03/07/2018
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ვდებთ სესხის ხელშეკრულებას?!
1) მხარეები თავისუფლები არიან სესხის ხელშეკრულების ფორმის არჩევაში, მაგრამ იურისტები გირჩევთ, რომ მიუხედავად მხარეებს შორის დიდი ნდობისა, გააფორმეთ ხელშეკრულება წერილობით, აუცილებლად იურისტთან კონსულტაციის შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები.
2) პროცენტი მხარეთა შეთანხმებით.
სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
3) თავდებობა.
თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მოვალეს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, იმ შემთხვევაში – თუ მოვალე არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, კრედიტორი უფლებამოსილია, აღნიშნული ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს თავდებს. თავდები უარს ვერ იტყვის ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
4) ვალის გადაუხდელობა.
სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს იძულებითი აღსრულება. იძულებით აღსრულებაში მოექცევა მხოლოდ მოვალის ქონება. ვალდებულება არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ოჯახის რომელიმე წევრი არის თავდები. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი და მოვალეს არ გააჩნია ქონება, ის ჩაიწერება მოვალეთა რეესტრში
P.S ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.