16/02/2026
კომპანია AgriTouch Group SanLucar-თან პარტნიორობით ახორციელებს SEKOYA®-ს პრემიუმ პლატფორმის 30 ჰექტარიან პროექტს საქართველოში,
🔹 მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Sekoya Club არ არის უბრალოდ ჯიში — ეს არის დახურული, B2B პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და პარტნიორებს საერთო სტანდარტების, ტექნოლოგიური მართვისა და პრემიუმ ხარისხის ერთიანი ფილოსოფიის გარშემო.
Sekoya Club უზრუნველყოფს:
• გლობალურად კოორდინირებულ წარმოებას
• ერთიან ხარისხობრივ სტანდარტებს
• ბაზარზე ბრენდირებულ პოზიციონირებას
• მაღალ კომერციულ პოტენციალს საერთაშორისო ქსელებში
SanLucar — საერთაშორისო აგრო-სასურსათო კომპანია, სათაო ფისით ვალენსიაში (ესპანეთი) — ოპერირებს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და წარმოადგენს პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშეს გლობალურ ბაზარზე.
ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს მოცვის სექტორის ახალ ეტაპს — საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, ტექნოლოგიურად გამართულ და გლობალურ ქსელებთან ინტეგრირებულ წარმოებას.
AgriTouch Group-ის მიზანია არა მხოლოდ ფართობის ზრდა, არამედ პრემიუმ კატეგორიაში ქვეყნის პოზიციონირება.