საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია • Georgian SME Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია • Georgian SME Association

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია • Georgian SME Association საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა
Supporting SME Sector in Georgia GSMEA უზრუნველყოფს რომ თქვენ ამ ინფორმაციას დორულად ფლობდეთ.

წევრობის უპირატესობები

ღია საბაზრო ეკონომიკის შედეგად თქვენ გიწევთ ჰიპერკონკურენტულ გარემოში მუშაობა. შესაბამისად თქვენი მცირე ან საშუალო კომპანიის განვითარება საკმაოდ რთული პროცესი იქნება. ღია ეკონომიკა ახალ შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა ხშირად ცვალებადი კანონმდებლობა და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური ტენდენციები ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებთ. GSMEA, როგორც ძლიერი პარნტნიორი ადვოკატირებას გაუწევს თქვენს ინტერესებს, დაგეხმარებათ უკეთეს კომუნიკაციაში რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რაც გჭირდებათ. ადვოკატირებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეშვეობით GSMEA ზრუნავს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. სწორედ თქვენნაირი ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას და აუმჯობესებს ცხოვრების დონეს საქართველოში. GSMEA თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.

ადვოკატირების ფუნქცია

GSMEA მზად არის მიაწვდინოს თქვენი ხმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ კანონები, ბრძანებები და რეგულაციები, რომლებსაც ისინი შეიმუშავებენ და მიიღებენ სასიკეთოა ბიზნეს გარემოსთვის და არ მიაყენებენ ზიანს მეწარმეებს. GSMEA დაგეხმარებათ რომ თქვენი საქმიანობა შესაბამისობაში იყოს კანონებთან და რეგულაციებთან. GSMEA მოგისმენთ, გააანალიზებს ახალ კანონებსა და რეგულაციებს, რათა გაიგოს მათი გავლენა თქვენს ბიზნესზე და შექმნის რეკომენდაციებს, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. ჩვენ ვმუშაობთ ახალ საგადასახადო სქემებზე, რომელიც იქნება უფრო რეალისტური და ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ასევე ვმუშაობთ რომ შეიქმნას ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო ინიციატივები.

ეფექტური კომუნიკაცია

GSMEA-სთან ერთად თქვენი კოლექტიური ხმა უფრო ძლიერი და ყურადსაღები იქნება. იგი ბევრად უფრო ეფექტური გახდება ვიდრე ცალკე აღებული მეწარმის თუ კომპანიის ხმა, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლად მიიტანოს საკუთარი პრობლემები სახელმწიფო, საფინანსო ინსტიტუტებამდე და საერთაშორის ორგანიზაციებამდე. ასოციაცია საკუთარ წევრებს მუდმივად აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა ბიზნეს-ფორუმებში, კონფერენციებში, სხვა და სხვა გამოფენებში, სადაც მათ ეძლევათ შანსი დაამყარონ კავშირი და სამომავლოდ ბიზნეს-ურთიერთობები პოტენციურ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და მომწოდებლებთან. ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირება ვფიქრობთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფირმებისთვის.

უკეთესი კვალიფიკაცია

GSMEA მეშვეობით შეძლებთ შეიძინოთ ის უნარები რაც საჭიროა თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის - პერსონალის მართვა, ბიუჯეტირება და ფინანსური მენეჯმენტი ბიზნეს-წინადადებების მომზადება, მარკეტინგული გეგმების ორგანიზება და მრავალი სხვა. GSMEA ტერენინგების სემინარებისა და სხვადასსხვა კურსების მეშვეობით ხელს უწყობს უფრო და უფრო მეტ კომპანიას განვითრებაში. განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა საკუთარი ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებულ ისეთ იდეებს, რომელთა ინიციატორები ქალები და ახალგაზრდები არიან.

საკონსულტაციო მომსახურება

თუ გესაჭიროებათ დახმარება, რათა სწორად დაგეგმოთ ბიზნესის დაწყება, ან გაქვთ შეკითხვები საგადასახადო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე, ბიზნეს-გეგმის მომზადებაზე ან დაფინანსებაზე, GSMEA გაგაცნობთ ექსპერტ-კონსულტანტებს, საერთაშორისო პარტნიორებს და ასევე, თქვენს პარტნიორებს სხვა კომპანიებიდან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას იმ სფეროში და შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

თქვენ გესაჭიროებათ დროული ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე ან ახალ რეგულაციებზე. GSMEA-ს მეშვეობით ასევე მოიპოვებთ ინფორმაციას ინოვაციებზე თქვენს ინდუსტრიაში, პროდუქტებზე და მომსახურებზე, რომელიც დაგეხმარებათ იმოქმედოთ უფრო ეფექტურად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.📆 საჯარო ლექციის თარიღი: 3 ივნისი 2026 წელი🚀 ...
27/05/2026

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.
📆 საჯარო ლექციის თარიღი: 3 ივნისი 2026 წელი

🚀 თემატიკა: წყლის რესურსების მართვა და მწვანე ეკონომიკა

*📜 საკანონმდებლო მიმოხილვა - წამყვანი ნინო თხილავა - საქართველოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
*🌱 მწვანე დაფინანსება - პროკრედიტ ბანკი - წამყვანი ალექსანდრე ჯაშიაშვილი;
*⚙️ ტექნიკური გადაწყვეტები - შპს ბლუ უოთერსი - წამყვანი არჩილ ლურსმანაშვილი;

📍 ადგილი:
🏦 ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი – პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, საკონფერენციო დარბაზი

📌 დასწრება უფასოა და ადგილები შეზღუდულია, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა!
🔗 რეგისტრაციის ბმული:https://forms.gle/gAQcVWWuSjy5twZX6

26/05/2026

ძალიან კარგი შეხვედრა იყო, დიდი მადლობა ყველა დამსწრეს, ორგანიზატორებს და პარტნიორებს!

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.📆 საჯარო ლექციის თარიღი: 25 მაისი 2026 წელი🚀 ...
19/05/2026

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.

📆 საჯარო ლექციის თარიღი: 25 მაისი 2026 წელი

🚀 თემატიკა:

*🏢 ბიზნესის ტრანსფორმაცია, კომპანიის სტრუქტურის ცვლილება - უჩა ქირია;
*⚙️ პროცესის მართვა, უსაფრთხობა და აღსრულება - შალვა ბუავა;
*💵 ბიზნესის ტრანსფორმაციის საგადასახადო დაბეგვრა - მიხეილ ჭელიძე;
*📦 ბიზნესის ტრანსფორმაციის დროს აქტივების მიღება/გადაცემის საკითხები - ნიკოლოზ გურგენიძე;
📍 ადგილი:
🏦 ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი – პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, საკონფერენციო დარბაზი
📌 დასწრება უფასოა და ადგილები შეზღუდულია, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა!
🔗 რეგისტრაციის ბმული:https://forms.gle/uxDc5LKDiRPjssJr7

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მადლობა ფინანსთა სამინისტროს!
27/04/2026

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მადლობა ფინანსთა სამინისტროს!

21/04/2026
03/04/2026

B4B საჯარო ლექციების საგაზაფხულო სეზონი დაიწყო, მადლობა პროკრედიტ ბანკს მასპინძლობისთვის და ბიზნესპარტნიორს გადაცემაში მოწვევისთვის!

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.📆 საჯარო ლექციის თარიღი:  3 აპრილი 2026 წელი🚀...
23/03/2026

📢 საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია გიწვევთ საჯარო ლექციაზე.

📆 საჯარო ლექციის თარიღი: 3 აპრილი 2026 წელი

🚀 თემატიკა:

*🔐 კიბერუსაფრთხოება — გურამ ნაცვალაძე - სქაიჰაი;
*☁️ გუგლის და მაიკროსოფტის პროდუქტები — ალექსანდრე ჩიქოვანი - სქაიჰაი;
*🛡️ პერსონალური მონაცემების დაცვა — თათული დოლიძე - BCC;
*⚠️შრომის უსაფრთხოება - ნუცა ბასილაშვილი - HSE ჯგუფი;

📍 ადგილი:
ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი – პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, საკონფერენციო დარბაზი
📌 დასწრება უფასოა და ადგილები შეზღუდულია, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა!
🔗 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/TMwzTHzuzVeQ8anE9

04/02/2026
28/01/2026

ფულის აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები SME სექტორში - "დილის მონეტიზაციის" სტუმარია “ინვენტერის” დამფუძნებელი ნიკოლოზ გურგენიძე

Address

Ts. Dadiani Str. 7, Room A424
Tbilisi
0101

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322420303

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია • Georgian SME Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია • Georgian SME Association:

Shortcuts

Share