21/05/2026
მაისში, ერიქსონის საერთაშორისო ტრენერმა, თამუნა ჩიჩუამ ემოციური ინტელექტის ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი გაგვახსენა, რომელიც უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, მერლინ ატკინსონმა ჯერ კიდევ 1985 წელს შექმნა და ათწლეულების მანძილზე ისწავლებოდა უნივერსიტეტის პროგრამებში.
განვიხილეთ ინსტრუმენტის ფუნქცია, დანიშნულება, ალგორითმი და ასევე ჩატარდა სადემონსტრაციო სესია, რომელიც კლიენტის თქმით ძალიან ღირებული იყო ახალი გაცნობიერებებისა და საკუთარ თავთან დაკავშირებისთვის.
კლუბის ფარგლებში თვეში რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ხოლმე, აქედან ერთი აუცილებლად ერიქსონის ინსტრუმენტებს, მეთოდებს და ქოუჩინგური კომპეტენციების გამყარებას ეთმობა.