„აგროფაი“ - კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდი“ - ს ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2019 წელს. ასორტიმენტში წარმოდგენილია 40 სახეობის უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული და იმპორტირებული ჩირეული და თხილეული.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი დასახელების წონის პროდუქცია, ყოველდღიურად მოთხოვნა იზრდება დაფასოებულ ნედლეულზე. აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და ზედმიწევნით განხილული დარგის სპეციალისტებთან ერთად, შესაბამისად კომპანია „აგრო ფუდ ტრეიდ“ - მა განახორციელა 1 500 000 ლარიანი ინვესტიცია და ერთგული მომხმარებლებისათვის წარმოადგინა ახალი ქართული ბრენდი „აგროფაი“.
უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი, დაჩირების, მოხალვის, გამოშრობისა და კალიბრაციის ყველა წესით პროდუქციის წარმოება, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე შეფუთვა, ეს ყველაფერი გამოარჩევს „აგროფაი“ - ს კონკურენტებისაგან და მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეიძინოს უმაღლესი ხარისხის დაცულ შეფუთვაში
მოთავსებული პროდუქცია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სასარგებლო და გემოვნური თვისებები.
ბრენდის განვითარებისა და ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ეტაპობრივად იგეგმება ქართული ხაზის მეტად განვითარება და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების ნედლეულით ჩანაცვლება.
ჩირეულის და თხილეულის გარდა, "აგროფაი" - ს ასორტიმენტში არის ქართული, ნატურალური ტყლაპები.
პარტნიორები: აგროჰაბი, კარფური, გუდვილი, ნიკორა, უნივერსამი, ფრესკო, მეინ მარტი, ჯიბე, ევროპროდუქტი, მაგნიტი, მადაგონი, სპარი, ორი ნაბიჯი, ლიდერ-ფუდი.
აგროფაი - მიზეზი არ სჭირდება !!!