მეღვინეობა ეიფორია • Winery Euphoria

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეღვინეობა ეიფორია • Winery Euphoria

მეღვინეობა ეიფორია • Winery Euphoria ჩვენი მიზანია — შევქმნათ ბედნიერება თითოეულ წვეთში. Our goal is to create — Happiness in Every Drop.

🍷 მერანოს ღვინის ფესტივალი კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს შეხვდა ქართული ღვინო, საერთაშორისო ღვინის კულტურა ...
26/06/2026

🍷 მერანოს ღვინის ფესტივალი კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს შეხვდა ქართული ღვინო, საერთაშორისო ღვინის კულტურა და ამ სფეროს პროფესიონალები.

ჩვენი ღვინოების წარდგენა ამ გარემოში განსაკუთრებული გამოცდილება იყო. საერთაშორისო სტუმრებისა და ღვინის პროფესიონალების მხრიდან მიღებული მაღალი შეფასება და დიდი მოწონება ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, რომ იგივე სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. 🍇✨

#საქართველო #ღვინო

🍷 30 მაისს, შატო მუხრანი მასპინძლობს მერანოს ღვინის ფესტივალს საქართველოში - განსაკუთრებულ სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდე...
26/05/2026

🍷 30 მაისს, შატო მუხრანი მასპინძლობს მერანოს ღვინის ფესტივალს საქართველოში - განსაკუთრებულ სივრცეს, სადაც ერთმანეთს ხვდება გამორჩეული ქართული ღვინო, მაღალი ხარისხის გასტრონომია და საერთაშორისო ღვინის კულტურა.

მოხარულები ვართ, რომ წელსაც ვიღებთ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ჩვენი ღვინოების წარდგენის შესაძლებლობა გვექნება ღვინის პროფესიონალებისა და სტუმრებისთვის იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აშშ-დან.

გელოდებით 30 მაისს - ერთად აღვნიშნოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და თანამედროვე ღვინის კულტურა 🍇✨

#საქართველო #ღვინო

დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი 🍷წიგნში - „ქართული ღვინის გილდიის მიერ შერჩეული 100 საუკეთესო ქართული...
26/05/2026

დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი 🍷

წიგნში - „ქართული ღვინის გილდიის მიერ შერჩეული 100 საუკეთესო ქართული ღვინო“, რომელიც ქართული ღვინის გილდია-ს მიერ გამოიცა და წარმოადგენს საუკეთესო ქართული ღვინოების გზამკვლევს, ჩვენი მეღვინეობის ორი ღვინო მოხვდა.

ეს წიგნი შექმნილია ღვინით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს აღმოაჩინოს მაღალხარისხიანი ქართული ღვინოები და შეარჩიოს საუკეთესო ღვინო.

ჩვენთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი აღიარებაა, ვიყოთ ამ გამოცემის ნაწილი.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ღვინოს ენდობა და აფასებს ❤️

🍇 ქართული ღვინის ტრადიცია გრძელდება… და ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი ვართ.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

გაზაფხული ის პერიოდია, როცა განსაკუთრებით გვიზიდავს არომატული, მრავალფეროვანი ტონებით მდიდარი ღვინოები 🍷ამ სეზონის განწყ...
26/04/2026

გაზაფხული ის პერიოდია, როცა განსაკუთრებით გვიზიდავს არომატული, მრავალფეროვანი ტონებით მდიდარი ღვინოები 🍷

ამ სეზონის განწყობას იდეალურად ერგება ჩვენი მრავალფეროვანი ტონებით მდიდარი, არომატებით გამორჩეული, ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები ✨

და რა შეიძლება იყოს უკეთესი კვირის დასაწყისისთვის, ვიდრე ასეთი ღვინით მარაგის შევსება? 😉

#ეიფორია

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ✨
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ✨

ბზობას გილოცავთ ☘გაზაფხულის დღესასწაულებს ყველაზე მეტად არომატული ღვინო უხდება. 🍷   #ეიფორია  #ეიფორიასღვინოსაუკეთესოა  ...
05/04/2026

ბზობას გილოცავთ ☘

გაზაფხულის დღესასწაულებს ყველაზე მეტად არომატული ღვინო უხდება. 🍷

#ეიფორია #ეიფორიასღვინოსაუკეთესოა

ჩვენი ღვინოები ნებისმიერ დღესასწაულზე საუკეთესო საჩუქარია.8 მარტს გილოცავთ ✨🌸   #ეიფორია
08/03/2026

ჩვენი ღვინოები ნებისმიერ დღესასწაულზე საუკეთესო საჩუქარია.

8 მარტს გილოცავთ ✨🌸

#ეიფორია

18/02/2026
ჩვენი გამორჩეული ღვინოები - საფერავი ქვევრი 2022 და საფერავი–ძელშავი–ოცხანური საფერე–თავკვერი ქვევრი უკვე ხელმისაწვდომია...
17/02/2026

ჩვენი გამორჩეული ღვინოები - საფერავი ქვევრი 2022 და საფერავი–ძელშავი–ოცხანური საფერე–თავკვერი ქვევრი უკვე ხელმისაწვდომია „8000 მოსავალის“ ქსელში.

ქვევრის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ეს ღვინოები გამოირჩევა სიღრმისეული სტრუქტურით, ინტენსიური არომატებითა და ჯიშური ხასიათის მკაფიო გამოხატულებით.

მოიძიეთ, დააგემოვნეთ და აღმოაჩინეთ ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი სტილი. 🍷

Address

Gakhokidze Str 2a
Tbilisi
0182

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეღვინეობა ეიფორია • Winery Euphoria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მეღვინეობა ეიფორია • Winery Euphoria:

Shortcuts

Share