WeekEnd ფსიქოთერაპია

WeekEnd ფსიქოთერაპია ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია

ჯგუფური ფსიქოთერაპია წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ ფორმას, სადაც წამყვანი როლი აკისრია ფსიქოთერაპევტს და ჯგუფის წევრები მისი დახმარებით ცდილობენ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ჯგუფური თერაპიის დროს ჯგუფი შეიძლება იყოს ღია და დახურული.
ღია ჯგუფი გულისხმობს მუშაობის პროცესში ჯგუფიდან მონაწილეების წასვლის და ახალი მონაწილეების დამატების შესაძლებლობას.
დახურული ჯგუფის დროს ჯგუფის წევრები არ იცვლებიან ჯგუფის დაწყებიდან დამთავრებამდე, იმ შემთხვევის გარდა, თუ ჯგუფის რომელიმე წევრი ნებაყოფლობით მოისურვებს ჯგუფის დატოვებას.

🤝 ფსიქოთერაპიული ალიანსი💬 ფსიქოთერაპიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩეული მეთოდი, არამედ ურთიერთობა, რომე...
04/09/2026

🤝 ფსიქოთერაპიული ალიანსი

💬 ფსიქოთერაპიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩეული მეთოდი, არამედ ურთიერთობა, რომელიც თერაპევტსა და კლიენტს შორის ყალიბდება.

🔬 კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი ფსიქოთერაპიული ალიანსი — ნდობა, უსაფრთხოება, გაგება და თანამშრომლობა — მნიშვნელოვნად უკავშირდება უკეთეს თერაპიულ შედეგებს.

🌿 ამიტომ მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ არა მხოლოდ თქვენთვის შესაფერისი თერაპიული მიდგომა, არამედ ის ფსიქოთერაპევტიც, ვისთანაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.

👋 ჩვენი ახალი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ გაიცნოთ ფსიქოთერაპევტი, ვისთანაც მუშაობას გეგმავთ და შეიქმნათ პირველი წარმოდგენა, რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის მასთან თერაპიული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

✨ ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15-წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ.

🌐 https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🤍 ზოგჯერ პირველი ნაბიჯი სწორედ გაცნობაა

02/09/2026

☘️ EMDR თანამედროვე მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა ☘️

01/09/2026

❓გაქვს კითხვები ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით? 🔗 დაჯავშნეთ 15-წუთიანი უფასო ონლაინ შეხვედრა:https://weekendpsychotherapy...
31/08/2026

❓გაქვს კითხვები ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით?

🔗 დაჯავშნეთ 15-წუთიანი უფასო ონლაინ შეხვედრა:
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🤍 არანაირი ვალდებულება — მხოლოდ პირველი ნაბიჯი

Individual, couples and group psychotherapy — EMDR, Virginia Satir's systemic model, and group therapy.

🌍 შორს ყოფნა, ახალ გარემოსთან შეგუება და ცხოვრების ახალ რიტმში ჩართვა თავისთავად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ დროს შფოთვ...
27/08/2026

🌍 შორს ყოფნა, ახალ გარემოსთან შეგუება და ცხოვრების ახალ რიტმში ჩართვა თავისთავად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ დროს შფოთვა, დაღლილობა ან წარსულის მძიმე გამოცდილება ხშირად ჩვენთან რჩება — თითქოს მათთან გამკლავებისთვის უფრო შესაფერის დროს ველოდებით: „ჯერ დრო არ მაქვს“, „ცოტა უკეთ რომ ვიგრძნობ თავს“, „მერე მივხედავ“.

🧠 მაგრამ ფსიქოთერაპია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ უკეთესად ყოფნას არ დაელოდოთ.

🗣️ რატომ შეიძლება ღირდეს ჩვენთან პირველი ნაბიჯის გადადგმა?

💬 საუბრობთ თქვენს ენაზე — არაფერი იკარგება თარგმანში.

🔬 ვმუშაობთ მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, მათ შორის EMDR-ით.

🤝 გვესმის თქვენი კონტექსტი — როგორც კულტურული, ისე ადამიანური თვალსაზრისით.

🌱 არ არის საჭირო, რომ თავს „საკმარისად ცუდად“ გრძნობდეთ, იმისთვის, რომ დახმარება ითხოვოთ. ზოგჯერ პირველი ნაბიჯისთვის სრულიად საკმარისია უბრალო ცნობისმოყვარეობა — გაინტერესებთ, დაგეხმარებოდათ თუ არა ამაზე ვინმესთან საუბარი.

📅 ამიტომ გთავაზობთ 15-წუთიან უფასო გაცნობით საუბარს — გაგვიცანით, დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები და თავად გადაწყვიტეთ, რამდენად კომფორტული და სასარგებლო იქნება თქვენთვის ჩვენთან მუშაობა.

🤍 არანაირი ვალდებულება — მხოლოდ პირველი ნაბიჯი.

🔗 დაჯავშნეთ 15-წუთიანი უფასო ონლაინ შეხვედრა:
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🌿 EMDR-ის თვითრეგულაციის სტრატეგიები — როგორ მუშაობს თითოეული? 🌿🏝️ მშვიდი/უსაფრთხო ადგილის ტექნიკა - კლიენტი წარმოსახვაშ...
24/08/2026

🌿 EMDR-ის თვითრეგულაციის სტრატეგიები — როგორ მუშაობს თითოეული? 🌿

🏝️ მშვიდი/უსაფრთხო ადგილის ტექნიკა - კლიენტი წარმოსახვაში აღადგენს ან ქმნის ადგილს, სადაც თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს — ეს შეიძლება იყოს რეალური მოგონება ან მთლიანად გამოგონილი სივრცე. ამ ადგილს ერთვის კონკრეტული სურათი, ბგერა, სუნი და სხეულებრივი შეგრძნება, რაც მას ნებისმიერ დროს, საჭიროებისას, სწრაფად ხელმისაწვდომს ხდის.

📦 კონტეინერის სავარჯიშო - ეს ტექნიკა კლიენტს ეხმარება, რთული აზრები, სურათები თუ მოგონებები დროებით "შეინახოს" წარმოსახვით კონტეინერში (ყუთი, სეიფი და ა.შ.) — არა იმისთვის, რომ მათზე ფიქრი სამუდამოდ აიცილოს თავიდან, არამედ იმისთვის, რომ სესიებს შორის შეინარჩუნოს სტაბილურობა და არ იყოს გადატვირთული.

💡 სინათლის სხივის ტექნიკა - კლიენტი წარმოსახვაში ირჩევს დამამშვიდებელ ფერს ან სინათლეს და ფიქრობს, თუ როგორ „ჩაედინება“ ეს სხივი სხეულის იმ ნაწილში, სადაც არასასიამოვნო შეგრძნებაა ლოკალიზებული — თანდათან ცვლის ამ შეგრძნებას უფრო მშვიდი, გამაჯანსაღებელი განცდით.

🛑 „გაჩერების“ სიგნალი - წინასწარ შეთანხმებული, მარტივი ჟესტი (მაგ. ხელის აწევა), რომლითაც კლიენტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია პროცესის შეჩერება. ეს ეხმარება კლიენტს იგრძნოს კონტროლი საკუთარ თერაპიაზე — მნიშვნელოვანი განცდაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წარსულში სწორედ კონტროლის დაკარგვის გამოცდილება აქვს.

🚂 დამკვირვებლის პოზიცია (მატარებლის მეტაფორა) - კლიენტს სთხოვენ, წარმოიდგინოს, რომ მატარებელშია და რთული აზრები, სურათები თუ ემოციები უბრალოდ პეიზაჟია ფანჯარაში — ის მათ „ამჩნევს“ და უყურებს, მაგრამ მათში არ მონაწილეობს. ეს პოზიცია ეხმარება გარკვეული ემოციური დისტანციის შენარჩუნებაში რთულ მასალასთან ინტერაქციის გაადვილებაში.

🌬️ რელაქსაციისა და სუნთქვის ტექნიკები - მარტივი, ფიზიოლოგიაზე დაფუძნებული ხერხები (სუნთქვის ტემპის შენელება, კუნთების დაჭიმვა-მოშვება), რომლებიც ეხმარება ნერვულ სისტემას სწრაფად დაუბრუნდეს უფრო მშვიდ მდგომარეობას.

💙 ეს ხელსაწყოები არ რჩება მხოლოდ თერაპიის ოთახში — კლიენტები ხშირად იყენებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სტრესთან გასამკლავებლად.

💌 თუ გსურთ მეტი გაიგოთ რამდენად შეესაბამება EMDR თერაპია თქვენს საჭიროებებ, ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15 წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🌿 EMDR-ის დაწყებამდე: რატომ ვსწავლობთ ჯერ თვითრეგულაციას? 🌿⚠️ სანამ EMDR-ში ტრავმული მასალის გადამუშავება დაიწყება, არსე...
20/08/2026

🌿 EMDR-ის დაწყებამდე: რატომ ვსწავლობთ ჯერ თვითრეგულაციას? 🌿

⚠️ სანამ EMDR-ში ტრავმული მასალის გადამუშავება დაიწყება, არსებობს ერთი აუცილებელი ეტაპი — მოსამზადებელი ფაზა

🧭 რატომ არის ეს ეტაპი მნიშვნელოვანი? რთული მოგონების "გახსნა" ემოციურად ინტენსიური პროცესია. თუ ადამიანს არ აქვს წინასწარ შემუშავებული თვითრეგულაციის ხერხი, დამუშავების პროცესმა შეიძლება მისცეს არა შვება, არამედ რეტრამვატიზაციის განცდა.

✅ სწორედ ამიტომ, EMDR-ის დაწყებამდე თერაპევტი კლიენტთან ერთად აყალიბებს „უსაფრთხოების სქემას“ — კონკრეტულ, გავარჯიშებად სტრატეგიებს, რომლებიც ნებისმიერ მომენტში ხელმისაწვდომია, თუ ემოცია გახდება ზედმეტად ინტენსიური.

🧰 ძირითადი თვითრეგულაციის სტრატეგიები, რომლებსაც კლიენტი ამ ეტაპზე ეუფლება:

🏝️ მშვიდი/უსაფრთხო ადგილის ტექნიკა 📦 კონტეინერის სავარჯიშო 💡 სინათლის სხივის ტექნიკა 🌟 შინაგანი ძალის წერტილის ტექნიკა 🌬️ რელაქსაციისა და სტრესის შემცირების სავარჯიშოები (სუნთქვის ტექნიკები) 🛑 „გაჩერების“ სიგნალი 🚂 დამკვირვებლის პოზიცია (მატარებლისა და გვირაბის მეტაფორები) 💪 რესურსების განვითარება და გაძლიერება (RDI)

🔑 მთავარი აზრი: ეს სტრატეგიები არ არის "დამატებითი" ან სათადარიგო ეტაპი — ისინი წარმოადგენს EMDR-ის უსაფრთხო და ეთიკური მიმდინარეობის საფუძველს. როცა კლიენტს აქვს საკმარისი შინაგანი მდგრადობა და ეს ხელსაწყოები, მხოლოდ მაშინ, გადადის თერაპია შემდეგ ეტაპზე — თავად ტრავმული მასალის გადამუშავებაზე.

შემდეგ პოსტში დეტალურად აგიხსნით, როგორ მუშაობს თითოეული ეს ტექნიკა

💌 დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15 წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ
https://weekendpsychotherapy.lovable.app/
#მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოთერაპია

💬 ამონარიდი თერაპიაში მყოფი ადამიანის სიტყვებიდან🌿 „მას შემდეგ, რაც თერაპია დავიწყე, ჩემი შფოთვები საგრძნობლად შემცირდა....
17/08/2026

💬 ამონარიდი თერაპიაში მყოფი ადამიანის სიტყვებიდან

🌿 „მას შემდეგ, რაც თერაპია დავიწყე, ჩემი შფოთვები საგრძნობლად შემცირდა. თითქმის აღარ შემოდის ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც ადრე და აღარ მაწუხებს.

✨ ვხვდები, რომ კიდევ მაქვს სამუშაო და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის შედეგი, რომელსაც უკვე ასე ხელშესახებად ვგრძნობ, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

💛 როცა საკუთარ თავში ცვლილებას ამჩნევ, გიჩნდება სურვილი, გააგრძელო — რადგან ხვდები, რომ თერაპია ნამდვილად მუშაობს და ის, რასაც საკუთარ თავზე აკეთებ, შედეგს იძლევა.“

💌 ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15 წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🌿 EMDR მხოლოდ „დიდი ტრავმების" გადასამუშავებლად არ არისხშირად ჰგონიათ, რომ EMDR მხოლოდ ძალიან მძიმე ტრავმების მქონე ადამ...
13/08/2026

🌿 EMDR მხოლოდ „დიდი ტრავმების" გადასამუშავებლად არ არის

ხშირად ჰგონიათ, რომ EMDR მხოლოდ ძალიან მძიმე ტრავმების მქონე ადამიანებს ეხმარება. სინამდვილეში, ეს მეთოდი ბევრად ფართოდ გამოიყენება.

💭 EMDR შეიძლება სასარგებლო იყოს მაშინაც, თუ გაწუხებთ ერთი კონკრეტული მოვლენა — მაგალითად, ავარია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძალადობის გამოცდილება, მძიმე დიაგნოზი ან სხვა მტკივნეული შემთხვევა.

🧩 ასევე ეფექტურია მაშინ, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ატარებს დაგროვილ ტკივილს, რთულ ურთიერთობებს, ბავშვობის გამოცდილებებს ან განმეორებით სტრესულ მოვლენებს, რომლებიც დღემდე ახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე.

✨ ერთჯერადი ტრავმული გამოცდილების შემთხვევაში ხშირად რამდენიმე სესია საკმარისია მნიშვნელოვანი შვების მისაღებად, ხოლო უფრო რთული და მრავალშრიანი გამოცდილებების დამუშავებას მეტი დრო და ეტაპობრივი მუშაობა სჭირდება.

👨‍👩‍👧‍👦 EMDR წარმატებით გამოიყენება როგორც ზრდასრულებთან, ისე ბავშვებთან და ეხმარება ადამიანს, რომ წარსულის მტკივნეულმა გამოცდილებამ აღარ განსაზღვროს მისი დღევანდელი ცხოვრება.

🤍 თუ გრძნობთ, რომ გარკვეული მოვლენები ისევ გაწუხებთ, გიშლით ხელს ან გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობებზე, ემოციებსა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე — შესაძლოა დრო იყოს, ამაზე სპეციალისტთან ისაუბროთ.

💌 დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15 წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

🧠 EMDR სესიის დასრულება — აუცილებელია თუ არა, რომ ყველაფერი ერთ სესიაში დასრულდეს?💭 ხშირად თერაპევტებსაც და კლიენტებსაც ...
11/08/2026

🧠 EMDR სესიის დასრულება — აუცილებელია თუ არა, რომ ყველაფერი ერთ სესიაში დასრულდეს?

💭 ხშირად თერაპევტებსაც და კლიენტებსაც უჩნდებათ კითხვა:

„თუ EMDR სესიის ბოლოს პოზიტიურ კოგნიციამდე ვერ მივედით, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სესია არაეფექტური იყო?

✅ პასუხი არის — არა

🌱 EMDR თერაპიაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთი სესიის განმავლობაში ტრავმული მოგონების სრული გადამუშავება. ზოგჯერ დამუშავების პროცესი ბუნებრივად გრძელდება სესიებს შორისაც.

🎯 სესიის დასრულების მთავარი მიზანი არ არის აუცილებლად მივაღწიოთ „ყველაფერი კარგად არის“ განცდას.

🔹 მთავარია:
✔️ კლიენტი დაბრუნდეს აწმყოში;
✔️ აღდგეს ემოციური სტაბილურობა;
✔️ გამოიყენოს საჭიროების შემთხვევაში რესურსები (მაგ., Safe Place, Container, Grounding);
✔️ იცოდეს, რომ მომდევნო დღეებში შესაძლოა გამოჩნდეს ახალი მოგონებები, ემოციები ან სიზმრები — და ეს ხშირად დამუშავების ბუნებრივი ნაწილია.

⏳ EMDR-ში არ ვაჩქარებთ პროცესს.

🌿 თუ ტვინი დღეს მხოლოდ ამ მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს, სწორედ ეს არის ამ მომენტისთვის საკმარისი. შემდეგ სესიაზე კი პროცესი იქიდან გრძელდება, სადაც შეჩერდა.

💙 თერაპიის მიზანი არ არის სწრაფი შედეგი ნებისმიერ ფასად — მიზანია უსაფრთხო, თანმიმდევრული და მდგრადი ცვლილება.

💌 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ახალ ვებსაიტს და დაჯავშნეთ 15 წუთიანი საინფორმაციო სესია უფასოდ
https://weekendpsychotherapy.lovable.app/

Address

Chubinashvili Street 75
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 19:30
Tuesday 10:00 - 19:30
Wednesday 10:00 - 19:30
Thursday 10:00 - 19:30
Friday 10:00 - 19:30
Saturday 11:00 - 19:30
Sunday 11:00 - 19:30

Telephone

+995555231510

Alerts

Be the first to know and let us send you an email when WeekEnd ფსიქოთერაპია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to WeekEnd ფსიქოთერაპია:

Shortcuts

Share