25/10/2022
📢 DL101GE-ზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
📚 ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.
🆓 DL101GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსია, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან, WIPO-სა და საქპატენტის ინიციატივით კი უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების სწავლების განვითარებული საფეხურის კურსების შესწავლა.
📖 DL101GE შედგება 13 მოდულისგან, მისი ხანგრძლივობა 6 კვირაა და მას ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები).
💬 WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
🔍 რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
➡️ https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/
#ინტელექტუალურისაკუთრება