19/12/2025
დღეს გვინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ წარმატებით დასრულებულ პროექტზე და გაგაცნოთ ქალი მეწარმის მიერ შექმნილი ქართული ბრენდი Ketevanes • ქეთევანეს.
Ketevanes არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გამორჩეული დიზაინის ჩანთებს, ტანისამოსსა და აქსესუარებს ყოველდღიური გამოყენებისთვის.
შეფასების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ბრენდს სჭირდებოდა პოზიციონირების გაძლიერება ბაზარზე და კომუნიკაციის გაუმჯობესება ციფრულ არხებზე.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ბრენდის იდენტობის გამყარებას, ცნობადობის ზრდასა და სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.
დღეს Ketevannes წარმატებით ახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი იდენტობა და გაზარდოს ცნობადობა სამიზნე აუდიტორიაში.
#გააძლიერექართულიბიზნესი