დაცვის კომპანია ალგანი - Algani Security Company

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დაცვის კომპანია ალგანი - Algani Security Company

დაცვის კომპანია ალგანი - Algani Security Company დაცვის კომპანია "ალგანი"

დაცვის კომპანია "ალგანი" დაფუძნდა 2004 წელს. უკვე 17 წელია რაც წარმატებით აწარმოებს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის მანძილზე, ჩვენ შევიძინეთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან. ალგანის პორტფოლიო 6 000-მდე ორგანიზაციას და კერძო პირს მოიცავს. დღეისთვის, დაცვისა და უსაფრთხოების კომპანიას 1 800 დასაქმებული ჰყავს. ალგანი გთავაზობთ

ბინების, ოფისების, მაღაზიების, რესტორნების, ბარების, სუპერმარკეტების, მშენებლობების, ღამის კლუბების, საავადმყოფოების, კონცერტების, კერძო წვეულებების და ა.შ. დაცვა–უსაფრთხოებას.

🇬🇪 📖 ✍️ „26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოისა“ -  ნოე ჟორდანია.ალგანი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღ...
26/05/2026

🇬🇪 📖 ✍️ „26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოისა“ - ნოე ჟორდანია.
ალგანი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#26მაისი

21/05/2026

თანამედროვე უსაფრთხოება იწყება მარტივი ინსტალაციით და ჭკვიანი მართვით.
Ajax Systems-ის კამერები შექმნილია იმისთვის, რომ ინსტალაცია და მართვა იყოს მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი - ზედმეტი სირთულეების გარეშე.
🔹 სწრაფი ინტეგრაცია - QR კოდის სკანირებით, ვებ-ინტერფეისების გარეშე
🔹 სრული კონტროლი აპლიკაციიდან - პარამეტრების დისტანციური მართვა ნებისმიერ დროს
🔹 AI-დამყარებული გამოსახულება და ჰიბრიდული განათება - მაღალი ხარისხის ვიდეო ნებისმიერ პირობებში
🔹 დამატებითი მოწყობილობების მხარდაჭერა - აუდიო და სიგნალიზაციის ინტეგრაციით
მონტაჟი სწრაფია, მართვა მარტივი, ხოლო შედეგი ეფექტური - მაქსიმალური კონტროლი და უსაფრთხოება.

„იყავი დაცული“ - ალგანი.
ალგანი

📌 2021 წლიდან  #ალგანშიალგანში ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ადამიანური რესურსების  მართვა, თანამშრომლების განვითარებაზე ...
19/05/2026

📌 2021 წლიდან #ალგანში

ალგანში ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა და ძლიერი გუნდის ფორმირებაა.
ადამიანური რესურსები უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
პროფესიონალი, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი გუნდი კომპანიის სტაბილურობისა და ხარისხიანი მომსახურების ინდიკატორია.
ალგანის კორპორატიულ კულტურას პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული თანაგუნდელები ქმნიან. აქ თითოეულ თანამშრომელს საკუთარი რესურსებისა და საერთო მიზნების განხორციელების სრულფასოვანი შესაძლებლობა აქვს.

ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებზე ზრუნვა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვა წარმატების გარანტიაა.

- ეკატერინე ბებიაშვილი
ალგანის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

🛡️ უსადენო დაცვის ტექნიკა - ყველა ტიპის ობიექტისთვისAjax systems-ის ახალი მოწყობილობები ქმნის ისეთი ობიექტების დაცვის შე...
11/05/2026

🛡️ უსადენო დაცვის ტექნიკა - ყველა ტიპის ობიექტისთვის

Ajax systems-ის ახალი მოწყობილობები ქმნის ისეთი ობიექტების დაცვის შესაძლებლობას, რომლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადრე შეზღუდული იყო დროის, ბიუჯეტის, შენობის სპეციფიკის ან მონტაჟის სირთულეების გამო.

უსადენო Grade 3 გადაწყვეტა იდეალურია:
✅ ობიექტებისთვის, სადაც რეგულაციით აუცილებელია დაცვა - ბანკები, საიუველირო მაღაზიები და სხვა მაღალი რისკის ბიზნესი.
✅ დაწესებულებებისთვის, სადაც ინახება სენსიტიური ინფორმაცია ან ძვირადღირებული აღჭურვილობა - ოფისები, სახელმწიფო დაწესებულებები, ლაბორატორიები..
✅ სივრცეები სადაც კაბელების მონტაჟი შეუძლებელია - დროებით აღებული ან ნაქირავები ობიექტები, ისტორიული შენობები ან უკვე დასრულებული ინტერიერები.
✅ სივრცეებისთვის, სადაც განლაგება ხშირად იცვლება - მუზეუმები, გალერეები, საგამოფენო ცენტრები.

📡 უსადენო Grade 3 - როცა ინსტალაცია უნდა იყოს სწრაფი, მოქნილი და მაღალი სტანდარტის.

📌 2019 წლიდან  #ალგანშიტექნიკური გამართულობა, პროცესების სწრაფი და ხარისხიანი მართვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირა...
06/05/2026

📌 2019 წლიდან #ალგანში
ტექნიკური გამართულობა, პროცესების სწრაფი და ხარისხიანი მართვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
ჩემი, როგორც ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის მთავარი პასუხისმგებლობა ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფაა.
უსაფრთხოების სფეროში ტექნიკური ინფრასტრუქტურის სანდოობა კრიტიკულია - თითოეული სისტემა, სწრაფი რეაგირება და შეუფერხებელი ოპერირება ქმნის იმ საფუძველს, რაზეც დგას უსაფრთხოება.
ალგანში ვქმნით გარემოს, სადაც ტექნოლოგიური გამართულობა და გუნდური მუშაობა ყოველდღიური წარმატების საფუძველია.

– დათუნა ჯალიაშვილი
ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი

Euro Games Technology Georgia-სთვის სტაბილური, უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული სამუშაო გარემო ყოველდღიური საქმიანობის მნ...
30/04/2026

Euro Games Technology Georgia-სთვის სტაბილური, უსაფრთხო და კარგად ორგანიზებული სამუშაო გარემო ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

2007 წლიდან, როდესაც Euro Games Technology საქართველოში შემოვიდა, კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს ახალ იდეებსა და სერვისებს. ამ პროცესში საიმედო პარტნიორის როლი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ალგანთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიური ოპერაციები მშვიდად და ორგანიზებულად ვმართოთ. მათი პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა ქმნის გარემოს, სადაც ჩვენი თანამშრომლები და სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ. ეს კი საშუალებას აძლევს ჩვენს გუნდს, კონცენტრირებული იყოს განვითარებასა და ინოვაციებზე.

ზვიად გვარლიანი
შპს „ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

#ალგანი #პარტნიორობა #უსაფრთხოება #ოპერატიულობა

დღის ბოლოს, როცა სივრცე ცარიელდება და კარი იკეტება, იწყება - უსაფრთხოება.ალგანის სიგნალიზაციის სისტემა მუდმივად აკონტროლ...
22/04/2026

დღის ბოლოს, როცა სივრცე ცარიელდება და კარი იკეტება, იწყება - უსაფრთხოება.
ალგანის სიგნალიზაციის სისტემა მუდმივად აკონტროლებს თქვენს ობიექტს - მაღაზია, კაფე თუ სხვა კომერციული სივრცე. ნებისმიერი საფრთხე, შეღწევის მცდელობა ან მოძრაობა დაფიქსირდება მყისიერად და შესაბამისი რეაგირება დაიწყება დაუყოვნებლივ.

✔️ ობიექტის დაცვა, როცა ადგილზე არ ხართ
✔️ სწრაფი რეაგირება
✔️ 24/7 მონიტორინგი

იყავი დაცული
ალგანი

📌 2015 წლიდან  #ალგანში11 წელია ალგანში სხვადასხვა პოზიციაზე ვსაქმიანობ. კომპანიამ პროგრესის და უწყვეტი განვითარების შეს...
17/04/2026

📌 2015 წლიდან #ალგანში

11 წელია ალგანში სხვადასხვა პოზიციაზე ვსაქმიანობ. კომპანიამ პროგრესის და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა მომცა. ეს არის გარემო, რომელიც მუდმივად გიწყობს ხელს პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ ზრდაში.

ამჟამად, ალგანის გუნდში ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ფინანსური პროცესების მართვა, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.
უსაფრთხოების სფეროში ფინანსური სიზუსტე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური გამართულობა. ხედვა, გადაწყვეტილებები და მოქმედებები, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიის სტაბილურობასა და სანდოობაზე.

ალგანი ჩემთვის არის პასუხისმგებლობა, სიზუსტე და მაღალი სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში. აქ ფინანსური მართვა არ არის მხოლოდ ციფრები - ეს არის პროცესების გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და გრძელვადიანი მდგრადობის შექმნა.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული რესურსი სწორადაა განაწილებული და თითოეული გადაწყვეტილება გათვლილია საერთო წარმატებაზე.

– თამთა ალიბეგაშვილი
ალგანის ფინანსური მენეჯერი

12/04/2026

ალგანი გილოცავთ აღდგომას 🌾

09/04/2026

9 აპრილი 1989 🌷 ერთობის და თავგანწირვის მაგალითი

▪ 🥀 მადლობა გმირებს!

#მადლობათავისუფლებისთვის

📹 კამერები შიდა სივრცეებისთვის - უსაფრთხოების გრძნობა, რომელიც ყოველთვის შენთანაა.დღეს, როცა უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ...
01/04/2026

📹 კამერები შიდა სივრცეებისთვის - უსაფრთხოების გრძნობა, რომელიც ყოველთვის შენთანაა.

დღეს, როცა უსაფრთხოება პრიორიტეტულია, შიდა სივრცისთვის განკუთვნილი სამეთვალყურეო კამერები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებაა როგორც სახლისთვის, ისე ოფისისთვის.

🔐 შიდა სივრცის კამერები გაძლევს სრულ კონტროლს იმაზე, რაც შენს სივრცეში ხდება - რეალურ დროში, ნებისმიერ ადგილიდან.

📸 მაღალი ხარისხის გამოსახულება (HD / Full HD / 4K)
🌙 ღამის ხედვა
🎙 ორმხრივი აუდიო
📲 დისტანციური მართვა მობილურიდან
🚨 მოძრაობის დეტექცია
☁️ მონაცემების შენახვა (Cloud / SD ბარათი)
🔄 360° ხედვა

🏠 სად გამოიყენება?
• ბინებში და სახლებში
• ოფისებში
• მაღაზიებსა და კომერციულ სივრცეებში
• ბავშვთა ოთახებში (ვიდეო ძიძა)

💡 თანამედროვე, საიმედო და მარტივად სამართავი სისტემები, რომელიც შენს უსაფრთხოებას ახალ დონეზე აიყვანს.

Address

Giorgi Saakadze II Lane, №8
Tbilisi
0160

Telephone

+995322353253

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაცვის კომპანია ალგანი - Algani Security Company posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დაცვის კომპანია ალგანი - Algani Security Company:

Share