coaching LAB • ქოუჩინგ ლაბი

coaching LAB • ქოუჩინგ ლაბი ტრანსფორმაციული ლიდერების პარტნიორი

ქოუჩინგ ლაბი საქართველოში 2017 წლიდან ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს.

🤝 ვიწყებთ გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ახალ ნაკადს.თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატებას მხოლო...
14/08/2026

🤝 ვიწყებთ გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ახალ ნაკადს.

თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატებას მხოლოდ ძლიერი პროფესიონალები არ ქმნიან. გადამწყვეტია, რამდენად შეუძლია გუნდს ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, ცვლილებებთან ადაპტირება და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.
"გუნდური ქოუჩინგი- ფუნდამენტი" განკუთვნილია ლიდერებისთვის, მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გუნდების განვითარებასა და ორგანიზაციულ ცვლილებებზე.

სწავლის პროცესში შეიძენთ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ:

- განავითაროთ ძლიერი ლიდერული გუნდები;
- ეფექტიანად მართოთ ტრანსფორმაცია და ცვლილებები;
- ორგანიზაციაში დანერგოთ ქოუჩინგის კულტურა;
- გააძლიეროთ გუნდში ნდობა, თანამშრომლობა და საერთო პასუხისმგებლობა.

პროგრამა აკრედიტებულია ICF-ისა და EMCC-ის მიერ და მოიცავს:
✓ 20.25 CCE ერთეულს;
✓ საერთაშორისო სერტიფიკატს;
✓ პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

პროგრამის ავტორია დევიდ კლატერბაკი - ქოუჩინგისა და მენტორინგის სფეროს საერთაშორისო ექსპერტი და ბრიტანული ორგანიზაცია CCMI-ის დამფუძნებელი.

საქართველოში პროგრამის ფასილიტატორია ირინა ჭოჭუა - CCMI-ის სერტიფიცირებული გუნდური ქოუჩი და ტრენერი.

თუ გსურთ, გუნდების განვითარება ორგანიზაციის სტრატეგიულ უპირატესობად აქციოთ, ეს პროგრამა თქვენთვისაა.

✨დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია:
https://coachinglab.ge/team-coach-foundation/

💫 გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორებიმარიამ თათხაშვილი ქოუჩინგ ლაბი ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის მეორე ნაკადის კურსდამთავრებ...
22/07/2026

💫 გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორები

მარიამ თათხაშვილი ქოუჩინგ ლაბი ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის მეორე ნაკადის კურსდამთავრებული და ACC (ICF) აკრედიტებული ბიზნეს ქოუჩია.

მისი პროფესიული საქმიანობა ადამიანური რესურსების მართვას უკავშირდება. მარიამმა ქოუჩინგური მიდგომა ლიდერობისა და გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად აქცია. სწორედ ამ გამოცდილებამ შეცვალა მისი ხედვა მოსმენის, მხარდაჭერისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ:

💬 „ქოუჩინგი გამოვიყენე, როგორც ლიდერმა გუნდთან კომუნიკაციის დროს და შეიცვალა ყველაფერი - ყველაზე დაუფასებელი „მოსმენის“ კომპეტენციიდან დაწყებული, ძლიერი კითხვებით მხარდაჭერილი ლიდერობით დასრულებული.“

მარიამისთვის ქოუჩინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ადამიანების განსხვავებული პერსპექტივით დანახვა და მათთან ურთიერთობის ხარისხობრივი ცვლილება გახდა.

„დავიწყე მოსმენა კონტექსტებს მიღმა, გამეზარდა ადამიანების მიმართ მიმღებლობა და განსჯა შემიმცირდა, გავაკეთე აღმოჩენები ძლიერი კითხვების საფუძველზე.“

მისთვის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი პროფესიის დაუფლება:

„გარდა ახალი პროფესიის დაუფლებისა, პროგრამის მონაწილე ხდება იმ გარემოს ნაწილი, სადაც ყველა ადამიანი დიდი გაცნობიერებითაა მისული და განვითარების ახალი ეტაპისთვისაა მზად. ქოუჩინგის კომპეტენციების მიღმა, ადამიანები სწავლობენ, როგორ გადავიდნენ ინსპირაციული ლიდერობის ახალ საფეხურზე. ამ პროგრამას შეუძლია გახსნას თვალსაწიერი და ისეთი მოცემულობები აღმოგაჩენინოს, რომლის არსებობის შესახებაც ან არ იცოდი, ან იცოდი, მაგრამ სახელებს ვერ არქმევდი.“

💗 ქოუჩინგ ლაბის კურატორთა გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ცოდნას და გამოხდილებას ადამიანების განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურში აყენებენ.

🌟 გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორებისალომე მახარაძე ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრე...
17/07/2026

🌟 გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორები

სალომე მახარაძე ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია. ის ასევე ACC (ICF) აკრედიტებული ბიზნეს ქოუჩია. პროფესიულად შიდა კომუნიკაციებისა და ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულებით მუშაობს და ქოუჩინგური მიდგომა მისი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ლაბში მიღებულ ცოდნას აქტიურად იყენებს როგორც ბიზნეს ქოუჩინგში, ისე პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ კომუნიკაციაში.

💬 „ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ადამიანების მოსმენის და გაგების სიღრმე. მეტად ვუსმენ ნებისმიერ ადმიანს და თითქოს ისინიც უფრო მეტს მიზიარებენ. ძალიან გამომადგა მოსმენის ეს უნარი ჩემს შვილთან ურთიერთობაშიც.“

მისთვის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის მთავარი ღირებულება მხოლოდ პრაქტიკული ინსტრუმენტების მიღება არ არის.

„ჩემი აზრით, ამ კურსდამთავრებულების ცხოვრების ხარისხი იზრდება, რადგან მეტად ვაკვირდებით, მეტად ვუსმენთ, მეტად გვესმის ჩვენი გარშემომყოფების. პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან ერთად, ქოუჩინგის არსს და დანიშულებას ვსწავლობთ, რაც ამ კურსს განსაკუთრებულ სიღრმეს აძლევს.“

🩷 სალომეს გამოცდილება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ქოუჩინგი იწყება მოსმენით, უნარით, რომელიც ადამიანებთან უფრო ღრმა და გაცნობიერებული კავშირის შექმნაში გვეხმარება.

⭐️ გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორებიქეთი გვარჯალაძე ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის მეორე ნაკადის კურსდამთავრებ...
13/07/2026

⭐️ გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორები

ქეთი გვარჯალაძე ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის მეორე ნაკადის კურსდამთავრებულია (2023). მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში - ხელმძღვანელობს გუნდებს, ავითარებს მენეჯერებს და ატარებს ტრენინგებს. სწორედ ამ გამოცდილებას ახალი განზომილება შემატა ქოუჩინგმა და ლიდერობის მიმართ მისი ხედვა კიდევ უფრო გააღრმავა.

💬 „ქოუჩინგმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: ძლიერი ლიდერი ყოველთვის ის არ არის, ვისაც საუკეთესო პასუხები აქვს. ძლიერი ლიდერი ის არის, ვინც ადამიანებს საკუთარი საუკეთესო პასუხების პოვნაში ეხმარება.“

დღეს ქეთი ACC (ICF) აკრედიტებული ბიზნეს ქოუჩია, ქოუჩინგ ლაბისა და IBCU-ს საერთაშორისო პროგრამების კურატორი და საერთაშორისო ტრენერი. ქოუჩინგური მიდგომა მისი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ის ამ პრინციპებს იყენებს საერთაშორისო გუნდებთან მუშაობისას, მენეჯერების განვითარებაში, ტრენინგებსა და ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„თუ მკითხავენ, რა არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი ღირებულება, ჩემი პასუხი მარტივი იქნება: ის არ გასწავლის მხოლოდ ქოუჩინგს. ის გასწავლის, როგორ შექმნა გარემო, სადაც ადამიანები საკუთარ საუკეთესო ვერსიად იქცევიან.“

💚 ქოუჩინგ ლაბის კურატორთა გუნდს ქმნიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და ქოუჩინგურ მიდგომებს იყენებენ მონაწილეთა მხარდასაჭერად.

☀️ გაიცანით ქოუჩინგ ლაბის  კურატორებიეკა ჯაიანი ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულ...
08/07/2026

☀️ გაიცანით ქოუჩინგ ლაბის კურატორები

ეკა ჯაიანი ქოუჩინგ ლაბის ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულია (2023) და დღეს კურატორების ლიდია. პროფესიით ბიოლოგი და მიკრობიოლოგიის ლექტორი, ის ასევე არის საერთაშორისო აკრედიტაციის ACC (ICF) პრაქტიკოსი ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მუშაობს ინდივიდუალურად კლიენტებთან და ატარებს ტრენინგებს პიროვნული განვითარების მიმართულებით.

ეკასთვის ქოუჩინგი მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. სწორედ ამ მიდგომით მუშაობს სტუდენტებთან, კოლეგებთან, ოჯახთან და, როგორც პროგრამის კურატორი, მხარს უჭერს ახალ მონაწილეებს მათი განვითარების გზაზე.

„ჩემთვის პროგრამამ ორი მიმართულებით მოიტანა უდიდესი ცვლილება. პირველი, შეცვალა ხედვა და დამოკიდებულება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების და სამყაროს მიმართ და მეორე, ქოუჩინგური ტექნიკების ცოდნა - მოსმენა, ღია კითხვების დასმა, პირდაპირი კომუნიკაცია, სტრატგიული აზროვნების, პროექტის კრეატიულად დაგეგმვის და სხვა ინსტრუმენტები, რაც მეხმარება მივიღო უფრო გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და ვიცხოვრო ჩემი ღირებულებების შესაბამისად. მიღებული ცოდნა და გამოცდილება აისახა ცხოვრების ყველა სფეროზე, გაჩნდა მეტი სიმშვიდე და ყოველდღიურობით კმაყოფილება, გააუმჯობესა ჩემი სალექციო კურსის ხარისხი, კოლეგებთან, თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, გამიმარტივდა შვილებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა, რთულ და კრიზისულ პერიოდებში."

ეკა დარწმუნებულია, რომ პროგრამის მთავარი ღირებულება მხოლოდ ახალი უნარების შეძენა არ არის.

„ქოუჩინგი პირველ რიგში ხედვას ცვლის. როდესაც ქოუჩინგური აზროვნებით იწყებ ფიქრს, იცვლები თავად და იცვლება შენი გარემოცვაც. სწავლობ ნდობის შექმნას, ეფექტურ კომუნიკაციას, ისეთ კითხვებს, რომლებიც რეალურ ცვლილებას იწვევს. სწორედ ეს გეხმარება გახდე საკუთარი თავისა და სხვების უკეთესი ლიდერი.“

💙 სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ქოუჩინგ ლაბის კულტურას - განვითარებაზე, მხარდაჭერასა და ნამდვილ ცვლილებაზე დაფუძნებულ გარემოს.

Eka Jaiani Coach 💙

ბიზნესში ძლიერი სტრატეგია მხოლოდ მიზნების დასახვით, გეგმების გაწერითა და შესრულების მართვით არ იქმნება.მის საფუძველში დგ...
23/06/2026

ბიზნესში ძლიერი სტრატეგია მხოლოდ მიზნების დასახვით, გეგმების გაწერითა და შესრულების მართვით არ იქმნება.
მის საფუძველში დგას ის, თუ როგორ ფიქრობს ორგანიზაცია, როგორ მოძრაობს ინფორმაცია სისტემაში და როგორ ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან.

აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს NLP ბიზნეს სტრატეგიები. ეს არის მიდგომა, რომელიც ეხმარება ლიდერებსა და გუნდებს, უკეთ გაიგონ კომუნიკაციის სტრუქტურა, გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა და ორგანიზაციული პროცესების ადამიანური მხარე.

NLP კომუნიკაციის მოდელი გვაჩვენებს, რომ ადამიანები რეალობას ერთნაირად არ აღიქვამენ.
თითოეული ჩვენგანი ინფორმაციას საკუთარი გამოცდილების, რწმენების, ღირებულებებისა და შიდა ფილტრების გავლით ამუშავებს.

ამიტომ ბიზნესში ეფექტური კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის.
ეს არის უნარი, დავინახოთ, როგორ აღიქვამს ადამიანი გზავნილს, რა მნიშვნელობას ანიჭებს მას და როგორ შეიძლება კომუნიკაცია ისე ავაწყოთ, რომ გაჩნდეს სიცხადე, ჩართულობა და საერთო მიმართულება.

NLP ბიზნეს სტრატეგიები ეხმარება კომპანიებს, უფრო გააზრებულად იმუშაონ კომუნიკაციაზე, ინფორმაციის მართვაზე, ლიდერობაზე და ცვლილებების განხორციელებაზე.

🎯 ამ მიმართულებით მუშაობა მონაწილეებს ეხმარება:

✔ უკეთ გაიგონ, როგორ ყალიბდება აღქმა, აზროვნება და ქცევა ბიზნეს გარემოში;
✔ გააანალიზონ NLP კომუნიკაციის მოდელი და გამოიყენონ ის ლიდერობასა და გუნდურ ურთიერთობებში;
✔ შექმნან უფრო მკაფიო, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
✔ სისტემურად მართონ ინფორმაცია, უკუკავშირი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი;
✔ განავითარონ სტრატეგიული ხედვა და უფრო ფართო სურათის დანახვის უნარი;
✔ გამოიყენონ სისტემური მიდგომები ცვლილებების, პროცესებისა და ადამიანური რესურსის მართვაში.

🔗გაეცანით ჩვენს კორპორატიულ ტრენინგებს და შეარჩიეთ თქვენი გუნდის განვითარებისთვის საჭირო პროგრამა: https://coachinglab.ge/trainings/

კომპანიები ძლიერ შედეგებს სტრატეგიით, ტექნოლოგიებითა და პროცესებით ქმნიან, თუმცა გრძელვადიანი წარმატების საფუძველი ხშირა...
18/06/2026

კომპანიები ძლიერ შედეგებს სტრატეგიით, ტექნოლოგიებითა და პროცესებით ქმნიან, თუმცა გრძელვადიანი წარმატების საფუძველი ხშირად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - გუნდი.

სწორედ აქ იჩენს თავს გუნდურობისა და გუნდის განვითარების მნიშვნელობა.

გუნდურობა არ არის მხოლოდ ერთად მუშაობა.
ეს არის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, ღია კომუნიკაცია, პასუხისმგებლობის გაზიარება და უნარი, განსხვავებული ხედვები საერთო შედეგად გარდავქმნათ.

📊 ორგანიზაციებში წარმატებას აღწევენ ის გუნდები, სადაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ, ენდობიან, ეფექტურად თანამშრომლობენ და აცნობიერებენ საკუთარ როლს საერთო მიზნის მიღწევაში.
გუნდის განვითარება ეხმარება ორგანიზაციებს, შექმნან ისეთი სამუშაო კულტურა, სადაც თითოეული წევრი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას, ხედავს საერთო სურათს და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო წარმატებაში.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქოუჩინგ ლაბის გუნდის განვითარების პროგრამა.

🎯 პროგრამა მონაწილეებს ეხმარება:

✔ უკეთ გააცნობიერონ საკუთარი როლი გუნდში;
✔ განავითარონ ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია;
✔ გააძლიერონ თანამშრომლობა და საერთო პასუხისმგებლობა;
✔ კონსტრუქციულად მართონ უთანხმოებები და გამოწვევები;
✔ ჩამოაყალიბონ საერთო მიზნები და ეფექტური სამუშაო შეთანხმებები;
✔ გაზარდონ გუნდის ჩართულობა, მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა.

🔗გაეცანით ჩვენს კორპორატიულ ტრენინგების აქ: https://coachinglab.ge/trainings/

რა ხდება მაშინ, როცა გუნდში ადამიანები საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით?კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არ...
12/06/2026

რა ხდება მაშინ, როცა გუნდში ადამიანები საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით?
კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის. ეს არის ნდობის, თანამშრომლობისა და შედეგების საფუძველი. ხოლო ხარისხიანი უკუკავშირი - განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი.

🔹 როგორ ვთქვათ სათქმელი ისე, რომ გაგვიგონ?
🔹 როგორ მოვუსმინოთ ისე, რომ გავიგოთ?
🔹 როგორ მივცეთ უკუკავშირი, რომელიც მოტივაციას აძლიერებს და არა წინააღმდეგობას?
🔹 როგორ მივიღოთ უკუკავშირი ზრდის შესაძლებლობად?

ქოუჩინგ ლაბის ტრენინგ-პროგრამა „კომუნიკაცია და უკუკავშირი“ გუნდებს ეხმარება, შექმნან უფრო ღია, ეფექტური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო.
2 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები:
▪️ივითარებენ ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკულ უნარებს
▪️სწავლობენ კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემასა და მიღებას
▪️აუმჯობესებენ გუნდურ თანამშრომლობას
▪️ ამცირებენ გაუგებრობებით გამოწვეულ სირთულეებს
▪️აძლიერებენ ნდობასა და ჩართულობას გუნდში
ძლიერი გუნდები იწყება ძლიერი კომუნიკაციით.

🔗თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენი კორპორატიული ტრენინგების შესახებ, ესტუმრეთ ჩვენს საიტს: https://coachinglab.ge/trainings/

კომპანიები კონკურენტულ უპირატესობას ტექნოლოგიებით, პროცესების ოპტიმიზაციითა და ინოვაციებით ქმნიან, თუმცა ადამიანური ფაქტ...
08/06/2026

კომპანიები კონკურენტულ უპირატესობას ტექნოლოგიებით, პროცესების ოპტიმიზაციითა და ინოვაციებით ქმნიან, თუმცა ადამიანური ფაქტორები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ აქ იჩენს თავს ემოციური ინტელექტის (EQ) მნიშვნელობა.

ემოციური ინტელექტი არის უნარი, გავაცნობიეროთ და ვმართოთ საკუთარი ემოციები, გავიგოთ სხვების ემოციები და ეფექტურად ვიმოქმედოთ ურთიერთობებში.

📊 თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციული კულტურის ხარისხს, თანამშრომელთა ჩართულობას, ლიდერობის ეფექტიანობასა და ბიზნეს შედეგებს.

როდესაც ლიდერები და თანამშრომლები ავითარებენ თვითცნობიერებას, ემპათიას, ემოციების მართვისა და ურთიერთობების შენების უნარს, იზრდება ნდობა, უმჯობესდება კომუნიკაცია, ძლიერდება თანამშრომლობა და იქმნება გარემო, სადაც ადამიანები უფრო მეტად არიან ჩართულები, მოტივირებულები და ორიენტირებულები საერთო შედეგზე.

სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება ქოუჩინგ ლაბის ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამა.

🎯 პროგრამა მონაწილეებს ეხმარება:

✔ უკეთ გაიცნობიერონ საკუთარი ქცევები, ემოციები და მათი გავლენა სხვებზე;
✔ განივითარონ ემპათია და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
✔ კონსტრუქციულად მართონ კონფლიქტები და რთული საუბრები;
✔ გააძლიერონ თანამშრომლობა და ნდობა გუნდებში;
✔ გაზარდონ ლიდერული გავლენა და ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი.

შედეგად, გუნდებში ყალიბდება უფრო ჯანსაღი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კულტურა, სადაც ნდობა, პატივისცემა და ეფექტური თანამშრომლობა ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტი დღეს ბიზნესისთვის არა მხოლოდ სასურველი, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპეტენციაა.

🤝შემოგვიერთდით: https://coachinglab.ge/trainings/

ორგანიზაციაში ლიდერობის განვითარება გულისხმობს მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებისა და ტალანტების ზრდისთვის სათანადო...
05/06/2026

ორგანიზაციაში ლიდერობის განვითარება გულისხმობს მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებისა და ტალანტების ზრდისთვის სათანადო გარემოს შექმნას. როგორც კვლევები აჩვენებს, ასეთი თანამშრომლები უფრო მეტად პასუხისმგებლიანები და ჩართულები არიან პროცესებში, როდესაც მკაფიოდ აცნობიერებენ ლიდერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს და ამისთვის შექმნილია მხარდამჭერი კულტურა და გარემო.

ქოუჩინგ ლაბის ტრენინგი "ლიდერობის განვითარება" ეფუძნება ქოუჩინგის მეთოდოლოგიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ დიდი იდეების რეალიზებას გუნდებსა და კომპანიებში. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროგრამა ნერგავს შედეგზე ორიენტირებულ აზროვნებას, ცვლილებებისადმი ღიაობას, უკუკავშირის კულტურას და ლიდერულ ტრანსფორმაციას.

ლიდერობის განვითარების პროგრამის ფორმატი მოიაზრებს:
▫️ვორქშოპების სერიას, რომელიც ორგანიზაციის კონკრეტულ საჭიროებებზე არის მორგებული.
▫️ჯგუფური მენტორინგის სესია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებისთვის.
▫️პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება.

ტრენინგის პროცესში ვიყენებთ:
▫️გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომებს,
▫️რეფლექსიურ და განმავითარებელ დისკუსიებს,
▫️მხარდამჭერ სივრცის შექმნას, სადაც მონაწილეები პიროვნული და პროფესიული ტრანსფორმაციის გზას გადიან.

🔗 ჩვენი ტრენინგებისა და პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის: https://coachinglab.ge/trainings/

Address

61 Davit Aghmashenebeli Avenue
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577716767

Alerts

Be the first to know and let us send you an email when coaching LAB • ქოუჩინგ ლაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to coaching LAB • ქოუჩინგ ლაბი:

Shortcuts

Share