საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანია „ბარსი" დაარსდა 2012 წელს. მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, შპს „ბარსი“-მ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ჩვენ ვქმნით პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს კორპორატიული კლიენტებისათვის და ეს სააღრიცხვო–ანალიტიკური პროგრამები ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მსხვილ კომპანიებს საკუთარი ბიზნესისა და განვითარების შესახებ. გარდა ამისა ჩვენ ვა
ხორციელებთ ჩვენს მიერ შექმნილი და, გარკვეულ შემთხვევებში, სხვა პროგრამების ტექნიკურ მხარდაჭერას, აგრეთვე პროგრამების შემდგომ განვითარებას კორპორაციული კლიენტების მიერ წარმოდგენილი დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად. „ბარსი“-ს მიერ მსხვილი კომპანიებისთვის შექმნილი პროგრამები მთლიანად მორგებულია მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მაღალხარისხიანი მომსახურების მეშვეობით ჩვენ მოკლე ხანში დავაინტერესეთ მსხვილი კომპანიები. ცნობილი კომპანიებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ "ჯეოსელთან", "რიკო ექსპრესთან", "ჯი–ემ–პი"–სთან, რომელთაც უკვე შევუქმენით არაერთი პროგრამა. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვა მსხვილ კომპანიებთან.