07/05/2026
ფოტოელექტრული მოდულების წარმოების გარდა, ASTORIOS ინჟინერიის, შესყიდვებისა და მშენებლობის (EPC) სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს.
როგორც EPC სერვისის შემსრულებელი, ჩვენ პროექტის ინჟინერიას სისტემის რეალურ პირობებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ, შესყიდვებით ვუზრუნველყოფთ მაღალხარისხიანი სერთიფიცირებული პროდუქტის ზუსტ შესაბამისობას პროექტთან, მათ დროულ ლოჯისტიკას, ხოლო სამშენებლო პროცესებს ერთიანად ვმართავთ ისე, რომ საბოლოო შედეგი სრულად შეესაბამებოდეს საწყის ტექნიკურ იდეას.
ეს მიდგომა ამცირებს რისკებს, გამორიცხავს პროცესის დანაწევრებას მხარეებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სისტემამ რეალურად იმუშაოს ისე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.