Xperience • იქსფირიენს

Xperience • იქსფირიენს Research & Experience Management Consulting More than just advisors, we are collaborators. Experience is more than our name – it's a call to action.

Core Philosophy: At Experience, we believe that genuine experiences spring from the heart, transcending mere construction. We join forces with you to unearth untold stories, evoke profound emotions, and navigate thrilling new journeys. Our Commitment: We forge meaningful bonds between your brand, your team, and your clients. Delving deep into individual aspirations, dreams, and obstacles, we craft personalized experiences that resonate on a human level. Our Vision: To become the foremost catalyst in transforming businesses into exemplars of authentic, person-centric experiences. We envision a future where each interaction forges a connection, intensifies engagement, and crafts enduring memories. It’s an invitation to embark on a journey with us, to uncover the power of connection, and to create experiences that leave an indelible impact on the world.

თანამედროვე მომხმარებელი აღარ წერს საჩივარს, არც ცხელ ხაზზე რეკავს. ის უბრალოდ გადადის კონკურენტთან, ერთი კლიკით.📑Harvar...
10/08/2026

თანამედროვე მომხმარებელი აღარ წერს საჩივარს, არც ცხელ ხაზზე რეკავს. ის უბრალოდ გადადის კონკურენტთან, ერთი კლიკით.

📑Harvard Business Review-ს კვლევამ დაამსხვრია მითი, რომ მომხმარებლის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი „გაოცება“ (Wow Effect), საჩუქრები და ლოიალობის რთული სისტემები. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს სიურპრიზებზე მეტად პროცესის სიმარტივე და შეუფერხებელი სერვისი სურს.

🌐როდესაც ადამიანი ციფრულ ბარიერს აწყდება, მისი უარყოფითი რეაქცია 4-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოზიტიური საჩუქრით გამოწვეული ემოცია.

Gartner-ის მონაცემებით, B2B და B2C მომხმარებელთან ურთიერთობის 80%-ზე მეტი ციფრულ არხებში გადავიდა. თანამედროვე მყიდველს აღარ სურს ხანგრძლივი შეხვედრები ან რთული ბიუროკრატია. მას სურს ინტუიციური თვითმომსახურება.

🔴 მთავარი კანონი: რაც უფრო მეტ ძალისხმევას სთხოვთ მომხმარებელს, მით უფრო სწრაფად იზრდება მისი დაკარგვის რისკი.

რა ხდება ქართულ რეალობაში? ადგილობრივი მომხმარებლის ქცევა სპეციფიკურია. ქართველ მომხმარებელს აქვს უსაფრთხოებისა და ნდობის მაღალი მოთხოვნა, ამიტომ ნებისმიერი გაურკვეველი ნაბიჯი პროცესის მიტოვების მიზეზი ხდება.

ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში მომხმარებლის გზის სიღრმისეულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ განაცხადის მიტოვების მთავარი მიზეზი არა ფასი, არამედ რეგისტრაციისას არსებული გაურკვეველი ველები იყო. პროცესის გამარტივებამ და ზედმეტი ნაბიჯების მოშორებამ კონვერსია 35%-ით გაზარდა.

🫂მომხმარებლის შენარჩუნება არ არის იღბალი - ეს ზუსტი ინჟინერიაა. თუ ბიზნესი გადაწყვეტილებებს მხოლოდ ინტუიციით იღებს, ის უკანა ხედვის სარკეში იყურება. რეალური კვლევები კი საქარე მინაა, რომელიც გზას გვიჩვენებს.

❓როდის შეამოწმეთ ბოლოს, რამდენი წამი და ნაბიჯი სჭირდება თქვენს პლატფორმაზე სასურველი შედეგის მიღწევას?

👁️‍🗨️თუ გსურთ გაიგოთ, სად კარგავთ მომხმარებელს და როგორ აქციოთ ციფრული გამოცდილება თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად, ვფიქრობთ იცით როგორ მოიქცეთ

წარმოიდგინეთ: 25 წუთი რიგში დგახართ, დაღლილი ბრუნდებით სახლში და SMS მოდის: „1-დან 10-მდე ქულით შეაფასეთ ჩვენი მომსახურე...
29/07/2026

წარმოიდგინეთ: 25 წუთი რიგში დგახართ, დაღლილი ბრუნდებით სახლში და SMS მოდის: „1-დან 10-მდე ქულით შეაფასეთ ჩვენი მომსახურება.“ სავარაუდოდ, ამ შეტყობინებას უბრალოდ წაშლით.

-ის კვლევით, ტრადიციული გამოკითხვების პასუხის კოეფიციენტი (Response Rate) გლობალურად 5%-10%-მდე შემცირდა. ადამიანები გადაიღალნენ კითხვარების შევსებით, რომლის შედეგსაც დაუყოვნებლივ არ გრძნობენ.

რატომ აღარ მუშაობს ტრადიციული NPS?

როდესაც მომხმარებელი დაბალ ქულას გიწერთ, ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მან უკვე მიიღო უარყოფითი გამოცდილება და დიდი ალბათობით, ალტერნატივას ეძებს.

სწორედ ამიტომ გადადიან ბაზრის ლიდერები პროგნოზირებად CX-ზე. როცა სისტემა ხედავს, რომ ადამიანმა რიგში 25 წუთი დაიცადა, ის მომენტალურად ავლენს რისკს და იძლევა სიგნალს პროაქტიული ნაბიჯისთვის - სანამ მომხმარებელს დავკარგავთ.

-ის ანგარიშების თანახმად, კომპანიები, რომლებიც იყენებენ პროგნოზირებად CX ანალიტიკას, 2.5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან და ბევრად ეფექტურად ინარჩუნებენ მომხმარებლებს.

NPS კვლავ რჩება კომპანიის სიჯანსაღის ინდიკატორად. მან უნდა მიგვანიშნოს, სად გვაქვს პრობლემა, ხოლო ოპერაციულმა მონაცემებმა და სიღრმისეულმა CX ანალიზმა გვითხრას, როგორ გამოვასწოროთ ის.

იქსფირიენსში ვეხმარებით კომპანიებს, გასცდნენ ზედაპირულ გამოკითხვებს და შეიქმნან სისტემა, სადაც მომხმარებლის გამოცდილება პროგნოზირებადი და გაზომვადი ბიზნეს-შედეგია.

თქვენ ჯერ კიდევ წარსულის ქულებს იკვლევთ, თუ უკვე პროგნოზირებთ ხვალინდელ ქცევას?

🛑 იცით, რა იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვარაუდი?80-იან წლებში Coca-Cola-ს მენეჯმენტი საკუთარ ინტუიციას ენდო: „ხა...
22/07/2026

🛑 იცით, რა იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვარაუდი?

80-იან წლებში Coca-Cola-ს მენეჯმენტი საკუთარ ინტუიციას ენდო: „ხალხს უფრო ტკბილი გემო უნდა“ - თქვეს მათ და ბაზარზე New Coke გამოუშვეს.

შედეგი? მასობრივი პროტესტი და მილიონობით დოლარის ზარალი. მათ გაითვალისწინეს მხოლოდ ლაბორატორიული გემოვნური ტესტის შედეგი, მაგრამ არ გამოიკვლიეს მომხმარებლის ემოციური კავშირი ბრენდთან.

ეს გახდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი „მე ასე მგონია“.

💡 ბიზნესში ვარაუდი ყველაზე ძვირი შეცდომაა.

ამის მიუხედავად, დღესაც ხშირად ვენდობით ინტუიციას:
❌ „ახალი ციფრული პროდუქტი არ მუშაობს? ალბათ მარკეტინგია სუსტი.“
❌ „მომხმარებელი მიდის? ალბათ ფასის გამო.“

მაგრამ რეალობა სულ სხვაა:
: B2B მყიდველების 77% აცხადებს, რომ ყიდვის პროცესი რთულია - კომპანიებმა კი არც იციან, სად იქმნება პრობლემა.
: Data-Driven კომპანიები 23-ჯერ უფრო ხშირად იზიდავენ და 6-ჯერ უკეთ ინარჩუნებენ მომხმარებელს.

🔍 ინტუიცია გეუბნებათ, რა მოხდა გუშინ.
📊 მონაცემი გიჩვენებთ, რა მოხდება ხვალ.

სიღრმისეული კვლევა ბნელ ოთახში სინათლის ანთებას ჰგავს:
🎯 ფოკუს ჯგუფები / გამოკითხვები - ხსნის რეალურ მოტივაციას.
🎯 CX ანალიზი - აჩვენებს, რატომ მიდიან მომხმარებლები სინამდვილეში.
🎯 EX & DX ანალიზი - ააშკარავებს, რა აფერხებს გუნდს და ციფრულ ზრდას.

🏆თანამედროვე ბაზარზე იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე ზუსტ მონაცემს ფლობს.

იქსფირიენსში ჩვენი მთავარი პრინციპია Data-Driven Truth - მოგაწოდოთ ზუსტი, კვლევებზე დაფუძნებული სურათი, რათა ყოველი ინვესტიცია და გადაწყვეტილება იყოს მიზანში მოხვედრილი და არა ექსპერიმენტი.

📩 შეწყვიტეთ ვარაუდი, დაიწყეთ მართვა ფაქტებით👉🏼[email protected]

რომელია პირველი ბანკი, რომელიც საჭიროებისას გახსენდება? 🏦💭შეავსეთ კითხვარი აქ https://survey.zohopublic.eu/zs/guCAuIჩვენ...
16/07/2026

რომელია პირველი ბანკი, რომელიც საჭიროებისას გახსენდება? 🏦💭
შეავსეთ კითხვარი აქ https://survey.zohopublic.eu/zs/guCAuI

ჩვენთვის, როგორც მკვლევარებისთვის, ეს უბრალო კითხვა არ არის - ეს "Top of Mind" ცნობადობის საზომია, რომელიც გვეხმარება დავინახოთ, რომელი ბრენდები ფლობენ მომხმარებლის პირველად ყურადღებას.

სწორედ ამიტომ, ვიწყებთ საბანკო სექტორის ცნობადობის კვლევას და გვაინტერესებს თქვენი ხმაც.

რატომ ღირს მონაწილეობა?
🚀სწრაფია: კითხვარის შევსებას სულ რაღაც 2-3 წუთი სჭირდება.
✅მარტივია: არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები, მნიშვნელოვანია მხოლოდ თქვენი პირველი ასოციაციები.
💯მნიშვნელოვანია: თქვენი პასუხები დაგვეხმარება რეალური და ზუსტი სურათის დანახვაში.

დააფიქსირე ფავორიტი ბრენდები და გახდით საინტერესო კვლევის მონაწილე.

📣ჩვენი იდენტობა იცვლის ფორმას7️⃣ წელია ვქმნით კავშირს ბიზნესსა და ადამიანს შორის და დღეს ეს კავშირი ახალ სახეს იძენს.წარ...
14/07/2026

📣ჩვენი იდენტობა იცვლის ფორმას

7️⃣ წელია ვქმნით კავშირს ბიზნესსა და ადამიანს შორის და დღეს ეს კავშირი ახალ სახეს იძენს.

წარმოგიდგენთ იქსფირიენსის განახლებულ ვიზუალურ იდენტობას - ჩვენი ფილოსოფიის ახალ ვიზუალურ ენას.

ეს არ არის უბრალოდ ახალი ლოგო. ეს არის დაპირება, რომ სამომხმარებლო, ორგანიზაციული და ციფრული გამოცდილება ერთად, სინერგიაში იმუშავებს თქვენი ბიზნესის მდგრადი და მომგებიანი წინსვლისთვის 💯🎯

ძველი მემკვიდრეობით, ახალ ისტორიას ისევ თქვენთან ერთად შევქმნით✨

რა კავშირია ISO სტანდარტსა და ავანტიურას შორის? 🧭✨ერთი შეხედვით - არანაირი. თუმცა,        #2026 -ის დღის წესრიგს რომ გად...
25/05/2026

რა კავშირია ISO სტანდარტსა და ავანტიურას შორის? 🧭✨
ერთი შეხედვით - არანაირი. თუმცა, #2026 -ის დღის წესრიგს რომ გადავხედოთ, ზუსტად ამ ორ პოლუსს შორის მოგვიწია გავლა: ციფრებში მოქცეული ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებიდან დაწყებული, „ცხოვრებაზე, როგორც ავანტიურაზე“ ფიქრით დასრულებული📊✈️

და იცით რა არის მთავარი დასკვნა? ბიზნესში ყველაზე დიდი ხელოვნება სწორედ ამ ბალანსის პოვნაა ⚖️

როდესაც ორგანიზაციულ კულტურაში მხოლოდ ციფრებს და რეგულაციებს ვტოვებთ, ვიღებთ დეპერსონალიზებულ სამუშაო გარემოს 🏢🤖, ხოლო როდესაც ციფრებს ემპათიას, ადამიანურ მოსმენას და ცოტა ავანტიურისტულ შემოქმედებითობას ვუმატებთ, სწორედ მაშინ იქმნება ნამდვილი, ცოცხალი ორგანიზაციული გამოცდილება (HX)🤍🚀

ტექნოლოგიამ და სტანდარტებმა საბოლოოდ უნდა მოგვცეს სივრცე, რომ ადამიანებზე მეტად ვიზრუნოთ. 🫂

მადლობა HRPA • Georgia-ს ამ პარადოქსული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დისკუსიებისთვის! 🎯🤝

🌱ჩვენი მთავარი კაპიტალი ადამიანებია, რომლებიც კომპანიას ცოცხალ ორგანიზმად აქცევენ. გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია ს...
09/02/2026

🌱ჩვენი მთავარი კაპიტალი ადამიანებია, რომლებიც კომპანიას ცოცხალ ორგანიზმად აქცევენ. გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ მათ კეთილდღეობაში ჩადებული ენერგიაა 🌟🌿

🎆ეს საღამო სიმბოლური მადლობა იყო იმ გუნდისთვის, რომელიც Skyhi • სქაიჰაი Accelera • აქსელერა UNIT.store-ის და იქსფირიენსის წარმატების ისტორიას წერს🎯

Address

#71 Vazha-Pshavela Avenue
Tbilisi
0186

Telephone

+995595221197

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Xperience • იქსფირიენს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Xperience • იქსფირიენს:

Shortcuts

Share