Ultrasound Academy Georgia

Call Directions Website Contact the business

Ultrasound Academy Georgia საქართველოში პირველი სამედიცინო დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების აკადემია - Ultrasound Academy Georgia

📣 გაცნობებთ, რომ 23–24 ოქტომბერს ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული ტრენინგი: 🩺 „ს...
20/10/2026

📣 გაცნობებთ, რომ 23–24 ოქტომბერს ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული ტრენინგი:

🩺 „სამედიცინო კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის: ხარისხობრივი და კლინიკური პროცესების ინტეგრირებული მართვა“

👩‍⚕️ ტრენერი: MD, PhD ნინო კეკენაძე ექიმი-თერაპევტი, რევმატოლოგი, „მედკაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

📚 ტრენინგი მიზნად ისახავს ექიმსა და პაციენტს შორის ეფექტური კომუნიკაციის, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებისა და კლინიკური პროცესების ხარისხიანი მართვის პრინციპების გაცნობას.

✅ აკრედიტაციის №1195

🔹 განსაზღვრულია შემდეგ სპეციალობებში: ყველა სამედიცინო სპეციალობის სერტიფიცირებული ექიმისთვის, გარდა სტომატოლოგიისა.

🎓 უპგ ქულა: 9 უპგ

💰 ღირებულება: 200 ₾

🔗 რეგისტრაცია:

https://forms.gle/JePTXt8iE9fNyESm7

📍 მისამართი: ულტრასაუნდ აკადემია, თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 5დ.

🚨🙌 ძვირფასო კოლეგებო, გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე!ჩვენს საერთაშორისო  კონფერენციას„Prenatal Ultras...
20/10/2026

🚨🙌 ძვირფასო კოლეგებო, გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე!

ჩვენს საერთაშორისო კონფერენციას
„Prenatal Ultrasound in Clinical Practice“, რომელიც 2026 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება, EACCME®️-ის მიერ მიენიჭა 6.5 European CME Credits (ECMEC®️s) 🇪🇺

‼️ საერთაშორისო CME აკრედიტაციის მიღება გულისხმობს ღონისძიების საგანმანათლებლო პროგრამის, სამეცნიერო შინაარსისა და შესაბამისი აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.

✨ განსაკუთრებით გვიხარია, რომ საქართველოში პირველი ISUOG Approved Course ახლა უკვე EACCME®️-ის ევროპული CME კრედიტებითაც არის აკრედიტებული.

შესაბამისად, კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ:

🔹 6.5 European CME Credits (ECMEC®️s)

🔹 ISUOG-ის მიერ დამტკიცებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობა

🔹 მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრენატალური ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის თეორიული და პრაქტიკული სწავლება

📅 31 ოქტომბერი, 2026

📍 The Biltmore Hotel Tbilisi

🇬🇪 თბილისი, საქართველო

კონფერენციაზე რეგისტრირებული 100 დელეგატი საჩუქრად მიიღებს ISUOG-ის 1-წლიან წევრობას, რაც მათ ISUOG-ის პროფესიულ და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის შევსების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლოა დაგეგმილ ვადაზე ადრე დაიხუროს, ამიტომ დაინტერესებულ კოლეგებს გირჩევთ, რეგისტრაცია დროულად გაიაროთ.

რეგისტრაციის ბმული:

https://forms.gle/7MrmWZxpt3Es5t338

🎉 გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს და მოუთმენლად გელოდებით 31 ოქტომბერს!

🔗 EACCME®️-ის ოფიციალურ გვერდზე აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:

https://eaccme.uems.eu/course/34686

🏥 Clinical Observership პროგრამა ექიმებისთვის სტამბოლითანამედროვე უროგინეკოლოგია და მენჯის ფსკერის დარღვევები: დიაგნოსტი...
10/10/2026

🏥 Clinical Observership პროგრამა ექიმებისთვის სტამბოლი

თანამედროვე უროგინეკოლოგია და მენჯის ფსკერის დარღვევები: დიაგნოსტიკა და კლინიკური მართვა

📍 სტამბოლი | 5–8 ნოემბერი
🏥 Koç University Hospital — Urogynecology and Pelvic Floor Center

Ultrasound Academy Georgia გიწვევთ საერთაშორისო Clinical Observership პროგრამაში, რომელიც განკუთვნილია ექიმებისთვის, ვისაც სურს გაეცნოს უროგინეკოლოგიისა და მენჯის ფსკერის დარღვევების დიაგნოსტიკისა და კლინიკური მართვის თანამედროვე მიდგომებს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

• თანამედროვე დიაგნოსტიკურ მიდგომებს
• მენჯის ფსკერის ფუნქციური და ანატომიური დარღვევების შეფასებას
• კლინიკურ პროტოკოლებსა და მკურნალობის მეთოდებს
• მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას

👩‍⚕️ პროგრამა განკუთვნილია მეან-გინეკოლოგებისთვის, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებისთვის, რადიოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, რეზიდენტებისა და მომიჯნავე სპეციალობის ექიმებისთვის.

💳 პროგრამის სრული ღირებულება: $1000

ღირებულებაში შედის Clinical Observership პროგრამა, სერტიფიკატი, სასტუმრო საუზმით, ტრანსფერი და ორმხრივი ავიაბილეთი.

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

📝 რეგისტრაცია:

https://forms.gle/CoLPv3d7fpUxEEnr8

📞 514 632 000
✉️ [email protected]

📣 გაცნობებთ, რომ 13 – 14 ნოემბერს ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ტრენინგი:“ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებებ...
08/10/2026

📣 გაცნობებთ, რომ 13 – 14 ნოემბერს

ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ტრენინგი:

“ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა”

ტრენერი: MD.PhD.თათული აბზიანიძე - ექიმი-ანგიოლოგი, დოპლეროგრაფიის სპეციალისტი (კლინიკა ჰერსიკორი)

განსაზღვრულია შემდეგ სპეციალობებში: რადიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ანგიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია
უპგ ქულა -12
ღირებულება: 250 ₾

რეგისტრაცია : https://forms.gle/JePTXt8iE9fNyESm7

მისამართი: ულტასაუნდ აკადემია, თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 5დ

📣 გაცნობებთ, რომ 13 – 14 ნოემბერსულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ტრენინგი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა ექ...
08/10/2026

📣 გაცნობებთ, რომ 13 – 14 ნოემბერს

ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართება ტრენინგი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა ექოკარდიოგრაფიით

აკრედიტებული ტრენინგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკის შესახებ.
უპგ ქულა: 12.

ტრენინგი განსაზღვრულია
შემდეგ სპეციალობებში;

კარდიოლოგია

შინაგანი მედიცინა

საოჯახო მედიცინა

ტრენერები:
MD. ნატო გონჯილაშვილი - ექიმი კარდიოლოგი; კარდიო-ექოსკოპისტი (კლინიკა TIM თბილისის მედიცინის ინსტიტუტი)

MD. სალომე ნათენაძე - ექიმი კარდიოლოგი; კარდიო-ექოსკოპისტი (კლინიკა ჯოენი)

MD. ნინო მელიქილიძე - ექიმი კარდიოლოგი; კარდიო-ექოსკოპისტი (კლინიკა ჯოენი)

საფასური: 250 ლარი

რეგისტრაცია : https://forms.gle/JePTXt8iE9fNyESm7

მისამართი: ულტასაუნდ აკადემია, თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 5დ

📌 3–4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია — „Point-of-Care Ultrasound (POCUS) გადაუდებელ მედიცინაში: დ...
05/10/2026

📌 3–4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია — „Point-of-Care Ultrasound (POCUS) გადაუდებელ მედიცინაში: დიაგნოსტიკა, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება და კრიტიკული პაციენტის მართვა“!

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი უაღრესად საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღე, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ სესიებსა და კლინიკური შემთხვევების განხილვას, ისე ინტენსიურ პრაქტიკულ Hands-on მასტერკლასებს.

ღონისძიებაზე საინტერესო თემებით წარდგნენ დარგის პროფესიონალები და ექსპერტები:
🔹 თამარ სარია – „ის, რაც თვალით არ ჩანს, ულტრაბგერა გადაუდებელ მედიცინაში”
🔹 ლელა ბაინდურაშვილი – გაგვიზიარა 3 მნიშვნელოვანი მოხსენება: „FAST და e-FAST კვლევა“, „ფილტვის ულტრასონოგრაფია - POCUS-ის შემადგენელი კომპონენტი“ და „ემერჯენსის დეპარტამენტში მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების მიმოხილვა - სწრაფი დიაგნოსტიკა და სტანდარტიზებული კვლევა“
🔹 გვანცა ტატიაშვილი – „სწრაფი გადაწყვეტილებები რენტგენოგრამაზე: რას ვეძებთ ემერჯენსში?“
🔹 ნუგზარ ლიპარტელიანი – „კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ფილტვის დაზიანების დიაგნოსტიკაში“
🔹 სოფიო ჭედია და ანა ზურაშვილი – „არატრავმული ინტრაკრანიული ჰემორაგია“
🔹 ოთარ დიხამინჯია – „მწვავე მოწამვლის იშვიათი შემთხვევები კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში“
🔹 ნიკოლოზ კვაჭაძე – „Assessing the Reliability of Rapid Ultrasound for Pneumothorax Detection in ED in Georgia; Do Chest X-Rays Remain Essential?“
🔹 გიორგი აფხაზავა – „AAST კლასიფიკაცია მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმის შეფასებაში: პრაქტიკული CT მიდგომა“

🛠 თეორიული სესიების პარალელურად, ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასები (Hands-on Workshops) POCUS-ის, FAST/eFAST-ის, ფილტვისა და მუცლის ღრუს გადაუდებელი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით, რომელსაც უძღვებოდა ლელა ბაინდურაშვილი ინსტრუქტორთა გუნდთან ერთად.

დიდი მადლობა ყველა მომხსენებელსა და მონაწილეს ამ უნიკალური გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

On October 3-4, the first international conference of the Georgian Association of Emergency Radiology — “POCUS in Emerge...
05/10/2026

On October 3-4, the first international conference of the Georgian Association of Emergency Radiology — “POCUS in Emergency Medicine” — was successfully held, with Ultrasound Academy Georgia serving as its proud academic partner.

During the conference, the participation of invited specialists from Koç Healthcare proved to be particularly interesting and valuable for the attendees. Leading Turkish professors and doctors delivered highly engaging presentations and discussed real clinical cases at the event:

🔹 Prof. Ömer Erçelen, M.D. – Professor of Anesthesiology and Reanimation, Specialist in Algology
🔹 Dr. İrem Özdemir, M.D. – Specialist in Algology (Pain Management)
🔹 Prof. Nazan Canbulat, M.D. – Specialist in Physical Medicine and Rehabilitation

The international experience they shared, along with the cases discussed regarding pain management and rehabilitation, further highlighted the importance of a multidisciplinary approach in the management of critical patients.
A huge thank you to our Turkish colleagues for their fascinating presentations and for sharing their extensive experience!

PainManagement Rehabilitation

3-4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარდა საქართველოს გადაუდებელ რადიოლოგთა ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია — „POCUS გადაუდებელ მედიცინაში“, რომლის ამაყი აკადემიური პარტნიორიც Ultrasound Academy Georgia გახლდათ.

კონფერენციის ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული აღმოჩნდა Koç Healthcare-ის მოწვეული სპეციალისტების ჩართულობა. ღონისძიებაზე უაღრესად საინტერესო მოხსენებებითა და რეალური კლინიკური ქეისების განხილვით წარდგნენ თურქეთის წამყვანი პროფესორები და ექიმები:

🔹 პროფ. ომერ ერჩელენი, M.D. – ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის პროფესორი, ალგოლოგიის სპეციალისტი;
🔹 ექიმი ირემ ოზდემირი, M.D. – ალგოლოგიის (ტკივილის მართვის) სპეციალისტი;
🔹 პროფ. ნაზან ჯანბულატი, M.D. – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი.

მათ მიერ გაზიარებულმა საერთაშორისო გამოცდილებამ, ტკივილის მართვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით განხილულმა ქეისებმა, კიდევ უფრო ცხადყო კრიტიკული პაციენტების მართვაში მულტიდისციპლინური მიდგომების მნიშვნელობა.
დიდი მადლობა ჩვენს თურქ კოლეგებს საინტერესო პრეზენტაციებისა და უდიდესი გამოცდილების გაზიარებისთვის!

03/10/2026

Ultrasound Academy ახალ სასწავლო წელს იწყებს!

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენი აკადემიის ერთგული წევრი, მონაწილე და მხარდამჭერი ხართ. ❤️

ახალი სასწავლო წელი ჩვენთვის ნიშნავს კიდევ უფრო მეტ:

🎓 ცოდნას
📚 პროფესიულ განვითარებას
🩺 პრაქტიკულ გამოცდილებას
🌍 საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს
📈 უწყვეტ პროფესიულ ზრდას

✨ გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი სიახლე - Ultrasound Academy-ის ვებგვერდი განახლდა და კიდევ უფრო ინფორმაციული გახდა.

ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ:

🔹 სასწავლო პროგრამებს
🔹 ტრენინგებსა და კურსებს
🔹 პრაქტიკულ და თეორიულ პროგრამებს
🔹 საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს
🔹 სასწავლო კალენდარს

📅 სასწავლო კალენდარი დაგეხმარებათ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი პროფესიული განვითარება და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კურსი ან ტრენინგი შესაბამის დროს.

ჩვენი მიზანია, ცოდნა და უწყვეტი პოსტდიპლომური განათლება გახდეს პროფესიული განვითარების მყარი საფუძველი.

ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს ერთად — მეტი ცოდნით, მეტი შესაძლებლობით და ახალი პროფესიული მიზნებით. 💙

🔗 გაეცანით ჩვენს კურსებს და დაგეგმეთ თქვენი სასწავლო წელი Ultrasound Academy-სთან ერთად:

https://share.google/sJTLpR4wnj5Esw9og

Address

Anna Politkovskaya Street 5b
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ultrasound Academy Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ultrasound Academy Georgia:

Shortcuts

Share