LayerCo • ლეიერკო

LayerCo • ლეიერკო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from LayerCo • ლეიერკო, Consulting Agency, გურამიშვილის 76, Tbilisi.

"ლეიერკო" მრავალპროფილური ორგანიზაციაა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არქეოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობს.

▪️⛏️ მოდინახეს ციხის არქეოლოგიური გათხრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები  —-  #არქეოლოგია  #მოდინახე  #საჩხერე
02/09/2026

▪️⛏️ მოდინახეს ციხის არქეოლოგიური გათხრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები

—-

#არქეოლოგია #მოდინახე #საჩხერე

▪️საჩხერე, მოდინახეს ციხის არქეოლოგიური გათხრების მოსამზადებელი სამუშაოები. —-   #არქეოლოგია  #მოდინახე  #არქეოლოგიურიგა...
26/08/2026

▪️საჩხერე, მოდინახეს ციხის არქეოლოგიური გათხრების მოსამზადებელი სამუშაოები.
—-
#არქეოლოგია #მოდინახე #არქეოლოგიურიგათხრები

◽  ◾  ინფრასტრუქტურული პროექტების დროს სწორად დაგეგმილი არქეოლოგიური მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, პროექტ...
20/08/2026

◽ ◾ ინფრასტრუქტურული პროექტების დროს სწორად დაგეგმილი არქეოლოგიური მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, პროექტი ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად განხორციელდეს, მეორე მხრივ კი ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური მემკვიდრეობა არ დაიკარგოს და სათანადოდ დავიცვათ.

◽ რა არის არქეოლოგიური მონიტორინგი?

➡️ გზები, მილსადენები, ურბანული განაშენიანება, ქალაქის სარეაბილიტაციო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები, ხშირად ისეთ ტერიტორიებზე ხორციელდება, სადაც მიწისქვეშა კულტურული მემკვიდრეობის არსებობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, არ გვქონდეს.

➡️ ამ დროს უნდა მიმდინარეობდეს არქეოლოგიური მონიტორინგი: თუ სამუშაოების დროს აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალა, მონიტორინგის წყალობით, ოპერატიულად ხდება ობიექტების დროული იდენტიფიცირება, შეფასება, დოკუმენტირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

არქეოლოგიური მონიტორინგი:

▪️ მნიშვნელოვნად ამცირებს, ან გამორიცხავს, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების რისკს;

▪️ საშუალებას გვაძლევს, აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად განვსაზღვროთ და დავგეგმოთ მათი დაცვის, შემდგომი კვლევის, და სხვა საჭირო ღონისძიებები;

▪️ ქმნის აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის პროფესიული დოკუმენტირების საფუძველს - ინფრასტრუქტურული პროექტების დროსაც კი, თითოეულმა აღმოჩენამ, შეიძლება ახალი სამეცნიერო ინფორმაცია თუ ცოდნა მოგვაწოდოს.

▪️ ერთდროულად ემსახურება სამშენებლო პროცესსაც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც.

➡️ “ლეიერკოსა” და ჩვენი სერვისების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.layerco.org

----

#არქეოლოგია #ინფრასტრუქტურა #რეაბილიტაცია #მონიტორინგი

🔍 სოფელ რუისის მახლობლად, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი აღმოვაჩ...
02/07/2026

🔍 სოფელ რუისის მახლობლად, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი აღმოვაჩინეთ. გამოვლენილი ნამოსახლარი ამ ადგილას გვიანი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკურ პერიოდში დასახლებებს მიუთითებს.

გათხრებისას აღმოჩენილ მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალას შორისაა:

▪️ 3000-მდე გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკული ფრაგმენტი, რაც ამ ადგილზე ინტენსიური ცხოვრების კვალზე მეტყველებს;
▪️ ბრინჯაოს საკინძები, ნახევარსფერული კილიტები, ბიკონუსური გულსაკიდი;
▪️ თიხის ზოომორფული ფიგურინები და რქისებური მორთულობები
▪️ წითლად შეღებილი კრამიტის 382 ფრაგმენტი, რომელთა ნაწილზე ოსტატის ნიშნებია შემორჩენილი;
▪️ სარდიონის გულსაკიდ-მძივი, ორნამენტირებული ქვის ფრაგმენტი, ობსიდიანისა და კაჟის 56 ნივთი;
▪️ სხვადასხვა ცხოველის ძვლის 553 ფრაგმენტი, რომლებიც ძეგლის მაცხოვრებელთა ყოველდღიური ცხოვრების, მეურნეობისა და კვებითი რაციონის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.

⛏️ გათხრებმა ასევე გამოავლინა ქვიშაქვით ნაგები კედელი, ქვით მოგებული იატაკი და სხვა არქიტექტურული ნაშთები, რომლებიც ანტიკური პერიოდის დასახლების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.

ძეგლი პირველად 2025 წლის დეკემბერში, ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის დროს გამოვლინდა. არქეოლოგიური გათხრები 2026 წლის აპრილსა და მაისში „ლეიერკომ“ ჩაატარა, სს „ვინდ ფაუერის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტების სრული დაცვით.

მალხაზის წვერზე აღმოჩენილი მრავალფენიანი ნამოსახლარი შიდა ქართლისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია და რეგიონის ისტორიის შესწავლის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

#არქეოლოგია #გათხრები #ბრინჯაოსხანა #ანტიკურიპერიოდი

„ლეიერკოს" კუტლურული მემკვიდრეობის საველე მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა დღემდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიცი...
15/06/2026

„ლეიერკოს" კუტლურული მემკვიდრეობის საველე მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა დღემდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ვინდ ფაუერი“ ახორციელებს.

◾ სოფლის ჩრდილოეთით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ორფენიანი ნამოსახლარი დაადასტურა. მასალის ანალიზის შედეგად, ძეგლი მოიცავს, სულ მცირე, ორი პერიოდის - გვიანბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კულტურულ ფენებს.

◾ გათხრების შედეგად გამოვლენილია დიდი რაოდენობით კერამიკული ნაწარმი, მათ შორის, ბრინჯაოს, სარდიონისა და ძვლის ნივთები, ობსიდიანისა და კაჟის არტეფაქტები, არქიტექტურული დეტალები.

ძეგლის თარიღები დაზუსტდება რადიოკარბონული (C14) კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.

◾ ექსპედიციის ფარგლებში ჩატარდა ინტერდისციპლინარული კვლევები (პალინოლოგიური, ზოოარქეოლოგიური). მასალის კამერალური სამუშოები განხორციელდა ექსპედიციის საველე ბაზაზე, კომპანია „ვინდ ფაუერის“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.

◾ გათხრების შედეგად გამოვლენილი მასალა გორის მუზეუმს გადაეცემა.

ექსპედიციის ტექნიკური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://shorturl.at/5GSPY

---

#არქეოლოგია

08/06/2026

“ლეიერკო” ველზე - არქეოლოგიური სამუშაოები რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტზე ▪️⛏️

—-
#არქეოლოგია

"ლეიერკო" მრავალპროფილური ორგანიზაციაა, რომელიც, სფეროს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს არქეოლოგიური კვლევის, კულ...
23/05/2026

"ლეიერკო" მრავალპროფილური ორგანიზაციაა, რომელიც, სფეროს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მუშაობს არქეოლოგიური კვლევის, კულტურული მემკვიდრეობის შეფასების, რუკების მომზადებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

👥 რუისის სკოლების მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებზე გვესტუმრნენ: ▪️რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, “ლეი...
01/05/2026

👥 რუისის სკოლების მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებზე გვესტუმრნენ:

▪️რუისის ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, “ლეიერკოს” არქეოლოგებისა და კომპანია “ვინდ ფაუერის” სოციალური გუნდის ორგანიზებით, რუისის საჯარო სკოლების უფროსკლასელები და პედაგოგები პროექტის არქეოლოგიურ გათხრებს ეწვივნენ.

▪️სტუმრები გაეცნენ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილ ნამოსახლარს და მოისმინეს "ლეიერკოს" სპეციალისტების ლექცია არქეოლოგიასა და რუის-ურბნისის ისტორიაზე.

▪️მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს გათხრები და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები, გაეცნენ სამუშაოს სპეციფიკას, ასევე, ქარის ტურბინის მშენებლობას.

—-
👥 Students from Ruisi schools visited the archaeological excavations:

▪️ As part of the Ruisi Wind Power Plant project, organized by the archaeologists of LayerCo and the social team of Wind Power, senior students and teachers from Ruisi public schools visited the project’s archaeological excavation site.
▪️ The visitors were introduced to the archaeological remains of a settlement discovered during the construction works and attended a lecture by LayerCo’s archaeologists and historians on archaeology and the history of Ruisi–Urbnisi.
▪️ The students and teachers toured the excavation site and the artifacts uncovered there, spoke with specialists, and learned about the specifics of the work, as well as the construction of wind turbines.

რუსუდან ფანოზიშვილი "ლეიერკოს" კომუნიკაციის კოორდინატორია.  ➡️ გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები და მათი გამოცდილება:  https...
30/04/2026

რუსუდან ფანოზიშვილი "ლეიერკოს" კომუნიკაციის კოორდინატორია.

➡️ გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები და მათი გამოცდილება:
https://layerco.org/ka/our-team-ge/

Rusudan Panozishvili is the communication coordinator of LayerCo.

➡️ Learn more about our team and their experience here: https://layerco.org/our-team/

Rusudan Panozishvili

დავით ბრაგვაძე - ისტორიკოსი, ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის მკვლევარი - "ლეიერკოს" გუნდის წე...
28/04/2026

დავით ბრაგვაძე - ისტორიკოსი, ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის მკვლევარი - "ლეიერკოს" გუნდის წევრია.

➡️ გაიგეთ მეტი ჩვენი გუნდის შესახებ: https://layerco.org/ka/our-team-ge/

---

David Bragvadze - a historian and researcher in national security, international and regional politics. He is involved in “Layerco” as a history expert and consultant.

➡️ Learn more about our team: https://layerco.org/our-team/

David Bragvadze

Address

გურამიშვილის 76
Tbilisi
0141

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LayerCo • ლეიერკო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to LayerCo • ლეიერკო:

Shortcuts

Share