ქვევრის მზე / Qvevris Mze

ქვევრის მზე / Qvevris Mze ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება
Ancient Art Of Wine Making Qvevris Mze – In Georgian means the sun (mze) of the Qvevri (wine-making jar).

For English please scroll down ⬇️
ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში პირველია ქართული ღვინის ბაზარზე ქვევრის კახური ტიპის ღვინის წარმოებითა და გაყიდვებით. ღვინის დაყენებაში შერწყმულია ოჯახური ტრადიციები, ქვევრის მოვლის საიდუმლოებები და თანამედროვე მეღვინეობა.
ღვინო ქვევრის მზე_ს წარმოებას საფუძვლად უდევს უძველესი კახური მეთოდი - ქვევრის ღვინის წარმოება (ქვევრი - დიდი თიხის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენ

ება ქართული ტრადიციული ღვინის დუღილის, შენახვისა და დაძველებისთვის).
ქვევრის მზე_ს მომხმარებლებს სჯერათ, რომ ჩვენი ღვინო ისეთივე სუფთა და ბედნიერების მომტანია, როგორც მზე. როგორც მზე არის სიცოცხლის ერთ-ერთი საწყისი წყარო, ჩვენი ღვინოც გამოირჩევა სიხალისითა და სიკამკამით.
იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი დაამატა. ეს ფაქტი მიუთითებს ღვინის ქვერში დაყენების მეთოდის უნიკალობაზე და იგი წარმოადგენს გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო არის ძველი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი.
ტყუპების საღვინე სახლი_ს ღვინო მზადდება ნაფარეულის მიკროზონის ვენახებში მოსული საუკეთესო მოსავლისგან. ღვინო გადის ბუნებრივ ფილტრაციას ქვევრში. ქვევრი არ საჭიროებს ჭურჭლის ქიმიურ დამუშავებას. ქვევრის ფილტრაციის ტრადიციული მეთოდი ღვინის ხარისხსა და გემოს ხდის განსაკუთრებულს და განასხვავებს სხვა ღვინოებისგან.
ქვევრის მზე ხელმისაწვდომია უცხოურ ბაზრებზე, როგორიცაა: იაპონია, რუსეთი, გერმანია, ჩინეთი, ინგლისი, შვედეთი და ამერიკა. The wine production of ''Twins Wine House in Napareuli'' is based on the oldest Kakhetian method, such as producing wine in Qvevri (large earthenware vessel used for the fermentation, storage and aging of traditional Georgian wine). Our consumers believe that our wine is as pure and as joyful as the sun. In 2013, UNESCO added the traditional Georgian method of making wine in Qvevris to its list of intangible cultural heritage. It points to the uniqueness of this method and it is also a message for the whole world that wine is an integral part of ancient Georgian culture. The wine of ''Twins Wine Cellar'' is made from the best crop picked in the vineyards of Napareuli micro zone. The wine goes through the natural filtration in Qvevri, which does not require chemical processing of the vessel, which makes its quality and taste special and different from other wines. The wine of "Qvevris Mze" is available on the international market such as: Japanese, Russian, German, Chinese, English, Swedish and American.

24/02/2025
🍷 დასრულდა პროფესიული მომზადების პროგრამა „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“!🍇 მონაწილეებმა შეიძინეს უნარები ქვევრი...
11/12/2024

🍷 დასრულდა პროფესიული მომზადების პროგრამა „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“!

🍇 მონაწილეებმა შეიძინეს უნარები ქვევრის მოვლის, ფერმენტაციის მართვის, ღვინის ფრაქციებად ამოღებისა და ორგანოლეპტიკური შეფასების მიმართულებით.

📜 მონაწილეებს გადაეცათ სახელმწიფო სერტიფიკატები.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებას ღვინის სამყაროში!

🍷 ისწავლე და  მიიღე კვალიფიკაცია: „ქვევრის და ქვევრის სპეციალისტი“🍇 მექვევრეთა და ქვევრის ღვინის ასოციაცია, ააიპ „ქვევრი...
29/08/2024

🍷 ისწავლე და მიიღე კვალიფიკაცია: „ქვევრის და ქვევრის სპეციალისტი“

🍇 მექვევრეთა და ქვევრის ღვინის ასოციაცია, ააიპ „ქვევრის მზე" იწყებს მე-4 ნაკადის სწავლებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი".

📚 ჩატარდება თეორიული სწავლება, პრაქტიკული მეცადინეობები, ქვევრის ღვინოების დეგუსტაციები.

🎯ისწავლება 4 შედეგი:
• ქვევრში ფერმენტაციის მართვა
• ქვევრიდან ღვინის ფრაქციებად ამოღება
• ქვევრის მოვლა და შენახვა
• ქვევრის ღვინის შეფასება, ორგანოლოპტიკა

📝 პროგრამა დამტკიცებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, გაიცემა სახელმწიფო ორენოვანი სერტიფიკატი დანართით.

⏳ სწავლების ხანგრძლივობა - 6 კვირა

📞 ტელეფონი: 598 12 33 99

📧 ელფოსტა: [email protected]

🔗 რეგისტრაციის ლინკი: https://vet.emis.ge/ #/registration

ℹ️ დამატებითი ინფორმაციისათვის: https://vet.emis.ge/ #/training-programs

01/07/2024
💥 გაატარე კვირის დღეები ნაფარეულში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებით 17 ივნისიდანმ 21 ივნისის ჩათვლით:1 ღამე 2 პერსონა...
17/06/2024

💥 გაატარე კვირის დღეები ნაფარეულში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებით 17 ივნისიდანმ 21 ივნისის ჩათვლით:

1 ღამე 2 პერსონა საუზმით 150 ლარი, საუზმით და ვახშმით - 199 ლარი
2 ღამე 2 პერსონა საუზმით 250 ლარი, საუზმით და ვახშმით - 299 ლარი

✨ღირებულებაში გათვალისწინებულია:სასურველი კვება, ქვევრის და ქვევრის ღვინის მუზეუმი, ღვინის დეგუსტაცია

📞 სასტუმროსა დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 333 884

25/10/2023

Address

Berdzenishvili Street No 6
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქვევრის მზე / Qvevris Mze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ქვევრის მზე / Qvevris Mze:

Share