Future Laboratory

Future Laboratory Innovation Audit
- Optimization and Development via Innovation
- New Venture Creation
- Innovation Culture Development
- Innovation Ecosystem Development
(1)

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ხშირად გვიჩნდება განცდა, რომ ცოცხალ არსებას ვესაუბრებით; ზოგიერთი მომხმარებელი მას თხოვნ...
25/06/2026

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ხშირად გვიჩნდება განცდა, რომ ცოცხალ არსებას ვესაუბრებით; ზოგიერთი მომხმარებელი მას თხოვნითაც კი მიმართავს უკეთესი და უფრო ზუსტი პასუხის მისაღებად.

შეხვედრაზე თქვენ მოისმენთ როგორც ტექნოლოგიურ, ისე სამეცნიერო მოსაზრებებს ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ ცნობიერებასთან დაკავშირებით. რა კვლევებია ჩატარებული აღნიშნული მიმართულებით და რა შედეგებია მიღებული?

ასევე მოისმენთ რჩევებს თუ, როგორ შეგიძლიათ ამ კვლევების მიგნებების გამოყენება თქვენი სამუშაო პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად?

ღონისძიება ონლაინ, 8 ივლისს, 19:30-ზე ჩატარდება.
დასწრებისთვის დარეგისტრისტით აღნიშნულ ლინკზე: https://luma.com/ahspfgrb

კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის მოხვდეთ სილიკონის ველზე და მიიღოთ ინვესტიცია - Road to TechCrunch Startup Battlefield...
24/06/2026

კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის მოხვდეთ სილიკონის ველზე და მიიღოთ ინვესტიცია - Road to TechCrunch Startup Battlefield 2026!

ცენტრალური ევრაზიის ტოპ-3 სტარტაპიდან ერთ-ერთი, სან-ფრანცისკოში, TechCrunch Startup Battlefield 2026-ზე გაემგზავრება! მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ განაცხადის შევსება. პროექტი ჩვენი პარტნიორების მიერ ხორციელდება.

რას მიიღებთ გამარჯვების შემთხვევაში?

* 💰 $100,000 ინვესტიცია: (I ადგილი - $50K, II ადგილი - $30K, III ადგილი - $20K)
* ✈️ ორმხრივი ავიაბილეთები სან-ფრანცისკოს მიმართულებით გუნდის 2 წევრისთვის
* 🏨 სასტუმროში განთავსება 1 კვირამდე ვადით
* 📍 საკუთარი სტარტაპ სტენდი (booth) TechCrunch Disrupt-ის სამივე დღის განმავლობაში
* 💻 ექსკლუზიური ბენეფიტები Open AI-სგან
* 🤝 პირდაპირი კავშირი წამყვან ვენჩურულ ფონდებთან (VCs), დახურულ ნეთვორქინგ ღონისძიებებსა და ინვესტორებთან შეხვედრებზე
* 📣 მედია გაშუქება და ბრენდინგი ღონისძიების ოფიციალური პლატფორმების საშუალებით
ეს არ არის უბრალოდ კონკურსი — ეს არის შენი ტრამპლინი სილიკონის ველისა და გლობალური წარმატებისკენ! 🌍✨
📢 დარეგისტრირდით ამ ლინკზე: https://docs.google.com/forms/u/1/d/1WIY-yuknVQ1gd9P_5WgmtDDrJU-qhOEQjZeXpuJQYWU/edit
დამატებითი ინფორმაცია: https://road2battlefield.com
🗓️ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2026

17 ივნისს, FutureLab Corporate Innovation Day-ის პირველი თემა AI and Innovation in Marketing & Sales იქნება, Keynote Spe...
15/06/2026

17 ივნისს, FutureLab Corporate Innovation Day-ის პირველი თემა AI and Innovation in Marketing & Sales იქნება, Keynote Speaker-ით სილიკონის ველიდან.

აღნიშნული ვორქშოპი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კომპანიების მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელებისთვის, რადგან ის აერთიანებს საერთაშორისო ცოდნასა და იმ ექსპერტების პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს სპეციალურად ქართული ბიზნესისთვის ქმნიან.

ღონისძიებაზე განხილული იქნება:

- AI and Technologies for Online Market Research
- AI-Powered Price Intelligence
- How AI Agents Help Companies Identify and Reach the Right B2B Customers
- How to Strengthen Corporate Marketing with AI Agents
- Marketing Intelligence in the AI Era
- AI, AR, and Interactive Technologies for Brand Growth

📅 დრო: 17 ივნისი, 19:30
🌐 ფორმატი: ონლაინ
🔗 რეგისტრაცია: თუ ჯერ არ გაგივლიათ რეგისტრაცია, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://luma.com/tvlw4w42

✅ ჩვენი ამოცანაა, ქართულ კორპორაციებს მოწინავე ცოდნა და გამოცდილება გადავცეთ AI-ისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე...
10/06/2026

✅ ჩვენი ამოცანაა, ქართულ კორპორაციებს მოწინავე ცოდნა და გამოცდილება გადავცეთ AI-ისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე გავაცნოთ ის პერსპექტიული სტარტაპები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ზრდის პროცესში — საკუთარი შიდა კორპორატიული სისტემების განვითარებაზე ზედმეტი რესურსებისა და დროის ხარჯვის ნაცვლად.

▶️ 17 ივნისს, FUTURELAB-ის კორპორატიული ინოვაციების დღის ფარგლებში, მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერებს საინტერესო გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

⚡️ Gigi Kurtanidze / Founder & CEO / AdMagica
მოგიყვებათ თემაზე — How to Strengthen Corporate Marketing with AI Agents

პრაქტიკული სესია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ AI აგენტებს დაეხმარონ მარკეტინგის გუნდებს უკეთესი შედეგის მომტანი რეკლამების შექმნაში, ტესტირებასა და მასშტაბირებაში — კამპანიების ეფექტიანობისა და მარკეტინგული ROI-ის გასაუმჯობესებლად.

⚡️ Ekaterine Kopaliani / Co-founder & CEO / Stamo
გიამბობთ თემაზე — AI, AR, and Interactive Technologies for Brand Growth

ტრადიციული ციფრული რეკლამა მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად საკმარისი აღარ არის. დღევანდელი მომხმარებლები ინტერაქციულ გამოცდილებას ელიან — სურთ ბრენდებთან ჩართულობა და არა მხოლოდ კონტენტის ყურება. ამ სესიაზე განვიხილავთ, როგორ შეუძლია AI-ს, გეიმიფიცირებულ AR-სა და TikTok-ზე მორგებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს ბიზნესების ორგანული წვდომის გაზრდა, აუდიტორიის ჩართულობის სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის გაძლიერება.

📅 17 ივნისი, 19:30
💻 ფორმატი: Zoom
🔗 გაიარეთ რეგისტრაცია დასასწრებად: https://luma.com/tvlw4w42

🎯 17 ივნისს FUTURELAB-ის კორპორატიული ინოვაციების დღის ფარგლებში სილიკონის ველიდან ჩი ჩიუ (Chi Chiu) შემოგვიერთდება. შეხ...
09/06/2026

🎯 17 ივნისს FUTURELAB-ის კორპორატიული ინოვაციების დღის ფარგლებში სილიკონის ველიდან ჩი ჩიუ (Chi Chiu) შემოგვიერთდება. შეხვედრის მთავარი თემაა: AI და ტექნოლოგიები მარკეტინგში.

💡 Google-ში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილების მქონე ჩი ლარი პეიჯისა (Larry Page) და სერგეი ბრინის (Sergey Brin) გვერდით საქმიანობდა. ის კომპანიაში უზრუნველყოფდა ახალი პროდუქტების გაშვებასა და ახალი ბაზრების ათვისებას.

✅ ჩი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბაზრის ონლაინ კვლევას, მომხმარებელთა ქცევის ანალიზს და როგორ უნდა გამოიყენონ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერებმა ეს ინსტრუმენტები ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად.

➡️ შეხვედრა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ზოგადი თეორიების ნაცვლად გლობალური ტექნოლოგიური ინსაითები აინტერესებს.

🚀 ღონისძიების ფარგლებში მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერები სხვა მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას მიიღეენ, თებემზე Agentic AI მარკეტინგში, კონკურენტების ანალიზის AI სისტემები, მარკეტინგის გუნდის ახალი AI თანამშრომლები, კონკურენტების ფასების ანალიზის მნიშვნელობა და სხვა.

📅 დრო: 17 ივნისი, 19:30 საათი
📍 პლატფორმა: Zoom 👉
რეგისტრაციის ბმული: https://luma.com/tvlw4w42

Idea  #2 - Retail/Delivery Innovations➡️ ფაქტიპროდუქტის ფიზიკური არარსებობა დახლზე (out-of-stock), მაშინ როცა ის საწყობშ...
15/04/2026

Idea #2 - Retail/Delivery Innovations

➡️ ფაქტი

პროდუქტის ფიზიკური არარსებობა დახლზე (out-of-stock), მაშინ როცა ის საწყობში რეალურად ხელმისაწვდომია, რითეილერებს გაყიდვების 4–7%-ს აკარგვინებს.

📉 არსებული ხარვეზი

მცირე მაღაზიების მენეჯერები ხშირად ვერ ასწრებენ რეალურ დროში გააკონტროლონ, რომელი პროდუქტი გათავდა დახლზე. მომხმარებელი ხედავს ცარიელ თაროს და მიდის სხვა მაღაზიაში.

💡 შესაძლებლობა ინოვატორებისთვის სტარტაპის შესაქმნელად

მარტივი shelf-monitoring ან stock-alert სისტემა, რომელიც მაღაზიას დროულად აჩვენებს, რომ პროდუქტი დახლზე გათავდა, მიუხედავად იმისა, რომ მარაგში ჯერ კიდევ აქვს. ამ პროცესში მომხმარებლის ჩართვაა შესაძლებელი. თუ მომხმარებელი ცარიელ დახლს აღმოაჩენს და სურათს გადააგზავნის, ავტომატურად ფასდაკლებას მიიღებს.

🌟 FutureLab-ის ახალი პროექტი - Startupidea.ge: AI და ტექ-შესაძლებლობების აღმოჩენის პლატფორმა 📈 ქართულ ბიზნესში AI-სა და ...
08/04/2026

🌟 FutureLab-ის ახალი პროექტი - Startupidea.ge: AI და ტექ-შესაძლებლობების აღმოჩენის პლატფორმა

📈 ქართულ ბიზნესში AI-სა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, თუმცა კომპანიებისთვის ყველა პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება ხშირად დიდ ბიუჯეტს, დროსა და პროფესიულ რესურსს მოითხოვს.

💡 სწორედ აქ ჩნდება დიდი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის — შექმნან საჭირო და მასშტაბირებადი სერვისები ამ ჯერ კიდევ აუთვისებელი ბაზრისთვის, ხოლო შემდეგ ეს გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებშიც გაიტანონ.

🚀 ჩვენ ვავლენთ აუთვისებელ შესაძლებლობებს და ბიზნესსა თუ ინოვატორებს ვაჩვენებთ კონკრეტულ გზას: როგორ გარდაქმნან ეს პოტენციალი წარმატებულ სტარტაპად და თანამშრომლობად.

➡️ Startupidea.ge მალე გაეშვება. მანამდე კი, ბაზრის ტრანსფორმაციის იდეებსა და შესაძლებლობებს ჩვენს სოციალურ ქსელებში იხილავთ.
----------------------------------------------------------

ბაზრის შესაძლებლობა #1

- ფაქტი

დღეს ტრადიციული უბნის მაღაზიებისთვის (Nikora, Spar, ორი ნაბიჯი) ავტომატიზაციისა და მომხმარებელთან პირდაპირი ონლაინ ურთიერთობის თითქმის ერთადერთი გზა Glovo-სა და Wolt-ზე მიერთებაა. ეს კი მაღაზიისთვის 25–35%-იან საკომისიოს და მომხმარებლისთვის დამატებით საკურიერო ხარჯს ნიშნავს.

- არსებული ხარვეზი

მაღაზია მომხმარებლისგან შეიძლება მხოლოდ 200 მეტრში იყოს, მაგრამ მათ შორის ციფრული კავშირი მხოლოდ ძვირადღირებული გლობალური აგრეგატორების მეშვეობით არსებობს. არ არსებობს პირდაპირი (direct-to-consumer) ავტომატიზაცია და სისტემა, რომელიც შუამავალს გამორიცხავს და ხარჯს შეამცირებს.

- შესაძლებლობა ინოვატორებისთვის სტარტაპის შესაქმნელად

იქმნება შესაძლებლობა შეიქმნას პირდაპირი ციფრული არხი უბნის მაღაზიასა და ახლომდებარე მომხმარებელს შორის, რომელიც შეამცირებს დამოკიდებულებას გლობალურ აგრეგატორებზე და ორივე მხარის ხარჯს შეამცირებს. 500 მეტრის რადიუსში პროდუქტის მიტანა შესაძლებელია მაღაზიის თანამშრომელმა ან მეზობელმა განახორციელოს, რომელიც ფასდაკლებას ან ქეშბექს მიიღებს. SSPAR Georgiaნნიკორა • Nikoraოორი ნაბიჯი Ori Nabiji

📢 Future Laboratory Ventures is proud to introduce the startups from the third batch of our Silicon Valley Acceleration ...
15/12/2025

📢 Future Laboratory Ventures is proud to introduce the startups from the third batch of our Silicon Valley Acceleration Program!
These talented Georgian teams are building innovative solutions and taking bold steps to succeed in the U.S. market 🇺🇸🚀

The FUTURELAB Acceleration Program is designed to support Georgian startups in scaling globally and establishing a strong presence in the U.S. ecosystem through mentorship, market access, and investor connections.

✨ Join us for Demo Day on December 18. Meet the founders, discover their products, and see what the future of innovation from Georgia looks like.

👉 Register now: https://luma.com/8a0i9b3q

Address

Terminal Khorava
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Future Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Future Laboratory:

Shortcuts

Share