16/07/2026
ფინანსური მართვის ჯგუფი ტოპ პოზიციებზე!
💡 გავეცნოთ აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების ბიზნესს შემდეგი 8 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო" (PwC Georgia)
2️⃣ შპს "იუაი" (EY Georgia)
3️⃣ შპს "ქეიფიემჯი ჯორჯია" (KPMG Georgia)
4️⃣ შპს "დელოიტი და ტუში" (Deloitte)
5️⃣ შპს "ბიდიო საქართველო" (BDO Georgia)
6️⃣ შპს "ნექსია ჯორჯია" (Nexia Georgia)
7️⃣ შპს "ფინანსური მართვის ჯგუფი" (FMG- ფინანსური მართვის ჯგუფი)
8️⃣ შპს "ენთები" (AccountAnts • ენთები)
📑 წარმოდგენილი ფირმების ძირითადი საქმიანობა აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებაა. ანალიზში ასევე შესულია ორი კომპანია: Ants, რომლის ძირითადი საქმიანობა საბუღალტრო აუთსორსინგია, და FMG, სადაც, საბუღალტრო აუთსორსინგთან ერთად, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამულ გადაწყვეტებზე მოდის.
📑 განხილული 8 ფირმის ჯამურმა შემოსავალმა ბოლო საანგარიშო წელს ₾130 მილიონი შეადგინა. აქედან Big 4-ზე დაახლოებით ₾74 მილიონი (წარმოდგენილი 8 კომპანიის შემოსავლების 57%) მოდის.
📑 საინტერესოა, რომ ქართულ ბაზარზე აუდიტორული კომპანიების შემოსავლები გლობალურ იერარქიას არ ემთხვევა. სექტორის ლიდერი მთლიანი შემოსავლების მიხედვით BDO-ა ₾25.5 მილიონიანი შემოსავლით, რომელიც გლობალური მასშტაბით სიდიდით მეხუთე აუდიტორული ქსელია. თუმცა, BDO-ს ლიდერობა ძირითადად არასააუდიტო მიმართულებებზე დგას. მხოლოდ აუდიტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით (₾7.0 მილიონი) BDO მაინც მოწინავე პოზიციაზე რჩება და მესამე ადგილზეა, ანუ უსწრებს Big 4-ის ორ წევრს, KPMG-სა (₾6.9 მილიონი) და Deloitte-ს (₾4.8 მილიონი).
📑 ბაზრის ყველაზე დიდი აუდიტორული პრაქტიკა კი PwC-ს აქვს, რომელმაც ამ მიმართულებიდან 2025 კალენდარული წლის განმავლობაში ₾13.8 მილიონი მიიღო.
📑 აღსანიშნავია Nexia საქართველოს მასშტაბიც. Mid-tier ქსელის წევრი ფირმა მთლიანი შემოსავლით (₾14.5 მილიონი) Big 4-ის წევრ Deloitte-ს (₾10.2 მილიონი) უსწრებს, აუდიტიდან მიღებული შემოსავლით კი მხოლოდ ₾1.3 მილიონით ჩამორჩება.
📑 აუდიტორული ბიზნესი, იურიდიულის მსგავსად, კლასიკური asset-light მოდელია: ძირითადი "აქტივი" (ლიცენზირებული პარტნიორები, გუნდის ხარისხი და განმეორებადი მანდატები) ბალანსზე არ ჩანს. ციფრებიც ამას ადასტურებს: ფირმების უმეტესობაში შრომის ანაზღაურება შემოსავლების 62%-72%-ს წარმოადგენს, საბანკო ვალი კი რვიდან შვიდ ფირმას საერთოდ არ აქვს (ერთადერთი გამონაკლისი Ants-ია, რომლის დეტალებიც სრულ ანალიზშია მოცემული).
🟢 წარმოდგენილი კომპანიების სრული ფინანსური ანალიზი, დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და ფინანსური ინფორმაცია ისტორიულ ჭრილში ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე.
ლინკი კომენტარში⬇️