23/07/2026
ზუგდიდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank ორგანიზებით, თხილის სექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თხილის სექტორში არსებული ტენდენციები და გამოწვევები, გაეცნენ ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს და იმსჯელეს საექსპორტო ბაზრებზე განვითარების პერსპექტივებზე.
ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეზიარებინათ გამოცდილება, მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია და პროფესიულ გარემოში ემსჯელათ სექტორის განვითარების საკითხებზე.
ღონისძიება განხორციელდა შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით Embassy of Switzerland in Georgia