ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი - PMC ფონდი 'ევრაზიას' ხელშეწყობით დაარსებულია ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის მიერ 2001 წელს. ეს არის კადრების მართვის სფეროში მომუშავე პირველი საკონსულტაციო ორგანიზაცია საქართველოში. იგი წარმოადგენს პროფესიონალთა გაერთიანებას, რომელთაც აქვთ მეცნიერული და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი შედგება ორი სტრუქტურული ერთეულისაგან:
1. დასაქმების სააგენტო
2. საკონსულტაციო - ტრენინგ ჯგუფი
1, დასაქმების სააგენტოს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევაში.
დასაქმების სამსახური ფლობს მონაცემთა ბაზას, სადაც რეგისტრირებულნი არიან ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე სამუშაოს მაძიებლები სხვადასხვა სპეციალობებით. დამკვეთი ორგანიზაციის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი კონკრეტულ სამუშაოსთან თავსებადობის განსაზღვრა. ამისათვის ჩვენი სააგენტო იყენებს მსოფლიოში კარგად აპრობირებულ შერჩევის მეთოდებს. PMC-დასაქმება ორგანიზაციებს
PMC-დასაქმება სამუშაოს მაძიებლებს
სარეგისტრაციო ანკეტა დასაქმების მსურველებს
2. საკონსულტაციო - ტრენინგ ჯგუფის მიზანია - დაინტერესებული ორგანიზაციების კონსულტირება საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და ადამიანური რესურსის მართვასთან დაკაშირებულ საკითხებზე. საკონსულტაციო - ტრენინგ ჯგუფი ორგანიზაციებს სთავაზობს პრაქტიკული მომსახურეობის შემდეგ პაკეტს:
ორგანიზაციულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა;
მომხმარებელთა მოსაზრებების შესწავლა მარკეტინგული კვლევა;
ორგანიზაციული განვითარება;
სამუშაოს აღწერა-ანალიზი;
პერსონალის შერჩევა;
პერსონალის შერჩევისათვის ტესტების შექმნა და აპრობაცია;
ატესტაცია, შეფასება;
ტრენინგი და განვითარება;
კადრების დენადობასთან დაკავშირებული პრობლემები;
პერსონალის ეფექტურობის პროექტირება.