფართოების დაგეგმვაში.
5. „მე კარგად გამომდის მათემატიკა, შესაბამისად ჩემით შემიძლია ვაწარმოო ბუღალტრული აღრიცხვა“
მოცემული წინადადება არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ბიზნესის მეპატრონეებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა მართლაც შეგეძლოთ ბუღალტრული აღრიცხვების პირადად მომზადება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავად უნდა აკეთოთ. დავუბრუნდეთ პირველ მითს, ბიზნესის ოპერირებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ რესურსების სწორი გამოყენება. უმჯობესია, თქვენი, როგორც კომპანიის მეპატრონის ენერგია დაიხარჯოს ბიზნესის სწორ განვითარებაში და მის ოპტიმალურ დონეზე ოპერირებაში და არა ბუღალტრულ აღრიცხვაში. ამასთან, მთავარია გვახსოვდეს, რომ სწორედ შესრულებული ბუღალტრული აღრიცხვა საჭიროებს ფინანსური ანგარიშგების სიღრმისეულ გაგებას და ფულადი ნაკადების ანალიზს, რაც საშუალებას მოგცემთ სწორად გაზომოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური შესაძლებლობები.