05/09/2022
✅ 5 რჩევა SMS მარკეტინგისთვის
WWW.SENDER.GE
1⃣ Brand Name - სარეკლამო/საინფორმაციო SMS-ის ტექსტური დასახელება.
SMS დასახელება უნდა განსაზღვრავდეს და შეესაბამებოდეს SMS-ის შინაარსს, დასახელება შეიძლება შეესაბამებოდეს როგორც კომპანიას, ასევე კონკრეტულ აქტივობას.
2⃣ HEADER - ტექსტის პირველი წინადადება რომელიც იკითხება SMS-ის გაუხნელად ეკრანიდან. ტექსტის ამ ნაწილის მოცულობა მცირეა და დამოკიდებულია სხვადასხვა მოწყობილობებზე, საშუალოდ ის აღწევს 80 სიმბოლომდე, ამიტომ მნიშვნელოვანია ტექსტის პირველი 80 სიმბოლო მაქსიმალურად გადმსოცემდეს ინფორმაციას, რაც ამავდროულად გახდება მოტივატორი SMS-ის გახსნის და სრულად წაკითხვის.
მნიშვნელოვანია „ემოჯებ“-ის გამოყენებაც, მაგრამ ემოჯის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ SMS მოცულობა იცვლება და 1 SMS მოცულობა 160 სიმბოლოს ნაცვლად მცირდება 70 სიმბოლომდე, ისევე როგორც არალათინური ფონტების (ქართული) გამოყენებისას.
3⃣ URL (link)-ის გამოყენება მნიშვნელოვანია როდესაც მომხმარებელს აწვდით ისეთ ინფორმაციას რომელიც მოცულობით დიდი ან გაფორმებულია მედია ფაილებით.
თუ კომპანია იყენებს ვებ გვერდზე რომელიმე სხვა ანალიტიკურ სკრიპტებს, შესაძლებელია ზუსტი ლინკის გაყოლება, მაგრამ თუ კომპანიას არ აქვს ეს რესურსი მაშინ შეუძლია გამოიყენოს პოპულარული (Shortener)-ები, რომელიც გრძელ ლინკებს აპატარავებს და ზოგავს SMS-ში სიმბოლოებს,ამავდროულად შესაძლებელია ლინკის ბრენდირება /CompanyName და მარტივად გვაძლევს საშუალებას ლაივ რეჟიმში თვალი ვადევნოთ ლინკზე გადამსვლელების რაოდენობას, მათ ლოკაციებს,მოწყობილობებს და ა.შ.
4⃣ საკონტაქტო ნომერი - კომპანიის ნომერი სადაც მომხმარებელი შეძლებს დაკავშირებას.
მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს დაგზავნის დროს და რაოდენობას, რადგან თუ არასამუშაო საათებში ხდება გაგზავნა, შესაძლებელია კომპანიამ ვერ შეძლოს დაინტერესებულ პირს უპასუხოს სატელეფონო ზარზე, ან თუ შეთავაზება გამოიწვევს დიდ დაინტერესებას,პარალელურად შეუძლებელი იქნება რამოდენიმე ზარზე ერთდროული პასუხი,ასეთ შემთხვევაში უმჯობესია გამოყენებული იქნას ე.წ. ქოლცენტრის ნომერი.
5⃣ Unsubscribe -ის მექანიზმი SMS მარკეტინგის გამოყენებისას (პირდაპირი მარკეტინგი) აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას, გამოწერის გაუქმების მექანიზმის როგორც ქონა,ასევე მისი გამართული მუშაობა, რადგან არ მოხდეს მომხმარებლის უფლებების დარღვევა და დამკვეთის დაჯარიმება. დამკვეთს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ამ ფუნქციონალის შექმნის და კონტროლის მექანიზმი, დამგზავნმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ სერვისის შემოთავაზება.