UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა

UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა Consulting agency

ადვოკატთა ასოციაციასთან მოლაპარაკების შედეგი და კარგი შესაძლებლობა დაინტერესებული პირებისთვის :) !
04/03/2019

ადვოკატთა ასოციაციასთან მოლაპარაკების შედეგი და კარგი შესაძლებლობა დაინტერესებული პირებისთვის :) !

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და დაინტერესებულნი არიან ადვოკატის ლიცენზიის მოპოვებით, ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში გაიარონ სავალდებულო 9 თვიანი პრაქტიკა მენტორ ადვოკატთან, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან ადვოკატის ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ადვოკატის საკავლიფიკაციო გამოცდა, ვალდებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიაროს 3 თვიანი თეორიული სწავლების კურსი, ხოლო შემდეგ 9 თვიანი პრაქტიკული კურსი მის მიერ შერჩეულ ადვოკატთან, თუ მას ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს მენტორ ადვოკატის სტატუსი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამართლებრივი დახმარებისა და კლინიკური განათლების ცენტრის მენეჯერს ჟანა ჩიქოვანს- [email protected]

UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა
ჟანა ჩიქოვანი

04/02/2019

სამართლის კლინიკის მორიგი წარმატებული საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ!
სამართლის კლინიკის ბენეფიციარი საქართევლოს თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლდა 2017 წელს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მისი თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზრაურება. მიუხედავად გადაწყვეტილებისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იგი სამსახურში არ აღადგინა, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მის მიერ შეტანილი ცვლილების საფუძველზე, რაც რეალურად შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. დავა დაიწყო მეორედ, აღნიშნული ნორმატიული აქტისა და განმეორებით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით მოთხოვნით. ბენეფიციარი ითხოვდა ასევე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნები დააკმაყოფილა სრულად!

25/12/2018

სამართლის კლინიკის მიერ წარმატებით დასრულებული 6 დევნილი ოჯახის საქმის შედეგად, დევნილთა სამინისტრომ ყველა მათგანი უზრუნველყო ქირით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაერთვნენ დევნილთა გრელვადიანი განსახლების პროგრამაში და და ისე როგორც სხვები, ამ პროგრამის ფარგლებში მიიღებენ სახელმწიფოსაგან საცხოვრებელ ფართებს. (მათ დევნილთა სამინისტრო ამის უფლებას არ აძლევდა, იმ მიზეზით, რომ უკვე ჰქონდათ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, თუმცა სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები გააუქმა, რადგან დევნილებისათვის გადაცემული იყო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი შენობა).

25/12/2018

სამართლის კლინიკამ წარმატებით დაასრულა მიმდინარე ზ.მ. - ის საქმე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წინააღმდეგ. დავა ეხებოდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბენეფიციარის დაჯარიმებას, იმ საფუძვლით, რომ იგი ცხოვრობს ავარიულ სახლში და მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა, ვერ ახორციელებს დემონტაჟს. საქმე ეხება მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახს და მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლს, რომლის დემონტაჟისათვის მესაკუთრე წლებია მიმართავს თხოვნით მერიას თუ მუნიციპალიტეტს. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და არის საბოლოო, რომლითაც მოქალქეს გაუუქმდა ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით. შედეგად დემონტაჟის განხორციელების პასუხისმგებლობაც გადანაწილდა სახელმწიფოზე!

25/12/2018

სამართლის კლინიკის კიდევ ერთი საქმე წარმატებით დასრულდა სააპელაციო სასამართლოში! სამართლის კლინიკა იცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2-ჯერ გათავისუფლებულის ო.ქ. -იას ინტერესებს, ამჯერად განაცდური ხელფასის სამინისტროსადმი დაკისრების მოთხოვნით, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ მას, როგორც უაკნონოდ გათავისუფლებულ პირს, სამსახურში აღდგენის შემთხვევაში ასევე ეკუთვნის განაცდური ხელფასი. იძულებით განაცდურს წარმოადგენს ხელფასი, რომელსაც თანამშრომელი მიიღებდა თუ კი მას უკანონოდ არ გაათავისუფლებდნენ.

25/12/2018

სამართლის კლინიკამ წარმატებით დაასრულა მის წარმოებაში არსებული საქმე სააპელაციო სასამართლოშიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის სასარგებლოდ! სააპელაციო საქმეთა პალატამაც, თ.თ. უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნია! ბენეფიციარის ინტერესი მდგომარეობს სამსახურში აღდგენაში, თუმცა წინ კიდევ ერთი ინსტანციაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამჯერად საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

♦️16 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკამ თელავში მდებარე რეგიონალურ ოფისში, ადგილობრივ მოსახლეობას გა...
17/02/2018

♦️16 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკამ თელავში მდებარე რეგიონალურ ოფისში, ადგილობრივ მოსახლეობას გაუწია იურიდიული კონსულტაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე. ასევე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექციები თემებზე : „არასრულწლოვანთა შრომა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.

იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციები, მათ შორის, UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა იურიდიული დახმარების ქს...
05/02/2018

იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციები, მათ შორის, UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა იურიდიული დახმარების ქსელში http://free.mylaw.ge/ ერთიანდებიან.
ქსელის მიზანია, გაუადვილოს საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარების მიღება და ხელი შეუწყოს ამ მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინირებას.
https://eeas.europa.eu/delegations/georgia/37449/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90_ka

საქართველოში იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი შეიქმნა - European Union External Action

30/12/2017

სამართლის კლინიკამ 2017 წლის 29 დეკემბერს წარმატებით დაასრულა დავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სამინისტროს წინააღმდეგ.🏢
სამართლის კლინიკა იცავდა 6 დევნილი ოჯახის ინტერესებს რომელთაც პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცათ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართები.
შენობა, 2016 -2017 წლის საექსპერტო დასკვნების თანახმად, საცხოვრებლად უვარგისი და სიცოცხლისთვის საფრთხის მქონეა და მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მათი დროული გასახლება.
მოსარჩელეები ითხოვდნენ მათ მიმართ გაცემული პრეზიდენტის განკარგულებისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, რათა კვლავ დაექვემდებარონ განსახლების პროგრამას.🏚️🏠🏡🏠🏨🏩
სასამართლომ ბათილად ცნო როგორც პრეზიდენტის განკარგულება, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რითიც დევნილებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ უსაფრხო საცხოვრებელი სადგომი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში.🏛️

26/12/2017

⚪კიდევ ერთი წარმატებული საქმე ✔️
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დავა მინდინარეობდა მოსარჩელე -
თ.თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის. თ.თ უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომლის ინტერესებს საამართლოში იცავდა საქართველოს უნივერსიტეტის "სამართლის კლინიკა".
🔴2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათლად ცნო თავდაცვის სამინისტროს ბრძანება თ.თ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საკითხის შესწავლა სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

14/12/2017

♦️UG სამართლის კლინიკამ 2017 წლის 12 დეკემბერს წარმატებით დაასრულა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. სამართლის კლინიკა იცავდა ბენეფიციარს, რომელიც უკანონოდ მიიჩნევდა მის გათავისუფლებას თავდაცვის სამინისტროდან. შესაბამისად, ბენეფიციარი ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. ასევე, ითხოვდა სამსახურში აღდენას და განაცდურის ანაზღაურებას.
სასამართლომ, 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნო თავდაცვის მინისტრის სადავო ბრძანება და მოპასუხე, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საკითხის შესწავლა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

05/10/2017

📣UG სამართლის კლინიკის კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული დავა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ!!!!!!
სამართლის კლინიკის ბენეფიციარი 2014 წლის 3 აპრილს გათავისუფლდა თავდაცვის სამინისტროდან.ბენეფიციარმა თავისი უფლების დასაცავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დარჩა უზენაესი სასამართლოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბენეფიციარის მოთხოვნები. კერძოდ,ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის ბრძანება, და მოპასუხეს დაევალა საკითხის შესწავლა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. 2016 წელს ბრძანების საფუძველზე ბენეფიციარი აღდგენილ იქნა სამსახურში ,თუმცა თავდაცვის სამინისტროს არ უმსჯელია განაცდურზე.
2017 წლის 2 თებერვალს ბენეფიციარმა კვლავ მიმართა სასამართლოს იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნით,რომელიც შეადგენს 26 591 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა სრულიად დაკმაყოფილებულ იქნა და თავდაცვის სამინისტროს დაევალა სამართლის კლინიკის ბენეფიციარისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება.

🏆🏆🏆🏆🏆

Address

Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

577255804

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to UG Legal Aid Clinic/სამართლის კლინიკა:

Share