12/10/2022
ამერიკის მწვანე ბარათის რეგისტრაცია დაიწყო. 🥳🛩
გთხოვთ გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას, რათა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღოთ პასუხები.
🔴რეგისტრაციის პერიოდი: 06.10.2022 – 08.11.2022
🟡რეგისტრაციისთვის საჭიროა:
1. განაცხადში შესული ყოველი პირის გრინ ქარდის პარამეტრების შესაბამისი ელექტრონული სურათი. ( „ფლეშკაზე“ )
2. პასპორტი და პირადობა (დამაკმაყოფილებელია ვადაგასულიც.) ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობაც საკმარისია.
🔵აუცილებელი მოთხოვნები:
აუცილებელია სკოლა გქონდეთ დამთავრებული, ან იყოთ დამამთავრებელ კლასში, რომლის შემთხვევაშიც გრინ ქარდის მოგების შემდეგ დაგჭირდებათ ატესტატი, ან მასთან გათანაბრებული საბუთი, სკოლის დამთავრების შესახებ.
🟣 განაცხადში შეყვანილთათვის:
(განაცხადში პირთა შეყვანა არ არის დამოკიდებული იმაზე, მიდიხართ მარტო თუ მათთან ერთად.)
1. მეუღლე - განაცხადში შეიყვანება დაშორების შემთხვევაშიც.
2. შვილები, გერები ან ნაშვილები - შეიყვანებიან, თუ არიან 21 წლამდე ასაკის (დაუქორწინებელი)
3. ორსულები - მათთვის გამოყოფილი ცალკე გრაფა არ არსებობს, თუმცა მოგების შემთხვევაში ივსება გრაფა ბავშვისთვის.
❗️(ცოლ-ქმარი აპლიკაციას ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად შეავსებს, თუმცა ორივეს განაცხადში ინფორმაცია ორივე პირზე იქნება შეყვანილი. )
❗️( მეუღლეზე ინფორმაციას ვავსებთ მხოლოდ ხელმოწერის ქონის შემთხვევაში.)
🔴დისტანციური რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა გადმოგვიგზავნოთ:
1. ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (დამაკმაყოფილებელია ტელეფონით გადაღებული საბუთის სურათიც )
2. თქვენი სურათები (სახელისა და გვარის მითითებით)
3.მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი
🟡თქვენი ფოტოსურათი უნდა იყოს შემდეგნაირი:
·ფერადი
·ფოკუსში
·სამკაულების გარეშე
·მაკიაჟის გარეშე
Სურათის Ზომა - 51x51 (თავის ზომა სურათში 22მმ-დან 35მმ-ს უნდა შეადგენდეს)
·გადაღებული უნდა იყოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში (უნდა შეესაბამებოდეს თქვენს დღევანდელ გარეგნობას)
·ფონი - ღია ფერის.(უმჯობესია თეთრი)
·პიროვნების მზერა მიმართული უნდა იყოს კამერაზე
·გამომეტყველება - ნეიტრალური
·უნიფორმის ჩაცმა სასურველი არ არის (თუ ის არ ატარებს რელიგიურ ხასიათს)
·თქვენი სახე უნდა ჩანდეს სრულიად, მას არ უნდა ფარავდეს თმა, ქუდი, ან თავსაბურავი (თუ ის არ ატარებს რელიგიურ ხასიათს)
·სურათზე არ არის სასურველი ისეთი ნივთების გამოჩენა, როგორიც არის ყურსასმენები, ან უკაბელო მოწყობილობები (ასევე სათვალე)
·ფორმატი - JPEG (.jpg)
·ზომა - არ უნდა აღემატებოდეს 240 კილობაიტს
·600X600 პიქსელი
(ჩვილის სურათის გადაღების შემთხვევაში სურათში ასახული უნდა იყოს მხოლოდ ბავშვი)
🔵რეგისტრაციის მომსახურეობის საფასურია:
1 წევრი - 30 ლარი
2 წევრი 40 ლარი
3 წევრი 45 ლარი
4 წევრი 50 ლარი
5 წევრი 55 ლარი
6 + წევრი 60 ლარი
🟣რეგისტრაციის სურვილისა, ან ნებისმიერი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
პირად შეტყობინებაში.
·მეილზე - [email protected]
·ტელეფონის ნომერზე - 995 596 961 122;
995 598 75 20 01