27/08/2026
🔥𝐁𝐞𝐫𝐥𝐢𝐧-𝐂𝐡𝐞𝐦𝐢𝐞-ს თანამშრომლებისთვის 𝐒𝐚𝐟𝐂𝐨-მ სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა.
🎯სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის მიზანია თანამშრომლებს ჰქონდეთ არა მხოლოდ შესაბამისი თეორიული ცოდნა, არამედ საგანგებო სიტუაციაში სწორად, სწრაფად და უსაფრთხოდ მოქმედების პრაქტიკული უნარებიც.
📌ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:
✔ ხანძრის წარმოქმნის ძირითადი მიზეზები და რისკები;
✔ ხანძრის შემთხვევაში მოქმედებისა და ევაკუაციის პროცედურები;
✔ ცეცხლმაქრის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპები;
✔ საგანგებო სიტუაციაში პირველადი რეაგირების თანმიმდევრობა.
👷 საგანგებო სიტუაციაზე ეფექტიანი რეაგირება იწყება მომზადებული თანამშრომლით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს საკუთარი როლი და კრიტიკულ მომენტში შეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება.
🤝 მადლობას ვუხდით 𝐁𝐞𝐫𝐥𝐢𝐧-𝐂𝐡𝐞𝐦𝐢𝐞-ს გუნდს აქტიური ჩართულობისა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის.
☎️ თქვენს ორგანიზაციაში სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგისა და საევაკუაციო სწავლების დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 0322 830 221
#სახანძროუსაფრთხოება #შრომისუსაფრთხოება