თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub

თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub Trust and Honesty for your Business

კომპანია "თბილისი ბიზნეს ჰაბი" წარმოადგენს ახალ სიტყვას საქართველოს ბაზარზე. ჩვენს კომპანიაში "ერთი ფანჯრის" პრინციპით შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი და პროფესიონალური მომსახურება შემდეგ განყოფილებებში:

• იურიდიული
• სანოტარო
• აუდიტორულ/საბუღალტრო
• სათარჯიმნო
• სამშენებლო და არქიტექტურულ/დიზაინერული
• ივენთ მენეჯმენტი
• საქმიანი მოგზაურობის ორგანიზება

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თბილისი ბიზნეს ჰაბში უკვე ხელმისაწვდომია უძრავი ქონების კომპანიის MEDIATOR GROUP  სერვისები:🏡...
19/05/2023

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თბილისი ბიზნეს ჰაბში უკვე ხელმისაწვდომია უძრავი ქონების კომპანიის MEDIATOR GROUP სერვისები:

🏡🏠უძრავი ქონების შეძენა;
🏡🏠 უძრავი ქონების გაყიდვა;

მედიატორ გრუპის თანამშრომლები მზად არიან წარმართონ მოლაპარაკების პროცესი უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებით და კონსულტაცია გაუწიონ ნებისმიერ მომხმარებელს,რომელსაც სურს უძრავ ქონებაში ინვესტირება.

თქვენი მეგობარი კომპანია.

✅ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა თქვენთან თანამშრომლობისათვის.

Tbilisi Business Hub-ის ჯგუფში შემავალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ბუღალტერ-აუდიტორთა გუნდი Altido LLC, საქართველოს...
01/10/2018

Tbilisi Business Hub-ის ჯგუფში შემავალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ბუღალტერ-აუდიტორთა გუნდი Altido LLC, საქართველოს საწარმოებს გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მომსახურებას.

ჩვენი მომსახურებებია:
✔️ საგადასახადო აუდიტი
✔️ ექსპრეს აუდიტი
✔️ თემატური აუდიტი
✔️ საგადასახადო და საბაჟო დავებში მონაწილეობა
✔️ საგადასახადო კონსალტინგი
✔️ კომპანიის რეგისტრაცია
✔️ კომპანიის ფინანსური მართვის კომლექსურ აუთსორსინგი (ბუღალტერია,
ფინანსური დაგეგმარება, ფინანსური ანგარიშგება, საგადასახადო მართვა)
✔️ კონსულტაცია

⭕✅ ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა თქვენთან თანამშრომლობისთვის.

დაგვიკავშირდით: 👇

📞 +995 032 250 0175; +995 032 224 4989
📧 [email protected]
💻http://tbh.com.ge/
თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქ. 26

http://jobs.ge/187058/
23/08/2018

http://jobs.ge/187058/

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

20/12/2017

პროექტის თანადამფუძნებელმა Maryna Chaykaმ სპეციალური დიპლომი საიმედო, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადასცა პროექტის ბიზნეს პარტნიორს თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hubს!

მადლობა მხარდაჭერისთვის!

#ტურიზმისეროვნულიდაჯილდოება

10/11/2017

უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის არსებობის ისტორიაში
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ფედერაციასა და შპს „საგა Saga იმპექსს" შორის, "თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub -ის დახმარებით გაფორმდა სასპონსორო ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანია „საგა იმპექსი“ დაასპონსორებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის პირველ სამ ეტაპს.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის აღნიშნულ ორ კომპანიას გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

"საგა Saga იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით კომპანია დარგის უპირობო ლიდერია ქვეყანაში, რაც 23 წლიანმა წარმატებულმა ისტორიამ და მომხმარებლის მხრიდან არსებულმა ნდობამ განაპირობა.
"საგა იმპექსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. "საგას" ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ, ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.
"საგას" წარმატების მთავარი მიზეზი განვითარებისა და სრულყოფისაკენ მუდმივ სწრაფვაშია.

- 200-ე მეტი დასაქმებული ადამიანი
- 13 ფილიალი
- 30-ზე მეტი მსოფლიო ბრენდი
- 100-ზე მეტი ადგილობრივი კოპორატიული პარტნიორი

29/09/2017

“Tbilisi Business Hub”-  is a new word in the Georgian market. Both physical and corporate bodies can receive high quality and professional services in single-window space of the Hub, including in legal, financial, notarial, architecture/design, translating, event management, planning/organizing of…

09/08/2017

🏠 კომფორტული ბინა, მშვიდი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი, ეს არის ის რაც ადამიანს სრული სიმშვიდის შეგრძნებას ანიჭებს. ხშირად ასეთი პირობების შექმნას მხოლოდ ფინანსებთან აიგივებენ, მაგრამ რეალურად ყველაფერი სწორად შერჩეულ დიზაინზეა დამოკიდებული. დღეს ინტერიერის არქიტექტურას საკმაოდ ფართო შესაძლებლობები გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენი შინაგანი განწყობის ჰარმონიული შერწყმა მოვახდინოთ გარე სამყაროსთან. სივრცის მანიპულირებით თქვენი ოცნებების განხორციელებაა შესაძლებელი, რომლის რეალიზაციაშიც პროფესიონალები დაგეხმარებიან.

ჩვენთან უპირატესობა დიზაინის ინდივიდუალურობას ენიჭება. ამავე დროს თითოეული ინტერიერი მორგებული იქნება მისი ბინადრების გემოვნებას. პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერი სხვა და სხვა სტილიდან მისთვის მისაღებ ელემენტებს აერთიანებს ე.წ. „შერეულ სტილში“, რომელსაც თავის ხელწერას ატყობს და ფაქტიურად ახალ საკუთარ ხაზს ქმნის. აქ შესაძლებელია თანამედროვე სტილის ბაროკოს ფერთა გამასთან შერწყმა, ან კლასიკური და რეტრო სტილის გაერთიანება ისე მოხდეს რომ არ დაირღვეს ნამუშევრის ჰარმონიულობა.

ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ფერების დამუშავებას და ინტერიერის განათებას, ასევე ავეჯისა თუ ნებისმიერი წვრილმანი დეკორის შერჩევასა და განთავსებას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ექსკლუზიური ავეჯის შექმნა და მისი მოცემულ სივრცესთან შეხამება.

სერვისი, რომელსაც გთვაზობთ ნაგებობის ნული ფაზიდან აშენებას მოიცავს, რაც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, მისი დაპროექტებით, პროექტის 3D ვიზუალიზაციით წარმოდგენის და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით იწყება და მისი რემონტით,ინტერიერის შესაბამისი დიზაინით მოწყობასა და ლანდშაფტის დაპროექტება-დაგეგმარებით სრულდება შემდგომი სამუშაოების გათვალისწინებით, რომლის დროსაც არქიტექტორ-დიზაინერი უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში და ზედამხედველობას გაუწევს მას, ვიდრე საბოლოოდ სრულყოფილი სახით არ ჩაბარდება კლიენტს.

🖌მარიამ კამკამიძე - არქიტექტორ-დიზაინერი

📘 განათლება
ხელოვნების აკადემია (საფრანგეთი , პარიზი) - ინტერიერის არქიტექტორ - დიზაინერი, მაგისტრის წოდება.
ხელოვნების აკადემია (საფრანგეთი, პარიზი) - ინტერიერის არქიტექტორ-დიზაინერი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

📜 გამოცდილება
არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია - “ART” ინტერიერის არქიტექტორ-დიზაინერი და შენობების გარე ფასადის არქიტექტორი.
არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია - „Bone Structure” ინტერიერის არქიტექტორ-დიზაინერი (საფრანგეთის ფილიალი,პარიზი).
არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია - “PAULA & PHIL – DECO MARABOUT”, არქიტექტორ-დიზაინერი (საფრანგეთი, პარიზი) .
არქიტექტურული კომპანია - “CALDER”, ინტერიერის დიზაინერი (საფრანგეთი პარიზი).
არქიტექტურული კომპანია - ”LE POEME”, შენობის გარე ფასადისა და ლანდშაფტის დიზაინერი (კორსიკა, აჯაკსიო) .

20/07/2017

For English Scroll Down

⚖ „თბილისი ბიზნეს ჰაბი”-ი კვალიფიციურ #სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. გარდა იმისა, რომ აქ დასაქმებული ადამიანები მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან სამართლის სფეროში, ინოვაციური მოქნილი სისტემა უზრუნველყოფს თანაბარი წარმატებით მაღალი დონის მომსახურებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კლიენტებისთვის, ახალი კომპანიის დაფუძნებიდან, მისი მიმდინარე თუ სალიკვიდაციო პერიოდით დასრულებული.

აქ მომუშავე იურისტები უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ კომპანიის კლინტების ინტერესების დაცვაზე და მათი მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებენ საქმეებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა თუ არბიტრაჟში, იღებენ მონაწილეობას აღსრულების ბიუროსთან და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში და შეძლება ითქვას ბოლომდე იბრძვიან სასურველი შედეგის მისაღწევად.

უნდა აღინიშნოს, რომ #საადვოკატო მომსახურება კომპანიის ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. პროფესიონალი #იურისტი შორენა ჭუმბურიძე, რომელსაც დასავლური განათლება გააჩნია, ვიდრე მხარეებს შორის დავა უფრო გართულებულ სახეს მიიღებს, დაინტერესებულ პირებს პირველ რიგში სადავო საკითხების გადაჭრისთვის აუცილებელი, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება,რისთვისაც აფასებს მოსალოდნელ რისკებსა და შედეგებს, მხარეებს უწევს შესაბამის კონსულტაციებს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე კლიენტის სურვილის შემთხვევაში აწარმოებს მოლაპარაკებებს. გარიგების პირობების წინასწარი შემუშავებით მომავალში ხანგრძლივი და ბუნდოვანი სადავო პროცესების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
__

⚖ “Tbilisi Business Hub” provides qualified services to both physical and legal bodies. Moreover, our employees are famous for their professionalism and huge experience in legal issues. Our innovative flexible system ensures top-level services both for Georgian and foreign clients, such as founding a new company, the current and liquidation periods of a company and so on.

Our lawyers, first of all, take care and protect the interests of the company clients and satisfy their demands thoroughly. If necessary, they apply to courts of all instances, as well as to arbitration court of Georgia, communicate with the Enforcement Bureau and various administrative bodies and struggle, to the end, for desirable results.

It should be noted that defense service is not the only direction of the company. Shorena Chumburidze, professional lawyer with western education, assists arguing parties to find correct decision for resolving disputable issues, before disputes grow into heavier forms. To this end, she appraises expected risks and outcomes, provides due consultations to the parties and, based on all the above-mentioned efforts, she carries out negotiations on the client’s consent.

Elaboration of agreement conditions in advance enables to prevent long-term and unclear disputes.

#თბილისიბიზნესჰაბი

❗ყურადღება საზაფხულო აქცია!🏡 თქვენთვის საინტერესო საკითხებზე უფასო კონსულტაციას გაგიწევთ პარიზის ხელოვნების აკადემიის კუ...
03/07/2017

❗ყურადღება საზაფხულო აქცია!

🏡 თქვენთვის საინტერესო საკითხებზე უფასო კონსულტაციას გაგიწევთ პარიზის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული და საფრანგეთში მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერი.

ასევე ჩვენს ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურეობები:
1. ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.
2. ლანდშაფტი.
3. არქიტექტურული პროექტი.
4. სამშენებლო მასალების შერჩევა.
5. ხარჯთაღრიცხვა.
6. მშენებლობა
7. ზედამხედველობა.
8. მშენებლობის ნებართვის შეთანხმება.

დაგვიკავშირდით:
☎️ +995 32 250 0175; +995 32 224 4989
📧 [email protected]
http://tbh.com.ge/
თბილისი 0160, სულხან ცინცაძის ქ. 26

„თბილისი ბიზნეს ჰაბმა“ მიიღო მონაწილეობა „Welcome to Georgia-ს“  მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში სპონსორის და ...
27/06/2017

„თბილისი ბიზნეს ჰაბმა“ მიიღო მონაწილეობა „Welcome to Georgia-ს“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში სპონსორის და ბიზნეს პარტნიორის სახით.

“Tbilisi Business Hub” participated as a sponsor and a business partner at the annual conference organized by the “Welcome to Georgia”.

#თბილისიბიზნესჰაბი

🏨 სერვისი, რომელსაც გთვაზობთ ნაგებობის ნული ფაზიდან აშენებას მოიცავს, რაც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, მისი და...
02/06/2017

🏨 სერვისი, რომელსაც გთვაზობთ ნაგებობის ნული ფაზიდან აშენებას მოიცავს, რაც შესაბამისი ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, მისი დაპროექტებით, პროექტის 3D ვიზუალიზაციით წარმოდგენის და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებით იწყება და მისი რემონტით,ინტერიერის შესაბამისი დიზაინით მოწყობასა და ლანდშაფტის დაპროექტება-დაგეგმარებით სრულდება შემდგომი სამუშაოების გათვალისწინებით, რომლის დროსაც არქიტექტორ-დიზაინერი უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში და ზედამხედველობას გაუწევს მას, ვიდრე საბოლოოდ სრულყოფილი სახით არ ჩაბარდება კლიენტს.

Address

26 Sulkhan Tsintsadze Str
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995 32 250 0175

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისი ბიზნეს ჰაბი • Tbilisi Business Hub:

Share