დერგი • Dergi

დერგი • Dergi ვაწარმოებთ მხოლოდ ქვევრის ღვინოს
Produce only QVEVRI wine

დერგი, ისევე როგორც ქვევრი, უძველესი ქართული კერამიკული საღვინე ჭურჭლია.
სულხან-საბას მას სწორედ საღვინე ჭურჭლის ჩამონათვალში მოიხსენიებს: "ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვინი, ლაგვინარი და მისთანანი". "ლექსიკონი ქართული" ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: "დერგი – ჭურთ უმცირესი". როგორც ჩანს, დერგი შუალედური რგოლი იყო მიწაში ჩაფლულ ქვევრებსა და სუფრის ჭურჭელს (ხელადა, დოქი, სურა) შორის. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დანიშნულების გარდა, დერგიც და ქვევრებიც ხშირად ხორბლის, ყველისა და მწნილის შესანახადაც გამოიყენებოდა ხოლმე.
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქრისტეს შობამდე მეექვსე ათასწლეულით დათარიღებული დერგის კედელზე მიმხმარი ყურძნის წიპწაა აღმოჩენილი. ეს წიპწა კულტურული ვაზის (Vitis vinifera-ს) აბორიგენილ ჯიშს მიეკუთვნება და თავისი ასაკით ყველაზე ძველია მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ კულტურული ვაზის წიპწებს შორის. იმ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენმა შორეულმა წინაპარმა ველური ვაზი ტყეს გამოსტაცა და საკუთარი სამეურნეო კულტურის საფუძვლად აქცია, საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება ღვინის დაყენების უწყვეტი ტრადიცია და განსაკუთრებული ტექნოლოგია, რომელიც უნიკალური თვისებების მქონე, დახვეწილი და მდგრადი ღვინის დაყენების საშულებას იძლევა.

Address

39 Belinski Str
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დერგი • Dergi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დერგი • Dergi:

Shortcuts

Share