Culture and Management Lab / კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Culture and Management Lab / კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია

Culture and Management Lab / კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია CuMa Lab is a Tbilisi based organization which is active in the field of arts and project management

For English please, scroll downჰასმიკ ტანგიანი ერევანში მცხოვრები ხელოვანი და სომატური ფსიქოლოგია, რომელიც ვიდეო ხელოვნე...
27/06/2025

For English please, scroll down

ჰასმიკ ტანგიანი ერევანში მცხოვრები ხელოვანი და სომატური ფსიქოლოგია, რომელიც ვიდეო ხელოვნების, პერფორმანსის, ინსტალაციისა და ცეკვის სფეროში მუშაობს. მისი ნამუშევრები ისტორიულ და ეროვნულ იდენტობას პერფორმანსისა და თანამედროვე ცეკვის მეშვეობით იკვლევენ. ამჟამად ხელოვანი თაობებისთვის სხეულის საშუალებით ხსოვნისა და ტრავმების გადაცემას შეისწავლის. არკვევს სხეულის ომზე რეაგირების გზებს, მის სხვადასხვა მდგომარეობაში შეჩერებას, მოძრაობის წარმოშობას, მის გაყინვას, ცხოვრებასა და მისგან სიამოვნების მიღებას. ტანგიანის შემოქმედების საფუძველს არა განრიდება, არამედ ის მოლაპარაკებები და რეფლექსია, საკუთარი ისტორიები, გამოცდილებები და ბავშვობის მოგონებები წარმოადგენენ, რომლებშიც ის მხიარულებისა და სიცოცხლის წყაროს აღმოაჩენს.

-----
huZANK uZANG: სხეულისა და სივრცის პოლიტიკა
ჰასმიკ ტანგიანი ილაპარაკებს huZANK uZANG-ზე, პერფორმანსზე, რომელიც თანამედროვე ცეკვისა და 1920-იანი წლების სომხური ფუტურისტული პოეზიის ნაზავია და საჯარო სივრცეში ქალის სხეულის არსებობას იკვლევს. 2019 წელს პერფორმანსი ერევანში ჩვენების დროს ძალადობრივად ჩაშალეს, რის შემდეგაც მთავრობამ ხელოვანებს სასამართლოში უჩივლა. ჰასმიკი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გახდა huZANK uZANG ხელოვანის თავისუფლებისა და ინსტიტუციური კონტროლის დაპირისპირების, გადაუჭრელი კულტურული ტრავმის მაგალითი. იგი განიხილავს სხეულის როლს ისტორიული ნარატივის აღდგენაში, საჯარო გამოხატვის დაუცველობასა და კრიტიკული და სახელოვნებო პროცესების ჩასატარებელი სივრცეების აქტუალური დაცვის საჭიროებაში.

პროექტი ხორციელდება ახალი დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

Hasmik Tangyan is an artist and somatic psychologist based in Yerevan, working across video, performance, installation, and dance. She works across video, performance, installation, and dance. Tangyan’s work has explored historical and national identity issues through the lens of performance and contemporary dance in Armenia. Currently, she researches how memories and traumas are passed through generations via the body, focusing on how it reacts to war, gets stuck in certain positions, and navigates movement, freezing, life, and pleasure. Her practice is rooted in negotiation and reflection rather than elimination, drawing on her own history, experiences, and childhood memories to find playfulness and a source of life.

-----
huZANK uZANG: Politics of the Body and Space
Hasmik Tangyan will speak about huZANK uZANG, a performance blending contemporary dance with 1920s Armenian futurist poetry to explore female presence in public space. The work was disrupted by violent attacks during its 2019 showing in Yerevan, followed by a government lawsuit against the artists. Hasmik will reflect on how huZANK uZANG became more than a performance—it became a site of conflict between artistic freedom and institutional control, and a mirror to unresolved cultural trauma. She will address the role of the body in reclaiming historical narratives, the vulnerability of public expression, and the urgent need to protect spaces for critical and embodied artistic work.

This project is supported by the Danish Cultural Institute through the New Democracy Fund.

For English, sroll downსირანუშ აგაჯანიანი თანამედროვე ხელოვანი, მკვლევარი და ფირდუსის ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელია. ...
26/06/2025

For English, sroll down

სირანუშ აგაჯანიანი თანამედროვე ხელოვანი, მკვლევარი და ფირდუსის ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელია. მისი ნამუშევრები მეხსიერების, წინააღმდეგობის, ომისა და ქალის სხეულის თემებს ქუჩის ხელოვნების, საჯარო ინტერვენციებისა და საგამოძიებო მეთოდების გამოყენებით იკვლევს. ურბანული სივრცის გარდაქმნის საპასუხოდ აგაჯანიანმა ფირდუსის ხელოვნების სტუდია დააფუძნა. დროთა განმავლობაში ამ ინიციატივას სხვა ხელოვანებიც შეუერთდნენ რის შედეგადაც სტუდია კულტურის საჯარო ცენტრად და ცოცხალ სახელოვნებო გარემოდ იქცა.

-----
ფირდუს 48: ხელოვნება და სივრცე, როგორც წინააღმდეგობა
თავის გამოსვლაში სირანუშ აგაჯანიანი ისაუბრებს ფირდუსის ხელოვნების სტუდიის, როგორც წინააღმდეგობის სივრცის განვითარებაზე, იმ ადგილზე, სადაც მეხსიერება ურბანულ აქტივიზმს ხვდება. პრეზენტაცია მოიცავს აგაჯანიანისა და სტუდიის სხვა წევრების ინტერვენციების ამსახველ ვიზუალურ მასალებსა და ვიდეოებს. შეხვედრას ღია დიალოგის ფორმატი ექნება და დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში ჩართვას შესთავაზებს.

პროექტი ხორციელდება ახალი დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

Siranush Aghajanyan is a contemporary artist, researcher, and the founder of Firdus Art Studio. Her work explores themes of memory, resistance, war, and the female body, incorporating street art, installations, public interventions, and investigative research methods. In response to the transformations of urban space, Aghajanyan initiated the founding of Firdus Art Studio. Over time, other artists joined the initiative, contributing to the studio’s evolution into a public cultural centre and a vibrant artistic environment.

-----
Firdus 48: Art and Space as Resistance
In her talk, Siranush Aghajanyan will present the development of Firdus Art Studio as a space of resistance, where art intersects with memory and urban activism. The presentation will include visual materials and videos showcasing interventions by Aghajanyan and other members of the studio. The session will be held in an open dialogue format, encouraging discussion and exchange with the audience.

This project is supported by the Danish Cultural Institute through the New Democracy Fund.

For English scroll downარპი ბალიანი ინტერდისციპლინურ სფეროში მომუშავე ხელოვანია. მათი ნამუშევრები სახვით და ლიტერატურულ ...
25/06/2025

For English scroll down

არპი ბალიანი ინტერდისციპლინურ სფეროში მომუშავე ხელოვანია. მათი ნამუშევრები სახვით და ლიტერატურულ ხელოვნებას, საუნდს, პერფორმანსსა და ქუჩის ხელოვნებას აერთიანებს, და ამავე დროს აქტივიზმისა და ხელოვნების ურთიერთქმედებას იკვლევს. მათი ნამუშევრების საფუძველს ფემინისტური წინააღმდეგობა და რადიკალური წარმოსახვა წარმოადგენს, რომელთა მეშვეობითაც არპი დეკოლონიურ, ანტიმილიტარისტულ, ქვიარ და ანტიკაპიტალისტურ მოძრაობებში ერთვება, ნეირომრავალფეროვნებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სულიერებას და ეკოლოგიურ პრობლემებს მიმოიხილავს. დოკუმენტური და მხატვრული ლიტერატურის, საჯარო ინტერვენციებისა და კერძო რეფლექსიის შერწყმას ისინი კვლევაზე დაფუძნებული და პირადი საკითხების განხილვის მეშვეობით ცდილობენ. ხელოვანი მჩაგვრელი სისტემების არსებობის ხელახლა გააზრებას დავიწყებული ისტორიების, დადუმებული ხმებისა და ყურადღების მიღმა დატოვებული სივრცეების საშუალებით ახდენს.

-----
ბრაზით შთაგონებული
ბოლო წლების პოლიტიკურმა მოვლენებმა: პანდემიამ, ომმა, არცახიდან დევნილობამ არპი ბალიანზე, ნეირომრავალფეროვან ხელოვანსა და ანტიმილიტარისტ აქტივისტზე, კოლექტიური ტრავმის გაღვივებისა და მკაცრ რეალობასთან დაპირისპირების შედეგად ღრმა კვალი დატოვეს. შედეგად ხელოვანს რისხვის გრძნობა გაუჩნდა, რომლისაც აღარ ეშინია და მის გამოვლინებას პატრიარქალური ნორმების წინააღმდეგ ჩადენილ ფემინისტურ აქტად აღიქვამს. ამჟამად სწორედ ეს რისხვა წარმოადგენს ბალიანის შთაგონების წყაროსა და მათი შემოქმედების წარმმართველ ძალას. ხელოვანს სურს, ეს რისხვა გადამდები გახდეს. წლევანდელი Re-Lentus-ის ფარგლებში ისინი შეეცდებიან ეკოლოგიური უსამართლობის, ფემინიზმის, ქვიარობის, დეკოლონიზაციისა და დემილიტარიზაციის საშუალებით ურბანულობის შესწავლას. ბალიანი წარმოადგენს ვიზუალურ და პერფორმანსზე დაფუძნებულ ნამუშევრებს და შეხვედრას დაასრულებს ლექსით ისეთი სივრცეების ძიებაზე, სადაც ხელოვნება ძალადობას, გაქრობასა და სიჩუმეს ეწინააღმდეგება.

პროექტი ხორციელდება ახალი დემოკრატიის ფონდის პროგრამის ფარგლებში დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

Arpi Balyan is an interdisciplinary artist. Their work spans visual and literary arts, sound, performance, and street art, exploring the intersections of activism and art. Their work is rooted in feminist resistance and radical imaginaries, through which Arpi engages with decolonial, anti-militarist, q***r, and anti-capitalist movements, while also addressing neurodiversity, mental health, spirituality, and ecological concerns. Their interconnected practice of blending documentary and fiction, public intervention and private reflection, is both research-driven and personal, through which they reimagine ways of being within oppressive systems through forgotten stories, silenced voices, and neglected spaces.

-----
Inspired by Anger
The political events of recent years - the pandemic, war, and displacement in Artsakh - have deeply affected Arpi Balyan as a neurodiverse artist and anti-militarist activist, stirring collective trauma and confronting harsh realities. In response, they’ve embraced an anger they no longer fear, viewing its expression as a feminist act of resistance against patriarchal norms. This anger now drives Balyan’s work. In this sense, they are inspired by their anger - and they want it to be contagious. For this year’s “Re-Lentus” project, they explore urbanity through environmental justice, feminism, q***rness, decolonization, and demilitarization. Balyan will present their visual and performance-based works, concluding with a poem that reflects their search for spaces where art resists violence, erasure, and silence.

This project is supported by the Danish Cultural Institute through the New Democracy Fund.

Внимание! Конкурс на участие повышения квалификации менеджеров по культуре из Кыргызстана, Узбекистана и Таджикистана. Д...
15/04/2025

Внимание! Конкурс на участие повышения квалификации менеджеров по культуре из Кыргызстана, Узбекистана и Таджикистана. До окончания подачи заявок осталось два дня (дедлайн: 16 мая, 23:59 по Бишкекскому времени).

Address

Tbilisi
0179

Telephone

+995 555 231577

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Culture and Management Lab / კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Culture and Management Lab / კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია:

Share