21/06/2026
15 ივნისს Hatch-მა მონაწილეობა მიიღო CUnicorn-ის მეექვსე ნაკადის Demo Day-ზე კავკასიის უნივერსიტეტში.
ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი შესაძლებლობა, Hatch წარგვედგინა ჟიურის, ინვესტორების, ინდუსტრიის ექსპერტებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
განსაკუთრებით გვიხარია, რომ IT Academy STEP-მა Hatch საკუთარ რჩეულ გუნდად დაასახელა და გუნდის თითოეულ წევრს 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადასცა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად.
Hatch-ს ვაშენებთ იმისთვის, რომ კომპანიებს დავეხმაროთ onboarding-ის, შიდა ცოდნის და თანამშრომლების განვითარების უფრო სტრუქტურირებულ, სწრაფ და გაზომვად პროცესად გარდაქმნაში.
დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრს, CUnicorn-ის გუნდს, ჟიურის, მენტორებს და ყველა პარტნიორს ამ შესაძლებლობისთვის.