უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards

უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards უსახელაური/ Usakhelauri უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards / Виноградники Усахелаури

2018 წლის მოსავალი - მოიჩქარის თქვენი გულებისკენ...Vintage 2018 - hurrying to your hearts...
11/02/2019

2018 წლის მოსავალი - მოიჩქარის თქვენი გულებისკენ...

Vintage 2018 - hurrying to your hearts...

15/06/2018

„ღვინო დიდი სამყაროა, სადაც უსასრულოდაა შესაძლებელი ძიება და ახლის პოვნა. ღვინოები ადამიანებივით არიან - ყველას ...

21/05/2018
სამყარო ღვინის სამყაროში“უსახელაური ვაზის უიშვიათესი ჯიშია, რომელიც მხოლოდ ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ხარობს. ყ...
21/05/2018

სამყარო ღვინის სამყაროში

“უსახელაური ვაზის უიშვიათესი ჯიშია, რომელიც მხოლოდ ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ხარობს. ყურძნისგან მიიღება წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც გამოირჩევა…

ეს ოფიციალურად...

არაოფიციალურად კი უსახელაური ემოციაა. მრავალფეროვანი თბილი და ფიქრიანი ემოცია. ისეთივე ფაქიზი გემო აქვს, როგორი ფაქიზიც თვითონაა ვაზი. თუმცა ამაზე მერე... ზოგადად ღვინო უძირო სამყაროა, სადაც უსასრულოდაა შესაძლებელი ძიება და ახლის პოვნა. ღვინოები ადამიანებს ჰგვანან - ყველას თავისი ხასიათი, გარეგნობა, ამბები და ლეგენდები აქვს. ალბათ ამიტომ ვერ ამოწურა ადამიანმა... 8000 წელია უვლის ვაზს, აყენებს ღვინოს, ეძებს ახალს, წერს და საუბრობს ღვინოზე დაუსრულებლად... ყველაზე მეტად კი ღვინო ემოციების მრავალფეროვნებაა. უსახელაური კი პატარა სამყაროა ღვინის უკიდეგანო სამყაროში თავისი ისტორიით, ლეგენდებითა და ემოციებით, და რაც მთავარია, ერთადერთობით. ამბობენ, რომ უსახელაური პირველია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ერთია, გამორჩეული და უბადლო. ამიტომ მას ასე ვუწოდებთ: უსახელაური - სამყარო ღვინის სამყაროში.

www.usakhelauri.ge

#უსახელაური
#უსახელოური
#უსახელოემოცია
#სამყაროღვინისსამყაროში

ფოტო - ირაკლი სოლომონიშვილი

21/03/2017

საინფორმაციო პორტალი. სიახლეები, სტატიები, გართობა...

აი ასეთი პატარაა უსახელაურის ვაზის გავრცელების ზონა... ეს ჯიში ძირითადად ლეჩხუმის მხოლოდ სამ სოფელში ოყურეშში ზუბსა და ი...
25/12/2016

აი ასეთი პატარაა უსახელაურის ვაზის გავრცელების ზონა...
ეს ჯიში ძირითადად ლეჩხუმის მხოლოდ სამ სოფელში ოყურეშში ზუბსა და ისუნდერში მოდის, სწორედ ამ ზონაში იძენს უსახელაური ასეთ უნიკალურ გემოვნურ თვისებებს...

უსახელაური ვაზის ქართული ჯიშია, რომელიც მხოლოდ ლეჩხუმში, ძირითადად სამ სოფელში - ოყურეშში, ზუბსა და ისუნდერში მოდის. ყურძნისგან მიიღება ამავე დასახელების ბუნებრივად ნახევრადტკბილი ლალისფერი საკმაოდ სხეულიანი ღვინო, რომელიც გამორჩევა მძაფრი არომატებითა და ჯიშისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, აქვს ხილის (ძირითადად, მაყვლის და კენკრის) განუმეორებელი ტონები.

კომპანია „უსახელაურის ვენახები“ 2001 წლიდან აშენებს ამ უნიკალურ ჯიშს მისი გავრცელების ძირითად ზონებში. ვენახები გაშენებულია მხოლოდ სამხრეთული პროექციის მიწებზე, რაც ყურძნისა და ღვინის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. 2009 წლიდან კომპანიამ ღვინის ჩამოსხმა დაიწყო და ბაზარზეც მოწინავე პოზიცია დაიმკვიდრა. კომპანია მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით აწარმოებს ღვინოს, თანამშრომლობს საქართველოს საუკეთესო მეღვინეებთან და ამით მუდმივად ზრუნავს მაღალ ხარისხზე.

ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამ ჯიშის გადარჩენას და შენარჩუნებას შეუწყო ხელი და ამით ყოველთვის ვამაყობთ.

კიდევ ერთი წარმატება! ქართული ღვინის მე-3 ეროვნულ კონკურსში, ჩვენმა ღვინომ გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო უსახელაური. მ...
03/10/2016

კიდევ ერთი წარმატება! ქართული ღვინის მე-3 ეროვნულ კონკურსში, ჩვენმა ღვინომ გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო უსახელაური. მადლობას ვუხდით ჟიურის და კონკურსის ორგანიზატორებს.

Address

Nutsubidze Street 14
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995599004060

Alerts

Be the first to know and let us send you an email when უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to უსახელაურის ვენახები / Usakhelauri Vineyards:

Share