კონსაუდი • Consaudi

კონსაუდი • Consaudi საერთაშორისო ქსელის IECnet წევრი აუდიტურ

12 და 13 სექტემბერს  IECnet-ის მიერ ჩატარდა ღონისძიება კოპენჰაგენში The TEAM (Staff Seminar) 2024. ღონისძიებაზე კონსაუდი...
16/09/2024

12 და 13 სექტემბერს IECnet-ის მიერ ჩატარდა ღონისძიება კოპენჰაგენში The TEAM (Staff Seminar) 2024. ღონისძიებაზე კონსაუდიდან წარდგენილ იყვნენ Magda Kochadze და Salome Dzadzamia. ღონისძიებას ესწრებოდნენ IEC net-ის წევრი აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, შემდეგი ქვეყნებიდან: ინგლისი, დანია,ნიდერლქნდები,საფრანგეთი,იტალია, საქართველო, საბერძნეთი, მალტა საუდის არაბეთი და ესპანეთი. სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1.Teambuilding Workshop
2.Transfer Pricing Documentation
3.“My tax client gets audited: What does the auditor need?”
“I have to perform an audit: How can the tax advisor be
helpful for me?”
4.Benford’s Law
5.New laws for Bookkeeping
6.Update on VAT – Denmark and your country
7.Effective Email Management

ფირმის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის სემინარის მონაწილეებს გაწეული შრომისთვის, ქვეყნის და რაც მთავარია კომპანიის კარგად წარმოჩენისთვის.

20/01/2022
17/07/2019

გთავაზობთ ორმაგად სასარგებლო მომსახურებას

მესამე დ მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ეძლევათ შანსი, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში დახმარების შეძენის ფარგლებში, თანმდევი მომსახურების სახით მიიღონ საწარმოს ბუღალტრის კომპეტენცია ფინანსური ანგარიშგების შედდგენაში. ამ შედეგის მისაღწევად გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადების დაგეგმვას და ეტაპობრივ კონსულტაციას ანგარიშგების შესადგენად აუცილებელ ყველა ნაბიჯთან დაკავშირებით. ანგარიშგების მომზადების ყველა პროცესს შეასრულებს საწარმოს ბუღალტერი ჩვენი სპეციალისტების მეთვალყურეობით. ანუ, საბოლოო პროდუქტს შექმნის საწარმოს ბუღალტერი და არა კონსულტანტი. ამგვარად, მომსახურებისთვის გაღებული სახსრებთ საწარმო მამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას და ინვესტიციას განახორციელებს მომდევნო წლების ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებლად მომზადებაში.

10/01/2019

მესამე კატეგორიის საწარმოთა ბუღალტრებს!

გაუზიარეთ კოლეგებს!

მე-3 კატეგორიის საწარმოებმა 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადონ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს) საფუძველზე. ფინანსური ანგარიშგება ამავე ვადაში უნდა იყოს წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. შესაბამისად, აღრიცხვის დარგის სპეციალისტების უმეტესობას, რომლებიც ამ კატეგორიის საწარმოებში არიან დასაქმებული, პირველად მოუწევთ მსს ფასს-ის გამოყენება. მიზნის მისაღწევად, მინიმუმ შემდეგი 15 პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა იქნება აუცილებელი:
ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცედურები
1 სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება
2 მატერიალური აქტივების ნაშთების დადგენა
3 ოპერაციების სისრულის დადგენა
4 ოპერაციების დროში გამიჯვნა
5 სააღრიცხვო ნაშთების განსაზღვრა
6 მატერიალური აქტივების ნაშთების შედარება საბუღალტრო ნაშთებთან
7 ნაშთების შედარება დებიტორ-კრედიტორებთან
8 სააღრიცხვო შეფასებების განხორციელება
9 კორექტირებები მსს ფასს-ის პირველად გამოყენების შედეგად
10 ანგარიშგების შინაარსის პროექტის შემუშავება
11 ფინანსური შედეგის განსაზღვრა
12 ფინანსური მდგომარეობის დადგენა
13 ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადება
14 განმარტებითი შენიშვნების მომზადება
15 ფინანსური ანგარიშგების განხილვა ხელმძღვანელობასთან
ყოველი მათგანი დამატებითი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს ბუღალტრებისა და საწარმოს ხელმძღვანელებისაგან.
კონსაუდი გეგმავს ღია კარის დღის ჩატარებას მე-3 კატეგორიის ბუღალტრებისათვის ჩამოთვლილი ნაბიჯების განსახილველად. განხილვას დაეთმობა 2 საათი. დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ ელ. ფოსტით: [email protected] მიმდინარე წლის 20 იანვრამდე. ღია კარის დღის ჩატარების თარიღს გაცნობებთ წერილობით.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური გეგმავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სახის შეხვედ...
19/11/2018

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური გეგმავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სახის შეხვედრებს თბილისში, ბათუმსა და თელავში. დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ქვემოთ მოტანილი ბმულის საშუალებით.

ბმული: https://goo.gl/forms/h7lXbDwIEzs0v5cz2

დარეგისტრირებულ მონაწილეებს ინფორმაცია ადგილმდებარეობის და დღის წესრიგის შესახებ მიეწოდებათ დამატებით, რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ....

08/11/2018

ციფრები, რომლებიც პროფესიაზე მეტყველებენ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე
https://www.saras.gov.ge/Content/files/SARAS_accountants_survey_2018.pdf გამოქვეყნდა ბუღალტერთა გამოკითხვის შედეგები.

06/11/2018

მესამე კატეგორიის საწარმოებს პირველად უწევთ მსს ფასს-ის გამოყენება 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად. როგორც წესი, როდესაც ახალი სტანდარტი ინერგება, საწარმოებში აუცილებელი ხდება იმ სისტემებისა და პროცესების შეცვლა, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.

ახალი სტანდარტის ეფექტურად დასანერგად აუცილებელია კონსულტანტების მხარდაჭერა და კონსულტაციები.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოსცა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთა...
06/11/2018

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოსცა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (მსს ფასს) სასწავლო მასალის 8 მოდული.
უკვე სახეზეა მსს ფასს-ის 18 მოდული. მათი გამოყენება შესაძლებელია უფასოდ www.ifrs.org -ზე რეგისტრაციის შემდეგ.

The IFRS Foundation is developing stand-alone modules, one for each section of the 2015 version of the IFRS for SMEs Standard.

Address

წერეთლის 61
Tbilisi
0154

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კონსაუდი • Consaudi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კონსაუდი • Consaudi:

Share