04/06/2026
📍 3 ივნისს „მეთოდომ“ მონაწილეობა მიიღო GLocal Evaluation Week 2026-ში — მონიტორინგისა და შეფასების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ინიციატივაში, რომელსაც საქართველოში უმასპინძლეს MELPA-მ და საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტთან არსებულმა HubEVAL-მა.
🔵 GLocal Evaluation Week ყოველწლიურად იმართება „გლობალური შეფასების ინიციატივის“ (GEI) ფარგლებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს შეფასებისა და კვლევის პროფესიონალებს ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკების გასაზიარებლად.
🔵 წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კვლევასა და შეფასებაში. ამ თემის ფარგლებში „მეთოდომ“ წარადგინა კომპანიის მიერ შექმნილი AI-ზე დაფუძნებული კვლევითი ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავს კვლევითი პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.
🔵 ღონისძიებაზე „მეთოდოს“ AI ინჟინერმა, ნინი ბოკუჩავამ, ისაუბრა პროდუქტის შექმნის პროცესზე, განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც იდეა პრაქტიკულ ინსტრუმენტებად აქციეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
• ნინი ბოკუჩავა — AI Engineer, Methodo / Utrecht University
• სერგეი გოტინი — Founder & Managing Partner, IMACON Consulting Group
• მაულიკ ჩაუჰანი — Founder & Director, Trestle Research and Consulting
• ანდრეა ადლერი — Evaluation Consultant, Wageningen University
• დიარ რამადანი — Evaluation Consultant, Saarland University
გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ იმ პროფესიული დისკუსიის ნაწილი, რომელიც კვლევისა და შეფასების სფეროში ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას უწყობს ხელს. 🚀