მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიერ, დიდი ხანია გათავისებულია, რომ აუდიტორული საქმიანობა ეკონომიკის და ბიზნესის ეფექტიანად ფუნქციონირების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
ეს გასაგებიცაა, რადგან სულ უფრო იზრდება საწარმოთა მიერ მომზადებული ფინანსური და სხვა სახის სამეურნეო ინფორმაციის როლი ოპერატიული თუ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გადაწყვეტილება მით უფრო ოპ
ტიმალურია, რაც უფრო მაღალია თვით ამ ინფორმაციის ხარისხობრივი კომპონენტები საიმედოობა, შესაბამისობა, შესადრისობა, ოპერატიულობა, სისრულე, კონფიდენციალურობა და ა.შ. აუდიტის ძირითადი ფუნქცია სწორედ ამ კომპონენტების მაქსიმალურად სრულად უზრუნველყოფაში მდგომარეობს.
საქართველოს თითქმის ყველა დარგის სწრაფი რეფორმირება და წინსვლა, რასაც საერთაშორისო ეკონომიკური და სხვა ინსტიტუტებიც აღიარებენ, მოითხოვს ბიზნესის მართვის ისეთ საფეხურს, რომელიც მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩაგვაყენებს.
სწორედ დღევანდელი გამოწვევების წარმატებით გადალახვაში და თქვენი საქმინობის სწორედ დაგეგმაში ჩვენ დაგეხმარებით.
ჩვენ გვაქვს ცოდნა, კვალიფიკაცია, გამოცდილება, უნარი და სურვილი თქვენთან ერთად აღმოგიჩინოთ ქმედითი დახმარება, თქვენთვის სასურველ ყველა საკითხზე.